ინფორმაცია კლიენტებისთვის: ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობა და სიახლე

Comments
27.11.2017
ართიcლე_8

ძალიან ხშირად გვისვავენ კითხვას სიახლეზე და ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობაზე, რომელია გამოშვების წელი. ქსელში არის გამოხმაურებები ამა თუ იმ კომპანიაზე, რომ „არ მომეწონა“ და მანქანა იყო ძველი და სხვები წერენ იმას, რომ მანქანა ძალიან მოეწონათ, თუმცა მანქანა იყო თითქმის 15 წლის.

გამოხმაურება საკმაოდ კარგი რამ არის, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, თუ მას დაწერდნენ ნამდვილად ადამიანები და არა კომპანიები საკუთარ თავზე.

აღნიშნულ სტატიაში ჩვენ გვინდა დეტალური აქცენტი გავაკეთოთ საქართველოს ავტოპარკზე ჩვენს კომპანიაში, სხვა გაქირავების კომპანიებზე, ზოგადად მოგიყვეთ ავტომობილებზე საქართველოში.

ყველა ავტომობილი საქართველოში, არა გაქირავებადი, საერთოდ ყველა,რომლებიც მოძრაობენ საქართველოში, თუ განვსაზღვრავთ ევროპის სტანდარტებით, დსთ-ს ქვეყნები - ძალიან ძველია. საქართველოში 2003 წლის ავტომობილი ითვლება ახალ ავტომობილად. თქვენ ხშირად შეიძლება ნახოთ მანქანა ბამპერის გარეშე ან როგორ ასხავს ვიღაცა წყალს რადიატორში უღელტეხილზე, რადგან ავტომობილმა აუდუღა. პრობლემა არ არის შემთხვევითი, ეს არის სისტემა.

ახალი მანქანები საქართველოში

საქართველოში არის ახალი ავტომობილები (ამა წლის), მაგრამ ასეთი ავტომობილებით დადიან ან პოლიცია და მთავრობა ან ძალიან მდიდარი ადამიანები. რატომ? პასუხი ძალიან მარტივია და მდგომარეობს შემდეგში:

1. აქ ძალიან იაფიანი მანქანებია, რომლებიც იყვნენ გამოყენებაში, 60%-80% იაფად ვიდრე ახალი, ამიტომ უმრავლესობა უბრალოდ მათ ყიდულობს.
2. მოსახლეობის დაბალი შემოსავალი, თუმცა ფასები არც თუ ისე დაბალია (თუ შევადარებთ დსთ-ს ქვეყნებთან).
3. მომსახურების ცუდი ხარისხი - ბრენდირებული სადგურები არის მხოლოდ თბილისში,მომსახურება ძალიან ძვირია (ნამდვილად ასეა, რადგან ავტომობილის მომსახურება ავტოფარეხში ღირს იმდენივე, რამდენიც ტოიოტას ფირმაში კიევში, რა შეიძლება აქ ითქვას ტოიოტას ფირმაზე თბილისში, სადაც მომსახურების ფასი იქნება 3-ჯერ მაღალი ვიდრე სადგურში), სპეციალისტების დონე ძალიან დაბალია, თუნდაც ბრენდირებულ სადგურებში. თქვენ უბრალოდ შეიძლება გითხრან, კი ჩვენ ვხედავთ პრობლემას ელექტრონიკაში და მორჩა. ეს კარგია, მაგრამ რა შეიძლება გაკეთდეს????? ავტოსადგური გიპასუხებთ - არ ვიცით, რაღაცას ვიფიქრებთ - და ეს რაღაც წვრილმანზე.
4. ახალი ავტომობილი ცუდი ბრენდირებული სერვისის გამო, 15 000-30 000კმ შემდეგ, ხდება ისეთივე ძველი.
5. სათადარიგო ნაწილებს ავტომობილზე 2009 წლის და ზემოთ - უბრალოდ ვერ იპოვნით, ისინი უნდა შეუკვეთოთ 1 თვით ადრე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპაში.

როგორ და რანაირ ავტომობილებს იღებს საქართველო:

1. იაპონური - საუკეთესო ავტომობილებია, რადგან ავტომანქანას, რომელიც 10 წლისაა, გარბენი აქვს მხოლოდ 30 000კმ, და ეს არ არის ხუმრობა, იაპონია იძლევა ყველა სერთიფიკატს და ასევე გარანტიას ასეთ ავტომობილზე. რატომაა პატარა გარბენი? იაპონიას აქვს პატარა ტერიტორია და კარგად განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც აღემატება სიჩქარით. მაშინ მარჯვენა საჭე? აქ არის ორი ვარიანტი: იაროთ მარჯვენა საჭით, რაც დაშვებულია საქართველოში ან გადაიტანოთ საჭე - აქ არიან ამით დასაქმებული მთელი რიგი ტექ მომსახურების სადგურები.
2. ევროპული - ავტომობილები, რომლებიც ჩამოყავთ ევროპიდან ხარისხით უთმობენ იაპონურს, რადგან მათ აქვთ დიდი გარბენი.
3. აშშ - ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოდის მანქანები, რომლებიც ევროპულზე უარესია, რადგან აშშ-ს მანქანებს ყველაზე დიდი გარბენი აქვს.

მთლიანობაში, იმ ყველაფერი ნათქვამიდან გამონაკლისიც ხდება, ანუ მანქანებზე აშშ-დან შედარებით დაბალი გარბენით, ცუდი ავტომობილები იაპონიიდან.......

როგორ ავტომობილებს იძენენ და იყენებენ ავტოგაქირავებაში საქართველოში

1. რაც შეიძლება იაფად, ანუ ყველაზე იაფფასიანი ავტომობილები გაურკვეველი მდგომარეობით და ხარისხით.
2. კარგი მანქანები, რომლებიც შეირჩევა, მომსახურებას გაივლიან და მხოლოდ შემდეგ გამოიყენება.
3. ახალი ავტომობილები.

ჩვენ მივეკუთვნებით მეორე კატეგორიას, ჩვენ ვარჩევთ ავტომობილებს აშშ-ს და იაპონიის ბაზარზე და ჩამოგვყვავს ისინი საქართველოში გემების საშუალებით. ყველა ავტომობილი გადის სრულ ტექნიკურ გამოკვლევას 1 კვირაში - 2 კვირის განმავლობაში - ანუ იცვლება ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი, ტარდება სალონების ქიმწმენდა, სალონის სრული დემონტაჟი,უყენდება ახალი საბურავები სეზონის მიხედვით. ჩვენ არ ვყიდულობთ სულ ახალ ავტომობილებს სალონის გამო, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. 10 000 – 15 000 კმ შემდეგ, ოფიციალური სერვისი და მთიანი გზები ახალ მანქანას გახდიან ძველს.
2. ავტომობილებზე არ არის სათადარიგო ნაწილები, ამიტომ უმნიშვნელო პრობლემა უბრალოდ გახდება სერიოზული.
3. პირველ კლიენტამდე ავტომობილი რჩება ახლად.

ჩვენ ვიძლევით გარანტიას ჩვენი ავტომობილების ხარისხისა და მდგომარეობის, რადგანაც ჩვენ:

1. ვთავაზობთ მომსახურებას დღეში 24 საათი განმავლობაში
2. ჩავანაცვლებთ ავტომობილს რაიმე შემთხვევის ან დაზიანების შემთხვევაში.
3. დაყენებულია საბურავები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ავტომობილი საქართველოს გზებზე.

არის რიგი კომპანიების, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი იყენებ ახალ ავტომობილებს გაქირავებაში, სინამდვილეში ისინი არის, მაგრამ ეს არ არის ყველა, არამედ სულ რაგაც რამდენიმე ავტომობილი მათ ავტოპარკში. მაგალითდ, როგორ შეიძლება იყოს ახალი ჰიუნდაი გეცი, რომელიც ოფიციალურად იყო ამოღებული წარმოებიდან ჯერ კიდევ 2008 წელს? ასეთი კომპანიები არ აქვეყნებენ ფასებს ავტომობილებზე თავიანთ ვებგვერდებზე, რადგან ფასები თქვენ არასასიამოვნოდ გაგაოცებენ. მაგალითად, ავტომობილი კიაპიკანტო (ახალი ამა წლის) მიწოდება-დაბრუნებით ქ. ქუთაისში დაგიჯდებათ თქვენ 125 ლარი დღეში და ეს თუ დაიქირავებთ 10-12 დღით, უფრო ნაკლებ თანხაში მათ შორის მიწოდება ქუთაისში ღამის საათებში და კერძოდ 118 ლარი, თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ჩვენთან VolksWagen Jetta 2012-2013 წლის, ტყავის სალონით, ლუქით, 2,5 ლიტრიანი ძრავით და გარბენით 30 000 კმ-ით. ახლა თქვენ თვითონ შეადარეთ ავტომობილი პიკანტო, რომელსაც A კლასსაც ვერ დაუძახებ, ეს არის უბრალოდ მინი და სრულყოფილი C კლასი, რომელსაც აქვს შეკვეთა D კლასზეც იმის გამო, რომ არის დიდი ზომის. ვფიქრობ, უპირატესობა აშკარაა! ასე არაა??? თუ თქვენთვის მაინც მნიშვნელოვანია 2016 წელი - მაშინ პიკანტო და არანაირი ზედმეტი ლაპარაკი.

ჩვენს ვებგვერდზე ჩვენ ვიწყებთ დადებას ავტომობილების რეალურ სურათებს, იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ მათი ნახვა და დათვალიერება. ჩვენ არ შეგვიძლია დავდოთ ყველა ავტომობილის სურათი, რადგან ერთი კლასის ავტომობილები, მაგალითად, მიცუბიში პაჯერო იო ჩვენ გვყვავს დაახლოებით 15ც, ამიტომ ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს ერთ-ერთი ავტომობილის.

თუ აღნიშნულმა სტატიამ სარგებელი მოგიტანათ, ჩვენ მოხარულნი ვართ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია სასარგებლო ვიყოთ ავტომობილის გაქირავებაში. ჩვენი მიზანია არ მოგატყუოთ თქვენ ან არ გადმოგცეთ არარეალური რეალურის მაგივრად, ჩვენი მიზანია გითხრათ თქვენ სიმართლე. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ დარჩეთ კმაყოფილნი, რეკომენდაცია გაგვიწიოთ და იყოთ ჩვენი ერთგული მომხმარებელი.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.