როგორ მივიდეთ ყველაზე მონახულებად და რთულად მისასვლელ ადგილებში საქართველოში

Comments
02.01.2018
ართიcლე_9
რუკის ზონები
 
— საზღვრები, რომლის მიღმაც გადასვლა დაშვებულია, მხოლოდ გაქირავების კომპანიასთან წინასწარ შეთანხმებით
 
— საავტომობილო გზები საფარის გარეშე, მოძრაობა აკრძალულია
 
— საავტომობილო გზები კარგი საფარით, მიმართულება ყველაზე ხშირად მოსანახულებელი ტურისტებისთვის
 
— автомобильные дороги с хорошим покрытием, направления менее посещаемые туристами

1. თბილისი – ეს არის საქართველოს დედაქალაქი, მოსახლეობა დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი. ქალაქი გაყოფილია მდინარე მტკვრის ორ ნაწილად. აქ არის ახალი ქალაქი და ძველი ქალაქი. ასევე არსებობს მცირე უბნები, როგორც მაგალითად ავლაბარი - ძველი სომხური უბანი.
ღირსშესანიშნაობები: ნარიყალა, ქვის ეკლესია ანჩისხატი, მეტეხის ეკლესია, სიონის და სამების საკათედრო ტაძარი, მინის ხიდი მდინარე მტკვარზე, არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები: იუსტიციის შენობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა (12 პოლკი).
თბილისის კოორდინატები - 41°43′00″ ჩ.ს. 44°48′00″ ა.გ.

2. მცხეთა – საქართველოს პირველი დედაქალაქი, პატარა ქალაქი, აქ ჩამოდიან ქორწილისთვის, თბილისის ცენტრიდან სულ რაგაც 30-40 წუთის სავალზე მდებარეობს.
ღირსშესანიშნაობები: სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, სადაც მდებარეობს იესო ქრისტეს კვართი, არმაზის ციხე, უფრო სწორად მისგან შემორჩენილი სამთავროს მონასტერი.
ღირსშესანიშნაობები - 41°51′00″ ჩ.ს. 44°43′00″ ა.გ.

3. ჯვარი - მამათა მონასტერი და VII საუკუნის ტაძარი არმაზის მთაზე 13 კილომეტრში ძველი ქართული მცხეთის დედაქალაქიდან, მდინარე არაგვის და მტკვრის მახლობლად, ერთერთი პირველი ადგილი, რომელიც რეკომენდირებულია მოინახულოთ.
ღირსშესანიშნაობები - 41°50′19″ ჩ.ს. 44°44′02″ ა.გ.

4. უფლისციხე - გორიდან 12 კმ-ში, მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარეობს ერთერთი უიშვიათესი ძეგლი მსოფლიოში - უძველესი მღვიმე ციხე-ქალაქი უფლისციხე, გამოკვეთილია ვულკანურ მთაზე კვერნაკის ქედზე. უფლისციხე მოიცავს 150-ზე მეტ გამოქვაბულს და გამოქვაბულ სტრუქტურებს.
ღირსშესანიშნაობები - 41°58′00″ ჩ.ს. 44°12′25″ ა.გ.

5. გორი - მცირე საკურორტო ქალაქი მოსახლეობით სულ რაღაც 50 ათასი ადამიანით, მდებარეობს მდინარე მტკვრის და ლიახვის შესართავთან ქართლის ულამაზეს ხეობასთან. სამხრეთით და დასავლეთით ქალაქი გარშემორტყმულია ულამაზესი მთებით.
ღირსშესანიშნაობები: ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეს არის სტალინის სახლ-მუზეუმი, აშენებულია მარმარილოს სარკოფაგის სტილში და მის წინ სტალინის ქანდაკებით. ქალაქის ზევით დგას უდიდესი მრავალსართულიანი შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე გორისციხე. გორიდან 12 კმ-ში სოფელ ათენში განლაგებულია ათენის სიონის ტაძარი, აშენებული VII საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიას, ცნობილია თავისი ფრესკებით.
ღირსშესანიშნაობები - 41°58′00″ ჩ.ს. 44°06′00″ ა.გ.

6. გუდაური - სამთო-სათხილამურო კურორტი (3006 მ) მდებარეობს კუდების მთაზე, დაბა დიდი კავკასიის ქედის სამხრეთით სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 120 კმ-ში. აქვე არის განლაგებული სამთო-სათხილამურო სოფელი სასტუმროებით და საოჯახო სასტუმროებით. სათხილამურო სეზონი იწყება დეკემბრიდან აპრილამდე, საშუალოდ თოვლის სისქის საფარი ზამთარში 1.5 მეტრას აღწევს. სათხილამურო გზები აღჭურვილია ამწეებით, ქვედა სადგური 1990 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო ზედა ზღვის დონიდან 3307 მეტრზეა. ავტომობილით მისვლა იქ შეიძლება საქართველოს-სამხედრო გზით, დაახლოებით 2 საათში.
ღირსშესანიშნაობები: 25-30 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს ჯვრის უღელტეხილი (2395მ) , გერგეთის სამების მონასტერი ყაზბეგის მთის ფერდობზე (5048მ), ტრუსოს ხეობა, დარიალის ხეობა.
ღირსშესანიშნაობები - 42°29′05″ ჩ.ს. 44°29′06″ ა.გ.

7. სტეფანწმინდა/ყაზბეგი - ულამაზესი სოფელი სადაც მოსახლეობა დაახლოებით 1850 ადამიანია, ზღვის დონიდან 1744 მ სიმაღლეზე, კლიმატბალნეოლოგიური კურორტი თბილისიდან ჩრდილოეთით 165კმ-ში და ვლადიკავკაზიდან სამხრეთით 43 კმ-ში. ქალაქის ქვეშ მიედინება მდინარე თერგი და ზევით აწვდენილია კავკასიონის დათოვლილი მწვერვალები, რომელთა შორის გამოირჩევა ყაზბეგი, 5033 მ სიმაღლეზე.
ღირსშესანიშნაობები: ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმი, წმინდა სამების ეკლესია გერგეთში, მინერალური წყაროები და მინერალური წყლის აუზი, მარშრუტები ალპინიზმის და მოგზაურობისთვის, ყაზბეგის მთის მწვერვალზე ასვლა, მყინვარზე გასეირნება.
ღირსშესანიშნაობები - 42°39′08″ ჩ.ს. 44°38′45″ ა.გ.

8. თელავი - ალაზნის ხეობაში კახეთის მეღვინეობის დედაქალაქი მოსახლეობით დაახლოებით 20 ათასი მოსახლე. მდებარეობს ჩრდილოეთით ცივ-გომბორის ქედის ფერდობზე. ზღვის დონიდან 490მ სიმაღლეზე, თბილისიდან 70 კილომეტრში. ერთ ერთ ადგილას გადაღებულია გიორგი დანელიას ცნობილი საბჭოთა კავშირის ფილმი „მიმინო“ აეროპორტის ტერიტორიაზე. ქალაქის ქუჩებში და მაღლობზე მოედანზე სოფელ ომალოში.
ღირსშესანიშნაობები: VIII-XVIII სს ციხე-სიმაგრე, უდიდესი 800 წლიანი ჭადრის ხე (ძვირფასი დეკორატიული მცენარე, გამოიყენება ქალაქის გამწვანებაში).
ღირსშესანიშნაობები: 41°55′00″ ჩ.ს. 45°29′00″ ა.გ.

9. სიღნაღი - პატარა, მყუდრო, ევროპული ქალაქი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, ვიწრო, გრაგნილი და ციცაბო ქვაფენილიანი ქუჩებით, უბნებით ერთი და ორ სართულიანი სახლებით მუქი წითელი კრამიტის სახურავებით სამხრეთ იტალიის კლასიციზმის სტილში. სიღნაღი - ეს არის ციხე-ქალაქი, განლაგებული მაღალ გორაზე ალაზნის ველის ცენტრში კახეთის ისტორიულ რეგიონში მოსახლეობით დაახლოებით 2000 ადამიანი. სიღნაღის ციხის კედლები, საქართველოში ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და უდიდესი ციხეა, სასწაულად გადარჩნენ და დღესდღეისობით ქალაქის ძველ ნაწილს გარს ეკვრის და სცილდება შორს ქალაქის საზღვრებს. კდლეების პერიმეტრზე შემონახულია 28 დამცველი კოშკები, რომლებიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი ალაზნის ველზე. სიღნაღიდან 50 კმ ფარგლებში მდებარეობს უძველესი მონასტერი ნეკრესი ყველაზე გემრიელი წყლით საქართველოში, ციხე-სიმაგრე გრემი, ორი უმსხვილესი ქალაქი კახეთის რეგიონში ყვარელი და თელავი, ლაგოდეხის ნაკრძალი და სხვა ღირსშესანიშნაობები,რომლის მონახულებაც შეიძლება სიღნაღში დაბრუნებისას.
ღირსშესანიშნაობები: 41°37′00″ ჩ.ს. 45°55′00″ ა.გ.

10. ბაკურიანი - პატარა ურბანული სოფელი, მოსახლეობით დაახლოებით 2400 ადამიანი, რომელიც მდებარეობს მცირე კავკასიონის მთების გზაჯვარედინზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. ბორჯომის ხეობის მახლობლად თბილისის დასავლეთით 180 კმ-ში, დაკავშირებულია ბორჯობის საავტომობილო და ვიწროლიანდაგიან სარკინიგზო გზასთან. სამთო-სათხილამურო კურორტი, პატარა ალპური სოფელი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე გარშემორტყმული მთებით, მწვანე მდელოებით და სქელი ფიჭვის ტყეებით. სოფელი ასევე ცნობილია ბორჯომის მინერალური წყაროებით, რომელიც სათავეს იწყებს ადგილობრივი მთის მწვერვალიდან, ქართული მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღით.
ღირსშესანიშნაობები: 41°45′00″ ჩ.ს. 43°32′22″ ა.გ.

11. ბორჯომი - ბალნეოლოგიური კურორტ-ქალაქი სამცხე-ჯავახეთში საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდინარე აგურას ხეობაში. ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე. კურორტი განსაკუთრებით განთქმულია მინერალური წყაროების გამო, პირველი მოხსენიება, რომელიც იყო გაკეთებული მე-15 საუკუნეში. ბორჯომი - ბოლო სადგურია ბორჯომის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზის - ბაკურიანი.
ღირსშესანიშნაობები: რუსეთის მეფეების რომანოვების სასახლე XVIII საუკუნე, მირზა-რიზა-ხანას სახლი XIX საუკუნე, საბაგირო გზა, ეროვნული ბაღი.
ღირსშესანიშნაობები: 41°51′15″ ჩ.ს. 43°24′45″ ა.გ.

12. ვარძია - XII-XIII საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვარის გამოჩენილი ძეგლი. მდებარეობს ასპინძის რაიონში სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე.მდინარე მტკვრის ხეობაში დაახლოებით 100კმ-ში ქალაქი ბორჯომის სამხრეთით, ერთსახელიანი სოფლის მახლობლად. ვარძია - ეს არის ნამდვილი მრავალსართულიანი კომპლექსი ქუჩებით, გვირაბებით და კიბეებით, მიმავალი მონასტრების, ტაძრების, ციხე-სიმაგრეების, აბანოების, ბიბლიოთეკების, საცხოვრებელი და სხვა მყარი ნაგებობების მიღმა. სულ 600-ზე მეტი სვლებით დაკავშირებული შენობები, რომლებიც გადაჭიმულია მთის გასწვრივ 800 მეტრის სიგრძეზე, მთის სიღრმეში 50 მეტრამდე და რვა სართულიანის სიმაღლეზე. მტრის თავდასხმის შემთხვევაში მონასტერი მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფარი ხდებოდა და შეეძლო 20 000 ადამიანის დატევა.
ღირსშესანიშნაობები: 41°22′22″ ჩ.ს. 43°15′27″ ა.გ.

13. ნინოწმინდა - პატარა ქალაქი საქართველო-სასომხეთის საზღვარზე სამხრეთით, მოსახლეობით სულ რაღაც დაახლოებით 6000 ადამიანი. ნინოწმინდის რაიონის ცენტრი ჯავახეთში, მდებარეობს ხანჩალის ტბის მახლობლად, საქართველოს რკინიგზის სადგურიდან 91 კმ-ში ახალციხეში.
ღირსშესანიშნაობები: ყველკარაქის ქარხანა, სამკერვალო ქარხანა.
ღირსშესანიშნაობები: 41°15′57″ ჩ.ს. 43°35′20″ ა.გ.

14. ახალციხე - ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ახალციხის რაიონის რაიონული ცენტრი, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ფოცხოვიც-წყალზე (მტკვრის შენაკადი), ქალაქში გადის მაგისტრალის გზა ბათუმში, ბორჯომში, ახალქალაქში. რკინიგზის სადგური საქართველოს რკინიგზის გზიდან 52კმ-შია ბორჯომიდან ხაშური-ვალეს ხაზზე.
ღირსშესანიშნაობები: ახალციხის ციხე-სიმაგრე „რაბათის ციხე“ - შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე დაარსებული 1578 წელს, (კოორდინატები: 41°23'40" ჩ.ს. 43°18'53" ა.გ.); ახმედიეს მეჩეთი - ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი XIV საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით, მდებარეობს ახალციხის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე, (კოორდინატები: 40°21′57″ ჩ.ს. 49°49′58″ ა.გ.); ნათლისღების ჯვრის ეკლესია - სომხურ-კათოლიკური ეკლესიის ტაძარი. ქალაქი აბასთუმნის კურორტიდან 28 კილომეტრში.
ღირსშესანიშნაობები: 41°38′20″ ჩ.ს. 42°59′10″ ა.გ.

15. ქუთაისი - საქართველოში მეორე ქალაქი სიდიდით და მნიშვნელობით, აქვს საკუთარი აეროპორტი „კოპიტნარი“ ქალაქიდან 22 კილომეტრში. ქუთაისი მდებარეობს ზღვის დონიდან 125-300 მეტრის სიმაღლეზე მდინარე რიონის ხეობაში დასავლეთით საქართველოში, თბილისიდან 220 კილომეტრში, ბათუმიდან 150 კილომეტრში და ფოთიდან 100 კილომეტრში. 2012 წლიდან წარმოადგენს საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქს.
ღირსშესანიშნაობები: გეგუთის კომპლექსის ნანგრევები- X-XI საუკუნეებში მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, საქართველოს პარლამენტის ახალი შენობა; ბაგრატის ტაძარი აღმართული ბაგრატ III მმართველობისას, როგორც მთავარი ტაძარი მისი ერთიანი ქართული სამეფოსი (კოორდინატები: 42°16′38″ ჩ.ს. 42°42′15″ ა.გ.); ღვთისმშობლის გელათის მონასტერი - ეკლესიური და კულტურული ცხოვრების ცენტრი, კათოლიკოსის რეზიდენცია XVI საუკუნის მე-2 ნახევარში 1814 წლამდე, (კოორდინატები: 42°17′40″ ჩ.ს. 42°46′05″ ა.გ.); მოწამეთა მონასტერი (წმინდა დავითის და კონსტანტინეს მონასტერი) მდებარეობს ქალაქ ქუთაისიდან 3 კილომეტრში გელათის მონასტერთან ძალიან ახლოს, მაგრამ გამოყოფილია მისგან ხევით და პატარა მთით (კოორდინატები: 42°16′55″ ჩ.ს. 42°45′33″ ა.გ.); სათაფლიას განახლებული ნაკრძალი დაარსებულია დაახლოებით 75 წლის წინ. ნაკრძალის სამი მთავარი ღირსშესანიშნაობები - პავილიონი სადაც შემონახულია დინოზავრების ნაკვალევი, ХХ საუკუნის 30-ან წლებში სოფელში მცხოვრები ერთერთი მოსახლის მიერ ნაპოვნი კარსტული მღვიმე (კოორდინატები: 42°22′35″ ჩ.ს. 42°36′03″ ა.გ.) ქუთაისიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით 10 კილომეტრში მიმართულებით და მინის აივანი - სანახაობრივი მოედანი სათაფლიის მთის წვერზე (ნაკრძალის უმაღლესი წერტილი).

16. პრომეთეს მღვიმე (ყუმისთავის მღვიმე, წყალტუბოს მღვიმე или წყალტუბოს გლიანას მღვიმე) - კარსტული მღვიმე საერთო სიგრძით დაახლოებით 11 კილომეტრი (მნახველებისთვის დასაშვებია მხოლოდ 1060მ) დასავლეთ საქართველოში, ქალაქ წყალტუბოს გარშემო. სუსტად დატოტვილი გამოქვაბულის არხი მაქსიმალური თაღის სიმაღლით - 21მ და თიხის იატაკით, მორთული ზოლებად. აღმოჩენილია ექსპედიციის მიერ 1983 წლის 15 ივლისს, თუმცა დიდ არკიანი შესასვლელი ადრევე იყო ცნობილი. მღვიმეში მუდმივი ჰაერის ტემპერატურა 15-17 °C დონეზეა
ღირსშესანიშნაობები: 42°22′36″ ჩ.ს. 42°59′10″ ა.გ.

17. მესტია - ისტორიული, კულტურული და რელიგიური ცენტრი ზემო სვანეთში, მოსახლეობით 2600 ადამიანი, მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე, დიდი კავკასიის სამხრეთ კალთაზე ჩრდილო-აღმოსავლეთით 128 კმ-ში ზუგდიდიდან. წარმოადგენს ცენტრს სამთო ტურიზმის და ალპინიზმის, მესტიიდან იწყება უშბის მწვერვალზე ასვლა, ჯანგი-ტაუ და შხარა. 2010 წლის ბოლოს აქ გაიხსნა სამთო-სათხილამურო კურორტი, ასევე თამარ მეფის სახელობის აეროპორტი.
ღირსშესანიშნაობები: რეგიონის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმები,სოფელ ლანჩვალისში მარგიანის ოჯახის საცხოვრებელი კომპლექსი; მოთხილამურე ბორის კახიანის სახლ-მუზეუმი; IX საუკუნის ფერიცვალების ეკლესია; მუზეუმი სოფელ ლეგამში, სადაც ცხოვობდა ცნობილი ალპინისტი მიხეილ ხერგიანი; სვანური კოშკები.
ღირსშესანიშნაობები: 43°02′43″ ჩ.ს. 42°43′46″ ა.გ.

18. ანაკლია - კურორტული დასახლება აფხაზეთთან, მოსახლეობა დაახლოებით 2700 ადამიანი, განლაგებული ზღვის დონიდან 30 მეტრ სიმაღლეზე მდინარე ენგურის შესართავთან და დაკავშირებულია სოფელ განმუხურთან 540- მეტრიანი ხიდით.
ღირსშესანიშნაობები: XVIII საუკუნის დასაწყისის დანგრეული ციხე-სიმაგრე და ქართული ეკლესიის ტაძარი.
ღირსშესანიშნაობები: 42°24′22″ ჩ.ს. 41°35′29″ ა.გ.

