ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

ვმოგზაურობთ ყაზბეგში და ქუთაისში, მგზავრობა 2 დღეზე

მოგზაურობის პირველი დღე

ვიწყებთ ჩვენს მოგზაურობას სასტუმროდან დილის 09:00 საათზე

  1. ნანურში წასვლა - საჭიროებს 1-1,5 საათს,ღირსშესანიშნაობების დათვალიერება
  2. გადავდივართ გუდაურში - გზას სჭირდება 1 საათი, სამთო-სათხილამურო კურორტზე გასეირნება 30-60 წუთი.
  3. გადასვლა ყაზბეგში - 1 საათი- 1საათი 30 წუთი, ავდივართ ფეხით ტაძრისკენ 2 საათი ან ადგილობრივი ტრანსპორტით 20 წუთი, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.
  4. გამგზავრება სტეფანწმინდაში
  5. სადილი
  6. ვბრუნდებით თბილისში 2-2.5 საათში.
  7. ვახშამი და თბილისში ღამისთევა.

მოგზაურობის მეორე დღე

გავდივართ სასტუმროდან დილით 09:00 საათზე, ქუთაისამდე მივდივართ ლამაზ, მაგრამ გაჭიანურებული უღელტეხილის გავლით, დაახლოებით 3-3.5 საათი.

ქუთაისში არსებობს დათვალიერების ორი ვარიანტი:

  1. ვაკეთებთ აქცენტს ისტორიულ ღირსშესანიშნაობებზე
  2. ვაკეთებთ აქცენტს ბუნებრივ გარემოზე, გამოქვაბულებზე და....

ისტორიული ღირსშესანიშნაობების პრიორიტეტში:

  1. ბაგრატის ტაძარი - ჩვენს წელთაღრიცხვამდე X-XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, რომელსაც აქვს გამორჩეული ქართული არქიტექტურული განლაგება - დათვალიერებას დაახლოებით 30-40 წუთი ჭირდება და 20 წუთი აქამდე მოსვლას
  2. სადილი - რესტორანის ასარჩევად 1 საათი
  3. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი - თუ გექნებათ სურვილი- დასათვალიერებლად დაგჭირდებათ დაახლოებით 2 საათი.
  4. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი - გამოფენა, რომელშიც წარმოდგენილია ვანის ისტორიული განვითარება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნიდან I საუკუნამდე, დასათვალიერებლად დაგჭირდებათ 1-1.5 საათი.
  5. ქუთაისის ისტორიული უბანში გასეირნება , კერძოდ - წერეთლის, პუშკინის, წმინდა ნინოს, თეთრი ხიდის ქუჩები - სურვილისამებრ ამავე რეგიონის კულტურის გაცნობა - 1-2 საათი
  6. გელათის ტაძარი - ეკლესია, რომელიც შუა საუკუნეებში იყო განათლების ცენტრი, რომელიც წარმოადგენს საქართელოს და იუნესკოს კულტურულ ქანდაკებას, ამ ტაძრის ეზოში არის დავით აღმაშენებელის საფლავი - დასათვალიერებლად 40 წუთი
  7. სამონასტრო კომპლექსი მოწამეთა - რომელიც მდებარეობს ქუთაისიდან სულ რაღაც 6კმ-ში - მგზავრობისთვის და დასათვალიერებლად 1 საათია საჭირო.
  8. კაცხის სვეტი - 40 მეტრიანი კირქვის მონოლითი , რომლის თავზეც არის ეკლესია - დასათვალიერებლად დაახლოებით 40 წუთია საჭირო.
  9. ვბრუნდებით თბილისში - 4 საათი გზაში ან მივდივართ ბათუმში - დაახლოებით 2,5- 3 საათი, ასევე შეიძლება დარჩენა და ღამის გათენება ქუთაისში.

პრიორიტეტშია ლანდშავტური ღირსშესანიშნაობები

  1. თუ თქვენ აირჩიეთ ლანდშავტის ვარიანტი ქუთაისში, ამ შემთხვევაში თქვენ მთელს მოგზაურობას საქართველოში გაატარებთ ბუნების და ბუნებრივი მოვლენების დათვალიერებაში, აქ არ იქნება ბევრი ისტორია, უფრო იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლის ცხოვრებისეული ისტორია შერწყმული ბუნებასთან . ეს ძალიან ლამაზია და საინტერესო.
  2. ისტორიული პრიორიტეტების შერჩევისას ქუთაისში პირველ დღეს თქვენ შეეხებით ბუნებას და მეორე დღეს ისტორიაში, მუზეუმებში და ტაძრების დათვალიერებაში ჩაეფლობით.

ნუ იფიქრებთ იმაზე, რომ ისტორიული ბევრად უფრო მრავალფეროვანია ვიდრე ლანდშავტური მოგზაურობა. ყაზბეგი და ქუთაისის შემოგარენი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან, ეს არის აბსოლიტურად განსხვავებული ბუნების ფორმატი, ხედები და მოგზაურობა.

ვიმედობნებთ, რომ თქვენ მოგეწონათ ჩვენი ექსკურსიების აღწერილობა და სიამოვნებით გაუზიარებთ ამას თქვენს მეგობრებს.

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის შეცვლა, მოგვწერეთ: , საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა ან დარეკეთ ნომერზე + 995-514-951-951 ან 1+995-571-951-951

  1. ქუთაისი, მცხეთა, უფლისციხე, გორი 2 დღიანი მოგზაურობა.
  2. ყაზბეგი, სტეფანწმინდა და გუდაური 1 დღეში თბილისიდან
  3. ბორჯომი, ახალციხე და ვარძია 2 დღეში
Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz