ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

მართვის წესები საქართველოში

ჩამოსული ტურისტების დიდი ნაწილი ქირაობს მანქანას , ვინაიდან საქართველოში ბევრი საინტერესო ადგილია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ მიაღწევთ . ყველაზე სწრაფი და მარტივი გზა მანქანით მოგზაურობაა.

რა თქმა უნდა , პირველ რიგში ტურისტი ათვალიერებს მანქანის გამქირავებელ კომპანიებს მათ ფასებს ასევე სხვადასხვა ფორუმებზე ცდილობენ რომ გაარკვიონ მოძრაობის წესები საქართველოში. ხშირად წერენ , რომ საქართველოში მოძრაობა შეუძლებელია და საშიში სწორედ ამასთან დაკავშირებით ვისაუბრებთ მიმდინარე სტატიაში .

მაქსიმალური და მინიმალური სიჩქარე საქართველოში

თითქმის ყველგან შეხვდებით ნიშნებს სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით არა აქვს მნიშვნელობა ქალაქში იმყოფებით თუ მაგისტრალზე , მაგ ქალაქში შეხვდებით ადგილებს სადაც შესაძლებელია 60 კმ საათში მოძრაობა და ნაკლები , რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ნიშნებით დარეგულირებულია .

სტანდარტული სიჩქარე

  1. Нდასახლებული პუნქტი - 60 კმ/საათში
  2. დაუსახლებელი პუნქტი- 90 კმ/საათში
  3. ავტომაგისტრალი - 110 კმ/საათში

სიჩქარის გადაჭარბება!

კანონით სიჩქარის გადაჭარბება 14 კმ/საათში არ ისჯება. ყურადღებით იყავით მიაქციეთ ყურადღება ნიშნებს და არ გადააჭარბოთ სიჩქარე 10კმ/საათზე მეტჯერ.

პოლიცია იმალება მიფარებულ ადგილებში !

ვერ შეხვდებით პოლიციის შენობებს ან უშუალოდ პოლიციელებს ისინი აკონტროლებენ ყველა სხვა მოძრაობას გზაზე ხოლო სიჩქარეს რადარები აკონტროლებენ რომლებიც მიმაგრებულია ბოძებზე

ჯარიმები თუ პოლიცია გაგაჩერებთ !

  1. უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა
  2. ტელეფონზე საუბარი ავტომობილის მართვის დროს
  3. გადაკვეთეთ სწორი ხაზი
  4. შუქნიშანზე არ გაჩერდით
  5. არა ფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვა

გაიკეთეთ ღვედი !

აუცილებელია ღვედის გამოყენება მძღოლისთვის და გვერდით მჯდომი მგზავრისათვის , უკანა სავარძლებზე მჯდომი მგზავრებისთვის ღვედი არ არის აუცილებელი . ასევე საბავშვო საჯდომებიც არ არის აუცილებელი . ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში ჯარიმა 40 ლარი. ტელეფონზე საუბარი 10 ლარი.

ტელეფონზე საუბარი !

თუ მანქანით მოძრაობის დროს ისაუბრებთ ტელეფონზე , თქვენ დაჯარიმდებით 10 ლარით.

ნაგვის გადაყრა !

ნუ გადაყრით ნაგავს მანქანიდან ან ზოგადად ქალაქის ტერიტორიაზე , თუ პოლიცია შეგამჩნევთ , რომ სიგარეტის ნამწვავი გადააგდეთ ან სხვა რამ , თქვენ დაჯარიმდებით 120 ლარით

არ გადმოხვიდეთ ავტომობილიდან !თუ პოლიცია გაგაჩერებთ - ნუ გადმოხვალთ ავტომობილიდან , ყველა ნორმა მიახლოებულია ამერიკულთან , უნდა დარჩეთ მანქანაში და ხელები საჭესთან. თუ გადმოხვალთ პოლიციაზე თავდასხმად მიიჩნევა.

თუ პოლიცია გაგაჩერებთ - ნუ გადმოხვალთ ავტომობილიდან , ყველა ნორმა მიახლოებულია ამერიკულთან , უნდა დარჩეთ მანქანაში და ხელები საჭესთან. თუ გადმოხვალთ პოლიციაზე თავდასხმად მიიჩნევა.

ამ დარღვევებზე პოლიცია თვალს ხუჭავს !

არსებობს დარღვევები რომლებზეც პოლიცია ყურადღებას არ ამახვილებს .