19. ურეკი - ურბანული სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. აქ არის სამკურნალო მაგნიტური ქვიშები, ამასთან კონცენტრაცია ყველაზე მაღალი მსოფლიოში. ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, აქ არის დასასვენებელი სახლები და კერძო დაჩები.
ღირსშესანიშნაობები: 41°59′49″ ჩ.ს. 41°46′41″ ა.გ.

20. ქობულეთი – კურორტული ქალაქი განლაგებულია ბათუმიდან 20 კმ-ში. ბათუმსა და ქობულეთს შორის პატარა ულამაზესი უღელტეხილია. ქობულეთში მოსახლეობა 20 ათას ადამიანამდეა, აქ ბევრი პატარა სასტუმროებია, თუმცა აღნიშნული ქალაქ-კურორტი ინფრასტრუქტურით ბათუმს არ ჩამოუვარდება.
ღირსშესანიშნაობები: 41°49′14″ ჩ.ს. 41°46′31″ ა.გ.

21. ბათუმის ბოტანიკური ბაღი – დიდი ბოტანიკური ბაღი ფართობით 110-ზე მეტი ჰექტარი, აქ განლაგებულია 5000-ზე მეტი სახეობის სხვადასხვა მცენარე, მდებარეობს ბათუმთან ახლოს, ბოტანიკურ ბაღში არის ულამაზესი ტერასები ზღვის ხედებით, შიგნით გადაადგილება უკეთესია ელექტრომანქანით რომლის შეკვეთაც შეიძლება ადგილზე.
ღირსშესანიშნაობები: 41°41′58″ ჩ.ს. 41°43′01″ ა.გ.

22. ბათუმი – მთვარი ქართული კურორტი, იმის მიუხედავად, რომ ეს არის ყოფილი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ წერტილი, აქ ძალიან დიდი რაოდენობით არის ნალექი, ამიტომ ზაფხულში შეიძლება ხშირად მოყვეთ წვიმის ქვეშ. ქალაქი წარმოდგენილია ძველი ნაწილით, რომელსაც რესტავრაციას უკეთებენ და ახალი თანამედროვე ქალაქით ცათამბჯენების მშენებლობით. აქ უზარმაზარი ლამაზი სანაპიროა და კიდევ ეს არის მთლიანი მინდორი,რომელსაც გარს ეკვრის მთიანი ქედები.
ღირსშესანიშნაობები: 41°38′45″ ჩ.ს. 41°38′30″ ა.გ.

23. მახუნცთის ჩანჩქერი – მდებარეობს ბათუმიდან სულ რაღაც 30 კმ-ში, ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრია, აქ აღწევს ძლიერი სიგრილე ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი და თუ თქვენ აპირებთ აქ ჩამოსვლას გაზაფხულზე, მაშინ თან წაიღეთ თბილი ტანსაცმელი. აქვე არის ძველი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე, თამარ მეფის დროინდელი, აშენებული XII საუკუნეში.
ღირსშესანიშნაობები: 41°34′28″ ჩ.ს. 41°51′31″ ა.გ.

24. გონიოს ციხე-სიმაგრე – უძველესი ციხე-სიმაგრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5-7 საუკუნეების. დაკავებული იყო რომაელების მიერ, ასევე გადადიოდა სხვადასხვა ერების ხელში. ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს მუდმივი გათხრები.. ასევე თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოხვიდეთ გონიოში, ბათუმიდან სულ რაღაც 10 კმ-შია და თურქეთის საზღვრიდან 5 კმ-ში - აქ ზღვა გაცილებით სუფთაა ვიდრე ბათუმში.
ღირსშესანიშნაობები: 41°34′23″ ჩ.ს. 41°34′25″ ა.გ.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.