რა ღირს საქართველოში რესტორანში კვება

Comments
31.07.2019
ართიcლე_26

სად მივირთვათ, რა ჯდება საქართველოში რესტორანში კვება

სად მივირთვათ, რა ჯდება საქართველოში რესტორანში კვება საიტის ძვირფასო მომხმარებელო, გაითვალისწინეთ სტატიის დაწერის დრო და წერის დროს აკტუალური კურსი. ფასები მოყვანილია თბილისის და ბათუმის რესტორნების ანალიზით 2023 წლის აგვისტოში, ვალუტის კურსი: 1$ = 2,6 ლარი, 1 ევრო = 2,8 ლარი.

როგორც უკვე არაერთხელ ავღნიშნეთ, ფასტ-ფუდ კვებას საქართველოშ პრაკტიკულად არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ფასტ-ფუდ და ჩვეულებრივ რესტორნებში ფასები თითქმის ერთნაირია.

დაწესებულების სახეობები

სად და რა სახეობის რესტორნებში შეიძლება საქართველოში კვება:

  1. რესტორნები - სხვადასხვანაირი, ძირითადად ტრადიციული სამზარეულო
  2. კაფე მზა საჭმელებით, თანამედროვე ტიპის სასადილოები
  3. გზაზე მდებარე კაფეები
  4. საშაურმე, სახაჭაპურე და მსგავსი

რესტორნები – ყველაზე ხშირი დაწესებულება, დიდი რაოდენობითაა ქალაქებში, ტურისტულ ზონებში.

კაფე მზა საჭმელებით, ანუ შეხვედით, აირჩიეთ რაც არის, ხშირად გვხვდება თურქულ უბნებში ან ძალიან იშვიათად თბილისში. კაფეების და რესტორნების ეს სახეობა პრაკტიკულად არ არის განვითარებული, თუ არ ჩავთვლით სახაჭაპურეებს.

საგზაო კაფე – ძალიან დაბალი დონის, აქ არ არის კარგი კაფე ბენზინგასამართ სადგურთან. მხოლოდ რამოდენიმე ადგილია, რომელიც შეიძლება სამი ქულით შევაფასოთ 5 ქულიანი სისტემიდან ღარიბი მენიუთი.

საშაურმე, სახაჭაპურე – ძალიან ბევრია, განსაკუთრებით სახაჭაპურე, როგორც ტრასებზე ასევე ქალაქებში. მიირთვი პური და პური დააყოლე.

საერთოდ ქართული სამზარეულო საკმაოდ პურიანია, ანუ სუფრა გაშლილია დიდი რაოდენობით ხაჭაპურით, ლობიანით და მსგავსით.

ფასები საჭმელზე

საჭმლის ფასები რესტორნებში:

  1. აჭარული ხაჭაპური, პატარა (2 კაცისთვის საკმარისია, თუ შევხედავთ არა როგორც ძირითად კერძს, არამედ პურის ნაცვლად მაშინ 3-4-საც ეყოფა) - ფასო 15-20 ლარი
  2. ქაბაბი - კატლეტი ლავაშში, შამფურზე, დაბასტურმებული - 10-15 ლარი
  3. Сსალათი „ცეზარი“ - ისეთი ზომისსა, რომ შეიძლება მხოლოდ მისით სადილობა - 9-10 ლარი
  4. კარტოფილი ფრი - 5 ლარი
  5. ხინკალი: 1-2 ლარი თითო, როგორც წესი მინიმუმ 5 ცალია შესაკვეთი, ანუ პორცია გამოდის 5-10 ლარი

მიაქციეთ ყურადღება, რომ რესტორანში 80% შემთხვევაში გამოგართმევენ მომსახურეობის საკომისიოს, ანგარიშის 10-15%.

კაფე მზა საჭმელებით, როგორც უკვე აღვწერე თურქულ უბნებში, ბათუმში - ძველ ქალაქში, ზღვის პორტთან ახლოს ან გზაზე სარფის მიმართულებით, თბილისში - დავით აღმაშენებელის ქუჩაზე, სხვათა შორის საკმაოდ კარგად რესტავრირებული და ტურისტები იშვიათად დადიან, სულ ტყუილად.

თურქულ სასადილოებში კარგად შეიძლება მიირთვათ 15-20 ლარად კაცზე, ამასთან ჩაის უფასოდ და ნებისმიერ რაოდენობას მოგართმევენ. ადგილობრივებიდან თბილისში მხოლოდ რამოდენიმე კაფეს დავასახელებთ მზა საჭმელებით, კერძოთ თავისუფლების მოედნიდან მარჯვნივ ზემოთ ამავალ ქუჩაზე, 150 მეტრში სახის გზაჯვარედინზე მარცხნივ. სადილის ფასი აქაც 15-20 ლარი კაცზე.

საგზაო კაფე - ძირითადად გზაში, გადაკეთებული სასადილოდ სოფლის სახლები. რამოდენიმე მეტ-ნაკლებად ნორმალური ადგილები ხაშურში, რომელიც თბილისი-ბათუმის გზაზეა. აქ შესაძლებელია კარგი ყავის დალევა და მიირთვათ ნამცხვრები ყველით და ლორით. ლატეს ფასი + ასეთი ფუნთუშის (ის ორსაც ეყოფა) სადღაც 20 ლარია.

საშაურმე, სახაჭაპურე - ყველა ქალაქში დიდი რაოდენობითაა. შაურმის ფასი რა თქმა უნდა დამოკიდებულია უბანზე (ტურისტული თუ ადგილობრივი) და ზომაზე. არის პატარა, დიდი და საშუალო შაურმა. პატარა 8-10 ლარი, საშუალო 10-12 ლარი, დიდი 15-20 ლარი. ხაჭაპური 5 ლარიდან.

საჭმლის ყიდვისას ყურადღებით იყავით, გაუფრთხილდით კუჭს და სასურველია იქონიოთ აკტიური ნახშირი, დიარეის და მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალებები, გამოგადგებათ თუნდაც მხოლოდ ძვირადღირებულ რესტორნებში თუ იკვებებით.

იმედი გვაქვს, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ, თუ შეამჩნიეთ უზუსტობა და გსურთ რამის შესწორება - მოგვწერეთ. ჩვენი მხრიდან, გაგვიხარდება უზრუნველყოთ ავტოგაქირავებით საქართველოში: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. მოგვმართეთ, ყოველთვის თქვენს გვერდში ვართ, ნებისმიერ საკითხში.

როგორ მივიდეთ?

სასარგებლო კოორდინატები:

  1. თურქული უბანი ბათუმში სწრაფი კვების რესტორნებით - 41.646596, 41.644846
  2. თურქული რესტორნები თბილისში - 41.711117, 44.796084
  3. ფასტ-ფუდ სხვადასხვა საჭმლით თბილისში - 41.692985, 44.800706, 41.692136, 44.797603
  4. სახაჭაპურე ზესტაფონში 42.112554, 43.038306
  5. ქართული სამზარეულოს რესტორანი თბილისში - 41.692136, 44.797603
  6. კარგი გზაზე მდებარე კაფე თბილისთან ახლოს ბენზინგასამართ სადგურებზე, კერძების დიდი არჩევანით და მაღაზიით 42.016523, 44.065444 და 42.016935, 44.025763

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.