  1. თუ არ გაჩერდით სტოპ ნიშნის წინ
  2. არ გაატარეთ ქვეითი , ქვეითთა გადასასვლელზე

თუმცა მაინც ნუ სცდით ბედს და ეცადეთ , რომ ყველა წესი დაიცვათ

საბუთები რომლებსაც პოლიცია მოგთხოვთ გაჩერების შემთხვევაში !

თუ ხართ ტურისტი გაჩერების შემთხვევაში პოლიცია შემდეგ საბუთებს მოგთხოვთ

  1. მართის მოწმობა
  2. პასპორტი
  3. მანქანის მოწმობა

აუცილებელია პასპორტის თან ქონა , ვინაიდან პასპორტით შეძლებს პოლიცია ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას

ფოტო და ვიდეო ჯარიმები !

გზაზე მოძრაობის დროს აუცილებლად შეგხვდებათ ნიშნები , რომლებიც გაფრთხილებთ , რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია კამერები , რომლებიც აკონტროლებენ თქვენს სიჩქარეს , თუ გადააჭარბებთ სიჩქარეს კამერა დაგაფიქსირებთ და თქვენი მონაცემები გადავა პოლიციის ბაზაში კამერები აფიქსირებენ შემდეგ დარღვევებს.

  1. სიჩქარის გადაჭარბება
  2. შუქნიშანზე წესების დარღვევა

მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობა !

თუ გადაწყვიტეთ მანქანით გასეირნება აუცილებელია აუცილებლად უნდა იქონიოთ თან მართვის მოწმობა , წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებით 750 ლარით.

ჯარიმის გადახდა !

თუ პოლიცია გამოგიწერთ ჯარიმას აუცილებელია გადაიხადოთ 14 დღის განმავლობაში , წინააღდეგ შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება გასამმაგდება და ასე შემდეგ . გადახდა შესაძლებელია ბანკში.

ჯარიმის გადაუხდელობა !

ხშირად სტუმრები ფიქრობენ თუ რატომ უნდა გადაიხადონ ჯარიმა , როცა მალე უკან უწევთ გაბრუნება . ეს არასწორი ლოგიკაა ვინაიდან უკან დაბრუნების შემთხვევაში თქვენ სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ პოლიციასთან . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ადამიანი რომელიც არ გადაიხდის ჯარიმას 6 თვის განმავლობაში ჩამოერთმევა მართვის მოწმობა და პლიუს ჯარიმა რომლის ოდენობა გაექვსმაგდება. ყოველთვის ეცადეთ გადაიხადოთ ჯარიმა თუ რაიმე ხარვეზი იქნება ჩვენი თანამშრომელი ყოველთვის სიამოვნებით გაგიწევეთ კონსულტაციას . მაგალითისთვის გვქონდა ასეთი შემთხვევა ჩვენ ერთ-ერთ კლიენტმა არ გადაიხადა ჯარიმა , ის ჩვეულებრივად გაატარეს საზღვარზე და გარკვეული დროის შემდეგ როცა დაბრუნდა მანქანა იქირავა , თუმცა უკვე ჩვენი კოლეგებისგან , 2 დღის შემდეგ ეს ადამიანი გააჩერა პოლიციამ რაღაც დარღვევის გამო , ჩვენ რა თქმა უნდა გადაცემული გვქონდა კლიენტის გადაუხდელობის შესახებ ინფორმაცია , პოლიციამ გადმოიყვანა პირი ავტომობილიდან, მანქანა საჯარიმოზე წავიდა აღნიშნულ პიროვნებამ კი გადაიხადა 600 დოლარის ოდენობით ჯარიმა და კიდევ სხვა გადასახადები .

ლიხაჩები გზაზე !

ნუ შეგეშინდებათ საქართველოში მანქანის ტარების , მიუხედავად იმისა , რომ ადგილობრივი მძღოლები ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს , როგორიცაა ორმაგი ხაზის გადაკვეთა და ა.შ . დაიცავით მოძრაობის წესები და ყველაფერი კარგად იქნება.

დაგრჩათ კითხვები ? მოგვწერეთ სიამოვნებით გაგცემთ პასუხებს.

შესაძლოა დაინტერესდეთ ჩვენი სტატიებით:

  1. როგორ მოვიქცეთ ქართველ პოლიციელთან
  2. რა უნდა გავაკეთოთ ავტო ავარიის დროს
  3. სად ვკრძალავთ ავტომობილით მოძრაობას
  4. როგორ ატარებენ ადგილობრივები
ყველა სტატიაპირობებიავტოპარკი
Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz