ავტომობილების გაქირავება საქართველოში დეპოზიტის გარეშე

Comments
15.05.2019
ართიcლე_23

დამატებითი დაზღვევა

თუ თქვენ გნებავთ ისარგებლოთ მანქანის დაქირავებით საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე, ამისათვის აუცილებელია შეუკვეთოთ დამატებითი დაზღვევა. დამატებითი დაზღვევა შეამცირებს ან გააუქმებს ფრანშიზას (ანაბარს), რაც საშუალებას გაძლევთ იქონიოთ პასუხისმგებლობა ნულის ტოლი ან უბრალოდ შემცირებული ფორმით.

როდესაც ჩვენ გთავაზობთ დამატებით დაზღვევას, მაშინვე ჩნდება კითხვა: მანქანას არა აქვს დაზღვევა? ავტომობილს აქვს დაზღვევა და ყველა მისი პირობა ჩამოთვლილია გაქირავების პირობების გვერძე ჩვენს ვებ-გვერძე, მაგრამ ეს დაზღვევა არის ფრანშიზით , რომელიც განისაზღვრება თქვენი ანაბრით. ანუ სადაზღვეო კომპანია არ იხდის თანხას,რომელიც უდრის თქვენს ანაბარს საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის დროს. სადაზღვევო პროდუქტი კომპანიისთვის, რომელიც აქირავებს ავტომობილებს ძალიან ძვირი ღირს, იქიდან გამომდინარე, რომ რისკი და ავარიების რაოდენობა ამ კომპანიისთვის ძალიან მაღალია. ამიტომ, იმისათვის, რომ გაქირავების თანხა თქვენთვის იყოს მისაღები, ყოველთვის უკვეთავენ დაზღვევას ფრანშიზით. გნებავთ ფრანშიზის გარეშე - შეუკვეთეთ დამატებითი დაზღვევა.

რისთვის უკვეთავენ დამატებით დაზღვევას:

  1. 1. არ არსებული ან შემცირებული ფრანშიზა ნებისმიერ ინციდენტზე.
  2. 2. არ ღირს ანაბრის დატოვება ან დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისთვის.

დამატებითი დაზღვევის პაკეტები, რომლებსაც გთავაზობთ ჩვენ:

  1. სუპერი - ავტომობილის გამოყენება ანაბრის გარეშე. პასუხისმგებლობა ყველა რისკზე 0, დეპოზიტის დატოვება არ არის საჭირო. უბრალოდ დაამატეთ დაზღვევა და გადაიხადეთ ავტომობილის გაქირავების თანხა საქართველოში , შემდგომ რაიმე ინციდენტის შემთხვევის დროს - უბრალოდ შეატყობინეთ პოლიციას და ჩვენ.
  2. 50/50 - ავტომობილის გამოყენება დეპოზიტის თანხიდან 50 %, პასუხისმგებლობა შემცირებული დეპოზიტის სახით ნებისმიერი შემთხვევის დროს. თუ ავტომობილზე დეპოზიტი შეადგენს 720 GEL, ამ შემთხვევაში თქვენ იძენთ დამატებით დაფარვას და ტოვებთ დეპოზიტს სულ რაგაც 360 ლარი. შესაბამისად პასუხისმგებლობაც ნებისმიერი ინციდენტის დროს უდრის 360 ლარი.
  3. 0 დეპოზიტით - ავტომობილის გამოყენება დეპოზიტით, პასუხისმგებლობა 0 ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა გატაცებისა და ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში დეპოზიტი რჩება 100%, მაგრამ თქვენ ამატებთ დამატებით დაზღვევას და რაიმე შემთხვევის დროს თქვენ არ რისკავთ არანაირი თანხით. რა მიზანი აქვს ბოლო დაზღვევას და რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა? საქმე იმაშია, რომ იგი ყველაზე იაფია, მაგრამ აქვს დაფარვა, როგორც იმას, რომელსაც ეწოდება „სუპერი“ , ეს დაზღვევა მუშაობს 99% შემთხვევაში, ანუ ავტომობილის სრული განადგურება - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ქურდობა საქართველოში - ზოგადად ამ სფეროში ფანტაზიაა.

დამატებითი დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული პაკეტიდან, დღეების რაოდებიდან და ავტომობილის კლასიდან გამომდინარე. ფასი იწყება დღეში 7.2 - 60 ლარი ფარგლებში.

ჩვენ გირჩევთ ისარგებლოთ დამატებითი დაზღვევის პაკეტებით, თუ თქვენ არ გსურთ ნერვიულობა არანაირ შემთხვევაზე და უბრალოდ გინდათ ისიამოვნოთ ავტომობილის დაქირავებით საქართველოში, ბუნებით და მოგზაურობით.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.