პარკირების თავისებურებები საქართველოში

Comments
24.01.2020
ართიcლე_33

საქართველოში თითქმის ყველგან უფასო პარკირებაა , გამონაკლისია 3 ქალაქი საქართველოში . უფასო იმას არ ნიშნავს , რომ ადგილობრივი მცხოვრებლები( პარკოვშიკები) არ მოითხოვენ რაღაც გასამრჯელოს თქვენი მანქანის პარკირებისათვის.

ფასიანი პარკირება

პარკირება ფასიანია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, აქ აუცილებლად დაგჭირდებათ აბონიმენტი . ყურადღება ! ‘პარკოვშიკები’ ვერ დაგეხმარებიან ამ შემთხვევაში აუცილებელია თქვენ თვითონ შეიძინოთ აბონიმენტი. ჩვენი თანამშრომელი გაგიწევთ შესაბამის სამსახურს , მთავარია აცნობოთ თუ როდის და სად გჭირდებათ პარკირება . პარკირება შეგიძლიათ გადაიხადოთ დღიურად , ერთი კვირით , ერთი თვით , ნახევარი წლით ან საერთოდ წლიურად . ყველა ქალაქში ცალკეულად იხდით პარკირების თანხებს მაგ ვერ შეძლებთ იმგზავროთ ბათუმში იმ პარკირებით რომელიც თბილისში ან ქუთაისში შეიძინეთ. ყოველ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს და ბათუმს თავისი მუნიციპალური პარკირების სერვისი აქვთ და გადახდაც ხდება ლოკალური რეკვიზიტებით საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.

პარკირების გადახდა

გადახდა შესაძლებელია საბანკო ტერმინალიდან , მთავარია შეიყვანოთ მანქანის მონაცემები და მიუთითოთ შესაბამისი ქალაქი

პარკირების ფასები

ფასი გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენი დღით გინდათ აბონიმენტი

ყურადღება ! ვალუტის კურსის ცვლილების გამო შესაძლებელია მცირე ცვლილება იყოს ფასებში

პარკირება შლაგბაუმების გავლით

მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა პარკირება , შესაძლოა მაინც მოგიწიოთ პარკირების გადახდა ცენტრალურ ქუჩებზე. 1 საათი 1 ლარი რომლებსაც აქვთ თავიანთი ნიშნები და კერძო შლაგბაუმიანი პარკირებები, მაგ : აეროპორტებში , ბაზარში და სხვადასხვა ადგილებში სადაც შლაგბაუმის გავლა მოგიხდებათ ფასი დაახლოებით 3 ლარი 1 საათი.

ჩემს სასტუმროში არის პარკირება

თუ თქვენს სასტუმროს აქვს პარკინგი, და თუ მდებარეობს ქუჩაზე სადაც არის ნიშანი P ეს ნიშნავს , რომ თქვენ მაინც მოგიწევთ პარკინგის გადახდა ვინაიდან ეს სახელმწიფო ტერიტორიაა. თუ სასტუმრო ქალაქ გარეთაა ან აქვს კერძო ეზო ამ შემთხვევაში შესაძლებელია თავისუფლად გააჩეროთ მანქანა ასევე ხშირია , როცა მიწისქვეშა პარკინგები აქვთ სასტუმროებს.

პარკოვშიკები

ხშირად შეხვდებით ადამიანებს ფერად ჟილეტებში ეს ადამიანები არიან თვით დასაქმებულები, მათ აქვთ დანაწილებული ტერიტორია 5-10 მანქანა კაცზე და ცდილობენ დახმარება გაგიწიონ პარკირებაში , თქვენ არ ხართ ვალდებულები გადაუხადოთ მათ , თუმცა ქართველები მათ ყოველთვის უხდიან 1-2 ლარს . ხშირია კონფლიქტები თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ჯობია გადაუხადოთ რამდენიმე თეთრი.

მუნიციპალური პარკინგის თანამშრომლები

საეჭვოა, რომ შეამჩნევთ მათ, ისინი მუქ ლურჯ ფორმებს ატარებენ და პლანშეტები უჭირავთ ხელში, რომ გადაუღონ მანქანას ფოტოები და ამოიღონ საჭირო ინფორმაცია. თუ არ გაქვთ პარკინგი ჯარიმა წინა საქარე მინაზე დაგხვდებათ, თუ არასწორად დგას მანქანა ევაკუატორი წაიყვანს თქვენს ავტომობილს.

პარკირება არასწორ ადგილას

თუ მანქანას არასწორად გააჩერებთ ან არ გადაიყვანთ დაჯარიმების შემდეგ, თქვენს ავტომობილს ემუქრება ევაკუაცია, რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული ევაკუაცია, ჯარიმა პლუს პარკირება 150 ლარი.

ჯარიმები პარკირებაზე

თუ პარკირება არ გაქვთ, თქვენ დაჯარიმდებით - 50 ლარით ევაკუაციის შემთხვევაში ჯარიმა - 150 ლარი

როგორ გადაიხადოთ პარკირება

ნებისმიერ საბანკო აპარატთან, შეიყვანეთ ავტომობილის მონაცემები და რეგისტრაციის მონაცემები. შეგიძლიათ ნებისმიერ ბანკში შესვლა, მანქანის პასპორტის ჩვენება და თქვათ რომელ ქალაქში გსურთ პარკირების ყიდვა, თანამშრომელი დაგეხმარებათ.

ჩვენ გადავიხდით პარკირებას

თქვენთვის რთულია პარკირების გადახდა? თხოვეთ ჩვენს თანამშრომლებს ისინი დაგეხმარებიან.

რა უნდა გააკეთოთ თუ მანქანა არ დაგხვდათ

თუ მანქანა არ დაგხვდებათ , არ მოუპარავთ უბრალოდ ევაკუაციამ წაიყვანა , ასეთ შემთხვევაში ან ჩვენ დაგვიკავშირდით ან პარკირების ცენტრს გადაიხადეთ ჯარიმა და წამოიყვანეთ ავტო მობილი.

ავტომობილი უცხოურ ნომრებზე

თუ საკუთარი ავტომობილით ჩამოხვალთ, 2015 წილიდან მიღებულია სპეციალური პარკინგი. იგივე მომსახურებას მიიღებთ ბანკში.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.