ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

ქუთაისი, მცხეთა, უფლისციხე, გორი 2 დღიანი მოგზაურობა.

ტური განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს 2 დღის განმავლობაში, დაწყებული თბილისიდან , ქუთაისის ძირითადი ღირსშესანიშნაობების მონახულება, აგრეთვე უძველეს ქალაქ უფლისციხის მონახულება , ქუთაისთან ახლოს მღვიმეების მონახულება , კანიონში ჩასვლა, ტაძრების მონახულება და თბილისში დაბრუნება, საქართველოს ძირძველი დედაქალაქის - ქ. მცხეთის გავლით.


მოგზაურობის 1 დღე :

სასტუმროდან გასვლა 8-00-ზე.

  1. მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს, დავტკბებით ქ. მცხეთის ულამაზესი ხედით და გავდივართ უფლისციხეში - მოგზაურობის დრო 1 საათი თბილისიდან
  2. მივდივართ უფლისციხეში, ვათვალიერებთ ღირსშესანიშნაობებს - გზა 1 საათი , ქალაქის დათვალიერება და ექსკურსია 1,5-2 საათი
  3. ვჩერდებით ქ. გორში, სტალინის მუზეუმის დათვალიერება - 1 საათი, მუზეუმის მონახულებასთან ერთად .
  4. გავდივართ ქუთაისში გზაში საჭირო დრო 1,5-2 საათი, სადილისთვის შევჩერდებით გზაში ან ვისადილებთ ქ. ქუთაისში.
  5. მოვინახულებთ ბაგრატის ტაძარს , მოვინახულებთ ქალაქს, გელათის ტაძრის მონახულება + სასტუმროში დაბინავება/li>
  6. ვახშამი

მოგზაურობის 2 დღე :

სასტუმროდან გასვლა 9-00-ზე.

  1. ჩვენ დავათვალიერებთ პრომეთეს გამოქვაბულებს და მღვიმეებს, დრო გზაში - 40 წუთი , მღვიმეების დათვალიერება და ექსკურსია 3-4 საათი.
  2. გადავდივართ და ვათვალიერებთ მარტვილის კანიონს, 2 საათიანი გასეირნება ნავით.
  3. გადავდივართ და ვათვალიერებთ კაცხის სვეტს - 1 საათი
  4. ვბრუნდებით თბილისში - 3-4 საათი , შევჩერდებით გზაში ან ვისადილებთ ქ. მცხეთაში თბილისის შესასვლელთან, თუ არ დავიღლებით ან გვიან არ მოგვიწევს დაბრუნდა, შევდივართ ქ. მცხეთაში და ვნახავთ სვეტიცხოვლის თაძარს , ქალაქის კოშკებსა და ციხესიმაგრის კედლებს

ეს მარშრუტი შეიძლება შეიცვალოს, კერძოდ კი, თქვენ შეგიძლიათ ეგრევე გაემგზავროთ ქ. ქუთაისში, და მოინახულოთ მაქსიმალურად ბევრი ღირსშესანიშნაობა ერთ დღეში , და მეორე დღე დაუთმოთ ტაძრების მონახულებას, შემდეგ გაემგზავროთ უფლისციხეში, გორში, მცხეთაში და დაასრულოთ მოგზაურობა თბილისში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრომეთეს გამოქვაბულებს აქვთ დასვენების დღეები ორშაბათი-სამშაბათი. ანუ ერთი გამოქვაბული არ მუშაობს ორშაბათს, მეორე სამშაბათს, ამიტომ უმჯობესია არ შეარჩიოთ ეს დღეები თქვენი მოგზაურობისთვის.

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის შეცვლა, მოგვწერეთ: , საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა ან დარეკეთ ნომერზე + 995-514-951-951 ან 1+995-571-951-951

  1. მცხეთა და უფლისციხე 1 დღეში თბილისიდან
  2. ბორჯომი, ახალციხე და ვარძია 2 დღეში
  3. ერთი დღით
  4. ორი დღით
  5. რა შეიძლება ნახო თბილისში. ღირშესანიშნაობები საქართველოს დედაქალაქში.

დაგრჩა კითხვები. მოგვწერეთ:

Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz