ქართული სანომრე ნიშნები

Comments
16.04.2021
გრუზინსქიე ნომერნუე ზნაქი

ქართული რეგისტრაციის ნიშნები შედგება სამი ასოს,დეფისის და სამი ციფრისაგან (მაგალითად: ABC-123), ხოლო თეთრ ფონზე - ფერადი შავი შრიფტია. სანომრე ფირფიტები გამოიშვება ლათინური ანბანის მიხედვით. ქართული სანომრე ნიშნები იმავე ზომისაა, როგორც საშვალო ევროპული ნომრის ნიშანი და როგორც წესი, აქვთ საქართველოს გერბის ნახატი, რომელსაც მოსდევს საწყისი „GEO“ ფირფიტის მარცხენა მხარეს.

ქართული სანომრე ნიშნების ვარიაციები

სანომრე ნიშნების ვარირება დამოკიდებულია სატრანსპორტო საშვალების ასაკზე, სად არის დარეგისტრირებული, როგორ იკვებება, რისთვის გამოიყენება ( აქ შედიან ჩვეულებრივი დამრღვევები, საუნივერსიტეტო მომსახურება, საქველმოქმედო ორგანიზაციები, ავტო დილერები, ავტოგაქირავება )

ავტომობილის აღნიშვნები

თავდაპირველად სარეგისტრაციო ნომერზე პირველი ასო იყო იმ ტერიტორიის მიხედვით, სადაც სატრანსპორტო საშვალება იყო დარეგისტრირებული. მაგალითად:

მაგრამ ამჟამად ეს მეთოდი უგულებელყოფილია და ნიშნები ინიშნება ყოველგვარი სისტემის გარეშე. ნებისმიერს შეუძლია იყიდოს კომბინაცია, რომელიც მას მოსწონს. ზოგიერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ შეიძინა ყველა რიცხვითი მიმდევრობა ერთი სამ ასოიანი კომბინაციის ფარგლებში. ( მაგალითად:ყველა სანომრე ნიშანი TBC ეკუთვნის TBC Bank-ს, ხოლო ყველა სანომრე ნიშანი MZE ეკუთვნის Mze TV Company-ს). ყველა სასწრაფო დახმარების მანქანას აქვს სანომრე ნიშანი PSP ( იმ შემთხვევაში თუ ეს ფარმაცევტული კომპანია აფინანსებს სასწრაფო დახმარებას), ხოლო სახანძრო მანქანებს აქვთ სანომრე ნიშანი SOS.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები უშვებენ თავიანთ სანომრე ნიშნებს: რუსულის მსგავსს აფხაზეთში და საბჭოთა კავშირის მსგავსს სამხრეთ ოსეთში. 2004 წლიდან ამ ნომრების გამოყენება აკრძალულია საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუმცა ამავე დროს ქართული სანომრე ნიშნების გამოყენებაც შეუძლებელია სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.