ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 514-951-951
Viber
WhatsApp
(+995) 571-951-951
სახელმძღვანელო გამოხმაურება

ავტოგაქირავება ქუთაისში

ავტოგაქირავება ქუთაისში დააინტერესებს ტურისტებს, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.

ბოლო დროს ამ პატარა ქალაქის აეროპორტი აწარმოებს საერთაშორისო ავიარეისებს საბიუჯეტო კომპანია Wizz Air -ის მეშვეობით, რის შედეგადაც საქართველოში ჩამოდის ტურისტების დიდი რაოდენობა უკრაინიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.

ქუთაისის აეროპორტიდან დანიშნულების ადგილამდე ტურისტები გადაადგილდებიან ტაქსების ან სამარშრუტო ავტობუსები მეშვეობით. მანძილი თბილისამდე 250-270 კილომეტრია და სჭირდება 5 საათი, ხოლო ბათუმამდე 2-3 საათი და არის 170 კმ.

ბილეთების რაოდენობა ავტობუსებზე არის შეზღუდული და თუ შეგაგვიანდებათ ავტობუსი გავა უთქვენოდ. ავტობუსები აეროპორტიდან არ დადიან განსაზღვრული გრაფიკით ამიტომ თქვენ მოგიწევთ ქუთაისში ჩასვლა ტაქსით და იქ მოძებნოთ ავტობუსი ან კერძო ტაქსი თბილისამდე ან ბათუმამდე, რაც საკმაოდ ძვირია 60-70 დოლარის ოდენობით და თანაც მოგიწევთ ვაჭრობა მძღოლთან არაბული ბაზრის სტილში.

ყოველივე ამის საუკეთესო ალტერნატივა არის შეუკვეთოთ ავტომობილი ქუთაისის აეროპორტში და გადაადგილდეთ ნებისმიერი მიმართულებით და არ იყოთ დამოკიდებული ავტობუსის განრიგზე.

ავტოგაქირავების პრობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს საიტზე, ასევე ჩვენი ავტოპარკი გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანს, როგორც ეკონომ კლასის ავტომობილებს, ასევე ყველგანმავალ და კაბრიოლეტის ტიპის ავტომობილებს.