ბათუმის ბულვარი

Comments
04.03.2022
ბულვარ ბათუმი

ბათუმის ბულვარი ან როგორც ასევე ეძახიან - ბათუმის ზღვისპირა პარკი - ეს ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ღირსშესანიშნაობაა.

ისტორია

ბულვარის მშენებლობა 1881 წელშია დაწყებული ადგილობრივი გუბერნატორის ინიციატივით. მან გაწმინდა ბულვარისთვის ადგილი, შემდეგ მებაღეებს რეისლერს და რეიერს დაავალა ადგილის აყვავება.

ახალი ბულვარი

ბულვარი არაოფიციალურად იყოფა ძველზე და ახალზე. ის 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ახალი ბულვარის პროექტი 21-ე საუკუნეში ესპანელმა არქიტეტქორმა წარადგინა, 2011 წელს შესრულდა.

ახალი ბულვარი პირობითად იწყება აკვაპარკთან წრიულიდან და მთელი სანაპირო გრძელდება.

ახალ ბულვარს აქტიურად აშენებენ ბოლო წლებში. აქ ბევრად ნაკლები კაფეები და რესტორნებია, მაგრამ მალე მათი რაოდენობა ძველ ბულვარს გაუტოლდება. მოვლილობით კი არც ძველი და არც ახალი ერთმანეთს არ ჩამორჩება.

სასწაულების პარკი

ბათუმის ბულვარის დასაწყისში, სასწაულების პარკში ქალაქის ისეთი ცნობილი ღირსშესანიშნაობებია როგორიცაა, ალი და ნინოს ქანდაკება, ანბანის კოშკი და ეშმაკის ბორბალი. პარკი დიდი მოედანი მხოლოდ იმისთვის არაა რომ ახალგაზრდებმა ველოსიპედებით და როლიკებით იკატაონ - ზაფხულში აქ ხშირად ტარდება კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები. განათება პარკში ერთ-ერთი საუკეთესოა, ღამე მთლიანად ანათებს.

მომღერალი შადრევნები

ბათუმის ბულვარის უნიკალური და განუმეორებელი ღირსშესანიშნაობა - მომღერალი შადრევნები. პირველი მუსიკალური შადრევნები 1977 წელს გაკეთდა. შუქხმოვან შოუს არდაგანის ტბაზე ფანტანები ქმნიან, რომლებიც 2009 წელს დაპროექტდა.

იმის მიხედვით როდის გირჩევნიათ პარკში სეირნობა - ეწვიეთ მზის ჩასვლისას, რომ ნახოთ როგორ იფლობა მზე წყალში. ულამაზესი და დაუვიწყარი სანახაობაა.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.