ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

საქართველოს საიდუმლო ან რატომ არის ეს ქვეყანა ევროპის მარგალიტი

დაივიწყეთ მილანი, ბერლინი და სხვა დანარჩენი! ამის მაგივრად გაემგზავრეთ საქართველოში. (ამაში Hire რედაქცია არ გულისხმობს ატლანტაში გადაფრენას, რათა დატკბეთ სტუდენტური ფეხბურთის თამაშით) საქართველო ასევე წარმოადგენს პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, სასომხეთს და აზერბაიჯანს - ეს არის ფარული საგანძური აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის.ჩვენ შემთხვევით არ გირჩიეთ ამ ქვეყნის მონახულება. აი ხუთი მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა დაჯავშნოთ ბილეთი და შეისწავლოთ თბილისი, საქართველო - დღეს.

კალორიული სამზარეულო

ბოლო რამდენიმე წელია ქართული რესტორნების ტალღა ევროპის ხიტი გახდა. და არანაირი ეჭვი არ არსებობს იმაში, თუ რატომ გახდა ეს აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულო განთქმული მთელს ევროპაში. ბულიონების მიღმა, ხორცის პელმენების, რომელსაც ხინკალი ქვია ან ბადრიჯანი ნიგვზით - ბადრიჯნის რულეტები ნიგვზით და ნივრით. შესანიშნავი ნაციონალური კერძი,მდიდარი კალორიებით არის აჭარული ხაჭაპური.ამ კერძში ცომს აქვს ნავის ფორმა ფარშირებული ქართული ყველით, რომელსაც სულუგუნი ქვია,რასაც შემდეგ ზევიდან ახლიან უმ კვერცხს და კარაქს. თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ უბრალო ხაჭაპური,ეს კერძი გარანტირებულად დაგანაყრებთ და მშიერს არ დაგტოვებთ. საუკეთესო ვარიანტი სადილის ან ვახშმის ბოლოს? ცოტაოდენი ქართული ღვინო - ეს ტრადიციაა ღვინის დალევა თიხის ჭურჭლით.

გაემგზავრეთ ძველ ქალაქში

ძველი თბილისი ხელუხლებლად გამოიყურება თავის ბიზანტიური წარმოშობის დროიდან. მე-12 საუკუნის ტაძარი მეტეხი, რომელიცმდებარეობს კლდის თავზე, სადაც წინა ფლანგზე განლაგებულია სახლები,რომლებიც შეღებილია ერთ ფერში და ამის გამო შენობა გამოიყურება ისე თითქოს მდინარე მტკვარს ერწყმიან. უკან დაბრუნებისას აუცილებლად მოინახულეთ რეზო გაბრიაძის განთქმული მარიონეტების შოუ ქალაქი. ამის გარდა არ დაგავიწყდეთ ზეცაში ყურება როცა დადიხართ: ტრადიციული ქართული სახლები განთქმული თავისი არქიტექტურით, როდესაც საქმე მიდის აივნებამდე.

საქართველოს გულის ამაღელვებელი ბალეტი

მზად ხართ ბალეტისთვის? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოს ნაციონალურ - სუხიშვილების სახელობის ბალეტზე. თქვენ ვერ ნახავთ დახვეწილ პერუეტებს, როგორიც არის გედების ტბა ან ჰაეროვან ბალერინებს. ქართულ ნაციონალურ ბალეტში იგულისხმება ხმლები და ფარები! დაარსებული ბალეტის მოცეკვავეების - ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ 1945 წელს. ( ადრე მას ეწოდებოდა „ ქართული ნაციონალური ბალეტი“) , ქართული ცეკვის სტილი არის ინტენსიური და ოდნავ უხეშიც კი, სავსე ტესტოსტერონით - ქართული ტრადიციული ტანისამოსით და იარაღის ქნევით. პრაქტიკულად ეს ვარჯიშიცაა გულისათვის.

გოგირდის აბანოების მიწისქვეშა სპა-ცენტრი

გჭირდებათ ადაპტაცია ახალი დროის სარტყელზე? ყველაზე სწრაფი წამალი არის - ჩაეშვა თურქული ჰამამის ან რუსული აბანოს ქართულ ვერსიაში: გოგირდის აბანოში. ცხელ გოგირდის წყაროებზე აშენებული აბანოები სტუმრებს სთავაზობენ კვერცხის არომატიან, თბილ ბასეინებს გაახალგაზრდავებისთვის. ამბობენ, რომ ამ ძველ ტრადიციას აქვს მაგიური სამკურნალო თვისებები,მკურნალობს კუნთების ტკივილს, წმენდს კანს და ა.შ. თქვენ არ გჭირდებათ დიდი თანხა, იმისათვის რომ ისიამოვნოთ ამ პროცედურით: საშვალო ფასი მერყეობს 20 დან 70 დოლარამდე. თუ თქვენ გინდათ მიიღოთ ძვირად ფასებული მკურნალობა, თქვენ შეგიძლიათ დაიქირავოთ კერძო აბანო , პირადი მასაჟის ოთახით და საუნით, სადაც თქვენ შეძლებთ როგორც საჭიროა ისე გაიოფლოთ.

სად გავჩერდეთ: ნომრები სასტუმროებში

ადგილი, სადაც შეიძლება გაჩერება - ეს არის Rooms Hotel, ან როგორც ადგილობრივები ეძახიან Rooms. Rooms წარმოადგენს Design Hotels-ის ფრანშიზის ნაწილს, რომელშიც შედიან Ludlow Hotel და Crosby Street Hotel. ინტერიერში მეფობს ამაღლებული ატმოსფერო. ძველებური ხალიჩები, ფუმფულა დივნები დასასვენებლად და ძალიან კარგად დაკომპლექტებული ბიბლიოთეკა. მოგშივდათ ან დალევა მოგინდათ? ზომიერ ფასად სასტუმრო შემოგთავაზებთ ყველაფერს თქვენი გემოვნებით.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს. , საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა ან დარეკეთ ნომერზე + 995-514-951-951 ან 1 +995-571-951-951

  1. როგორ შევა მანქანა საქართველოში
  2. გაქირავების პირობები
  3. მობილური კავშირგაბმულობა საქართველოში
  4. ყველაფერი საქართველოში მართავდა
  5. აჭარის სამზარეულოს
Page Rank Icon
Copyrignt © 2019 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz