საქართველო ერთ დღეში

Comments
17.05.2021
გრუზიyა ზა დაy

საქართველო - ეს უძველესი ტრადიციების ქვეყანაა, წარმოუდგენელი სილამაზის მთებით და ტბებით. თუ გაინტერესებთ მთები ღირს სვანეთის ნახვა. თუ გურმანი ბრძანდებით და გიყვართ ტრადიციები, აფასებთ დახვეწილ ქართულ ღვინოს - თქვენთვის კახეთი. თუ უფრო ზღვა, პალმები და ეგზოტიკა მოგწონთ - გაემგზავრეთ აჭარაში. საქართველოს ყველასთვის ყველაფერი აქვს.

ბათუმი

პირველ რიგში ვნახოთ ჩანჩქერი და თამარ მეფის დროის ხიდი.

ვათვალიერებთ ჩანჩქერს ბათუმიდან 30-40 კილომეტრში ქედის მიმართულებით. ჩანჩქერი სიმაღლეში 30 მეტრია. შემდეგ გადავდივართ ხიდისკენ, რომელიც თამარ მეფის დროს მდინარეზე გადაჭიმეს, რომელიც 14-15 საუკუნეებში აშენდა. ვბრუნდებით ბათუმში, მაგრამ უკანა გზაზე ვათვალიერებთ ღვინის სახლს, სადაც შეიძლება გაჩერება და ღვინის დეგუსტაცია.

შემდეგ მივემგზავრებით ბოტანიკურ ბაღში: ხეივანზე ასვლით, გავდივართ მოედანზე დიდი შადრევნით და ფერადი ყვავილებით.

შემდეგ, მივდივართ გონიოს ციხესიმაგრესთან: ის რომაელებმა პირველ საუკუნეში ააშენეს, შედეგად ერთ-ერთი საყრდენი ციტადელი იყო ბიზანტიის, შემდეგ კი ოსმალეთის იმპერიაში. მივდივართ თურქეთის საზღვრისკენ ქალაქ ტრუაბზონის მიმართულებით. საზღვარი პატარა ხმელეთის მონაკვეთია, რომელსაც თეთრი შენობა ყოფს. უკან დაბრუნებისას, ღირს გონიოს და სარფის პლაჟების ნახვა: ისინი აკვირვებენ წყლის და ქვიშის სისუფთავით.

თავად ბათუმის ქალაქში მივემართებით საბაგიროზე „არგო“: აქედან გასაოცარი ხედია ბათუმზე და მის შემოგარენზე, კავკასიონის მთებზე და შავ ზღვაზე. ამ საბაგიროთი შეგიძლიათ ბათუმის ცენტრიდან ანურის მთებზე მისვლა.

ბოლოს, ყურადღება თავად ქალაქს დავუთმოთ: დავათვალიეროთ ისეთი ღირსშესანიშნაობები როგორიცაა სიყვარულის ქანდაკება „ალი და ნინო“, ქართული ანბანის კოშკი, ასტრონომიული საათი, მოცეკვავე შადრევნები.

თბილისი

თბილისის დასათვალიერებლად ერთი დღე ცოტაა. თუმცა, მაინც შეიძლება რამოდენიმე ღირსშესანიშნაობას დავუთმოთ ყურადღება:

დავიწყოთ ნარიყალას ციხესიმაგრით - თბილისის ქალაქის ციხესიმაგრე, ციტადელის მაგვარი. ციხესიმაგრის დანიშნულება - მხოლოდ თავდაცვითი. ზუსტი აშენების დრო უცნობია. მეცნირები თვლიან, რომ ჯერ კიდევ 360-იან წლებში იყო აშენებული.

გადავდივართ ძეგლზე „ქართლის დედა“ - ქანდაკება ასახავს ქართულ ეროვნულ ხასიათს, მარცხენა ხელში ფიალა - მეგობრებისთვის, მარჯვენაში ხმალი - მტრებისთვის.

შემდეგ, მივემგზავრებით მეტეხის ტაძარში (მე-12 საუკუნეში აშენებული). ტაძრის სარდაფის ქვეშ დამარხულია პირველი ქართველი წამებული დედოფალი წმინდა შუშანიკი. ვათვალიერებთ ვახტანგ გორგასლის ძეგლს - იბერიის მეფე მე-5 საუკუნეში, რომელიც მტკვრის ნაპირზეა განთავსებული.

მივემართებით მშვიდობის ხიდისკენ და გავდივართ რიყის პარკით - მდებარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, პარკი 2010 წელს აშენდა და ყველაზე ახლად ითვლება.

რიყის პარკიდან შეგვიძლია დავინახოთ იუსტიციის სახლი - სახელმწიფო დაწესებულება, გახსნილი 2012 წელს. შენობა არქიტექტორ მასიმილიანო ფუკსას პროექტითაა აშენებული.

საღამოს შარდენის ქუჩაზე გაისეირნეთ, რომელიც ბევრი კაფის, ბარის, რესტორნის და კლუბის ქუჩაა, ყველაფერი რითიც ცხოვრობს ღამის თბილისი.

ბორჯომი

მოვინახულოთ მირზა-რიზა-ხანის სახლი - ქალაქ ბორჯომის ცენტრში, ეს გადასარევი სასახლეა, რომელიც თავისი დახვეწილობით და სიმსუბუქით ანცვიფრებს.

შემდეგი რიგში ლიკანის სასახლე. ის რუსმა არქიტექტორმა ლეონტი ბენუამ ააშენა, სასახლის ელქტროენერგიით მოსამარაგებლად, ახლოსვე აშენდა პირველი საქართველოში ჰიდროელექტრო სადგური.

შემდეგ მივყვებით მწვანე მონასტერს. შენობა წყნარის და ძველებურის შთაბეჭდილებას ტოვებს, შორს ზღვის აურზაურისგან, მთებს, უღრან ტყეს შორის, სწრაფი და ხმაურიანი მდინარის პირას.

შემდეგ მივყვებით ბორჯომის საბაგიროსკენ. ის ჯერ კიდევ 1960 წლებში იყო აშენებული, კაბინები, რომლებიც მარშუტზე დადიან თავისი ფორმით „ბორჯომის“ ბოთლის ეტიკეტებს წააგავს.

ბოლოს ვესტუმროთ აწყურის ციხესიმაგრეს, რომელიც ბორჯომის ხეობაში მდებარეობს. ციხესიმაგრის ნანგრევებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო აშენებული, მეცნიერები ზუსტ თარიღებს ვერ ასახელებენ. გამაგრება ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში გაჩნდა, დღევანდელი ციხესიმაგრის ნარჩენები კი მე-14 საუკუნისაა. ამის შემდეგ ციხესიმაგრე ახლდებოდა და სრულდებოდა.

თელავი

როგორც წესი, თელავზე ღირს ორი დღის დახარჯვა, რომ ბოლომდე დავტკვეთ მისი სილამაზით და ბუნებით, მაგრამ თუ დრო არ გაქვთ, შეიძლება მოკლე ექსკურსიის მოწყობა ერთ დღეში. ჩვენი მარშუტი გომბორის უღელტეხილზე გადის.

ჩვენი პირველი ღირსშესანიშნაობა უჯარმის ციხესიმაგრე იქნება - ეს ძლიერ განადგურებული ციხესიმაგრეა ქომბორის ქედის მთებში.

შემდეგ, მივდივართ სოფელ სასადილოში, რომელიც ციხესიმაგრიდან 20 კილომეტრშია. მიუხედავად სახელისა აქ რესტორნებს ვერ იპოვით. სოფლისკენ მოგზაურობისას ნახავთ ცივ მთას. ასეთი სახელი დაერქვა რადგან მთის ერთი მხარე მცენარეებითაა დაფარული, მეორე მხარეს კი არაფერი არ იზრდება.

გომბორის უღელტეხილის შემდეგ ნახავთ სუბალპურ მდელოებს, სადაც მხოლოდ ბალახი იზრდება, რაც ძალიან წააგავს ალპურ ფლორას. აქედან შეგიძლიათ კავკასიურ ქედს უყუროთ.

ვჩერდებით ორ მონასტერს შორის შუამთა.

როგორც იქნა მოვედით თელავამდე - აქ ვსეირნობთ, შემდეგ ვრჩებით ღამის სათევებლად.

სიღნაღი

სიღნაღში გამგზავრება და მისი შესწავლა როგორც წესი ორ დღეს იკავებს, მაგრამ შეგიძლიათ ერთ დღეშიც ჩაეტიოთ, თუ ჩქარობთ, მაგრამ გსურთ რაც შეიძლება მეტი ქალაქების დათვალიერება საქართველოში ყოფნისას.

პირველი ჩვენი გაჩერება სიღნაღის გზაზე სოფელი მანავი 65 კილომეტრში თბილისიდან. როგორც წესი აქ ყიდულობენ ჩურჩხელას, რადგან ყველა ეზოში იყიდება. სოფელი განთქმულია ყურძნის ჯიშით მანავის მწვანე, ასევე ამავე სახელწოდების ღვინით (მანავი - სუფრის, მშრალი, თეთრი, მოსავლიანი ღვინო).

შემდეგ მივდივართ სოფელ ბადიაურში, რომელიც საინტერესოა პურის ცხობით და გემრიელი ქართული ყველის დამზადებით.

ამის შემდეგ ვჩერდებით სოფელ კერგეთში. აქ ვსინჯავთ მწვადს, რადგან ითვლება რომ მწვადი ყველაზე გემრიელი ამ სოფელშია.

შემდეგი გაჩერება - ბოდბის ხეობა, სადაც ვჩერდებით წმინდა ნინოს მონასტრის დასათვალიერებლად.

ბოლოს და ბოლოს, ჩავდივართ ქალაქ სიღნაღში. აქ დროს ვუთმობთ ღვინის დეგუსტაციას, ვათვალირებთ ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას - ციხესიმაგრეს და უკან თბილისში ვბრუნდებით, გზა ორ საათს იკავებს.

მცხეთა და უფლისციხე

ვათვალიერებთ მცხეთის და უფლისციხის შემოგარენს ერთ დღეში.

თავდაპირველად შევდივართ ჯვარზე - მამათა მონასტერი და მე-7 საუკუნის ტაძარი არმაზის მთაზე, 13 კილომეტრში საქართველოს ძველ დედაქალაქიდან მცხეთიდან, არაგვის და მტკვრის მახლობლად. ამის მერე ვათვალიერებთ მცხეთას ჩიტის ფრენის სიმაღლიდან. ვათვალიერებთ ტაძარს და მივდივართ უფლისციხეში.

პირველად ვჩერდებით გორში - ძველ ქართულ ქალაქში და სტალინის სამშობლოში. ქალაქის სტატუსი 1801 წელს მიიღო. პირველად მწერლობაში მე-7 საუკუნეშია ნახსენები. დღეს დღეობით - პატარა დასახლებული წერტილი 50 000 მაცხოვრებლით.

გორის და მისი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ, მივდივართ მცხეთაში და ვათვალიერებთ ციხის გალავანს და სვეტიცხოვლის მონასტერს, რომელიც მე-11 საუკუნეში პირველი ქართული ქრისტიანული 12 მოციქულის ეკლესიის ადგილას აშენდა. ეს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარია. ტაძრის ფასადები მორთულია ქვის ჩუქურთმებით, რაც მე-10 მე-11 საუკუნის ქართული არქიტექტურის დამახასიათებელია.

პატარა ექსკურსიის შემდეგ ვბრუნდებით თბილისში. უკანა გზა დაახლოებით 20 წუთს იკავებს.

ყაზბეგი, სტეფანწმინდა და გუდაური

თუ იმყოფებით თბილისში და გსურთ მთის ნახვა და მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, მაშინ საუკეთესო არჩევანია ყაზბეგში გამგზავრება. ასევე, სულ რაღაც ერთ დღეში, შეგეძლებათ სამი ქალაქის მონახულება: ყაზბეგი, სტეფანწმინდა და გუდაური.

დასაწყისში ვჩერდებით ანანურში - ეს შუასაუკუნეების თავდაცვითი ციხესიმაგრეა ქართულ-სამხედრო გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის ნაპირზე, თბილისიდან 64 კილომეტრში. რთული სათქმელია როდის გაჩნდა. ერთ-ერთი კოშკი მე-13 საუკუნით თარიღდება.

შემდეგ გადავდივართ გუდაურში და ვტკბებით სათხილამურო კურორტით - ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე პერსპექტიული კურორტით კავკასიის რეგიონში. ამ კურორტის ათვისება 1982 წელს დაიწყო. აქ ცოტა ასასვლელია, მაგრამ ოთხი დაშვების ვარიანტი.

შემდეგ, მივდივართ ყაზბეგში - საკურორტო ადგილი 165 კილომეტრში თბილისიდან ჩრდილოეთით. ყაზბეგის კლიმატისთვის დამახასიათებელია რბილი ზამთარი. ვათვალიერებთ მხატვრულ ხეობას, რის შემდეგაც მივემართებით სტეფანწმინდაში - სადაც შეგვიძლია დავათვალიეროთ ღირსშესანიშნაობები როგორიცაა გერგეთის მონასტერი, ყაზბეგის მთა, გერგეთის მყინვარწვერი.

თბილისში დაბრუნებას ორი საათი ჭირდება.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.