ვეწვიოთ ბათუმის ყველაზე პოპულარულ ადგილებს 1 დღეში

Comments
06.03.2020
ბათუმი ონე დაy

თამარ მეპის ხიდი და ჩანჩქერი, ღვინის სახლი

ბათუმიდან მანძილი - 30-40 კმ
ხანგრძლიობა - 4-5 საათი
აღწერა: იხილეთ ულამაზესი ჩანჩქერი, რომელიც არის ბათუმიდან 30-40 კმ მოშორებით ქედის მხარეს. ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 30 მ, მანდ არის საპიკნიკე ადგილი და პატარა რესტორანი. თუ საკუთარ საკვებს წამოიღებთ შეგიძლიათ მოაწყო ლანჩი ჩანჩქერთან. ზაფხულში აქ ხალხმრავლობა, გაზაფხულში და გვიან შემოდგომას ხალხის რაოდენობა ნაკლებია. ჩანჩქერთან დიდი სიგრილეა და ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. ბანაობა ჩანჩქერში შეუძლებელია, რადგან ქვები ძალიან მოლიპული და იმ ადგილას სადაც ჩანჩქერი ვარდება დიდი ფართი არარის. ჩანჩქერის ნახვის შემდეგ, ღირს ყურადღება მიაქციოთ ძველ ხიდს მდინარეზე, თამარ მეფის დროის, ხიდი თარიღდება XIV-XV საუკუნეებით, და აშენებულია საქართველოს უძველესი ტექნოლოგიით. მდინარეში შესაძლებელია ბანაობა. ხიდთან არის წყარო, რომელიდან შეგიძლიათ წყლის დალევა, ფრთხილად იყავით, ის ტურისტების კუჭისთვის სასარგებლო ყოველთვის არა. უკანა გზაზე ეწვიეთ ღვინის სახლს, აქ არის რესტორანი, ღვინის დეგუსტაცია და ღვინის წარმოების ქარხანა. მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩანჩქერი, არამედ მოგზაურობა მხატვრული გზით კარგი ასფალტით. აქ თქვენ გაივლი ხეობაში, რომელსაც ორივე მხრიდან აკრავს მთები, მცენარეებით დაფარული, და ქვემოთ იქნება მთის მდინარე.
ავტომანქანის კლასი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის: ნებისმიერი კლასი, რადგან გზა ასფალტირებულია და შესანიშნავია.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დღის პირველ ნახევარში ან სადილის შემდეგ, იმისთვის რომ დაბრუნდეთ სანამ დაღამდება.
საუკეთესო სეზონი ჩანჩქერზე ვიზიტისთვის - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

შესვლა - უფასოა.

მგზავრობის დრო ჩანჩქერზე - 1 საათი
ჩანჩქერის და ხიდის მონახულების დრო - 1 საათი
ღვინის სახლში ვიზიტი - 30 წუთამდე
სადილი თუ მოგინდებათ - 1-1,5 საათი
საერთო დრო უკანა გზაზე - 1 საათამდე

ბოტანიკური ბაღი

ბათუმიდან მანძილი - 3 კმ
ხანგრძლიობა - 4-5 საათი
აღწერა: შესანიშნავი ადგილი ცხელი დღეისთვის, ლამაზი ხედებით. თქვენ მოდიხართ მთავარ შესასვლელთან და შეიძენთ ბილეთებს ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად, შემდეგ თქვენ ადიხართ ხეივნით, რუკის მიხედვით, და შედიხართ ტერიტორიაზე პატარა შადრევანით და ლამაზი ყვავილებით, რომლიც ფოთლებიდან ხშირად ქმნიან ბაღის სტუმრების სახელები. ცოტა მეტი რომ ახვიდე, დაინახავთ პატარა მაღაზიას და გვერდით საჭირო ოთახს და ელექტრომობილეებს, რომლებიც გთავაზობენ დახმარებას ბაღის დათვალიერებაში. უარს ნუ ეუბნები, ბაღი არის საკმაოდ დიდი, და ფეხით რომ შემოუარო მთელი დღე დაგჭირდება. ელექტრომობილების პარკინგთან ახლოს შეგიძლიათ დატკბეთ ლამაზი ხედით ციცაბო კლდიდან მხატვრულ ბაქანზე .ბაღში გასეირნების შემდეგ, თქვენ უამრავ დადებით ემოციებს მიიღებთ. ბოტანიკური ბაღის ბოლოში ასევე არის რესტორნები.

ავტომანქანის კლასი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის: ნებისმიერი კლასი, რადგან გზა ასფალტირებულია და შესანიშნავია. ავტომანქანის ბაღში შესვლა აკრძალულია.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დილით ან სადილის შემდეგ.
საუკეთესო სეზონი ვიზიტისთვის - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

მგზავრობის დრო ბაღში 20-30 წუთი ავტომანქანით, ქალაქის საცობებით ჩათვლით.
დრო ბოტანიკურ ბაღში - 2-3 საათი
სადილი თუ მოგინდებათ - 30 წუთი
საერთო დრო უკანა გზაზე - 20-30 წუთი

გონიოს ციხე + თურქეთის საზღვარი + სარფის და გონიოს პლიაჟები

მანძილი ბათუმიდან - 10-12 კმ
ხანგრძლიობა - 3,5-4 საათი სანაპიროზე საუზმით გათვალისწინებით
აღწერა: ციხე წარმოადგენს ისტორიულ ღირებულებას, მიუხედავათ იმისა, რომ მხოლოდ კედლები დარჩენილია, უმჯობესია ეწვიოთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც გიდები არიან. უბრალოდ თავად რომ დაათვალიერო ციხე არც ისე საინტერესო იქნება, ან უბრალოდ ნახოთ ლიტერატურა, რომ გაიგო რა და სად იყო.
გაემგზავრეთ თურქეთის საზღვართან ქალაქ ტრაბზონის მიმართულებით. ულამაზესი ხედები გარანტირებულია: მთები, ვიწრო გზა ზღვის ქვეშ. საზღვარი დაყოფილია თოვლივით თეთრი შენობით, რომელიც ემსგავსება საკრუიზო გემს. საზღვარიდან დაბრუნებისას გაჩერდით პატარა ჩანჩქერთან, რომელიც მოედინება პირდაპირ მთებიდან, ძირი გაკეთებულია ქანდაკება, გადაიღეთ აქ რამდენიმე ფოტო.
გააჩერეთ მანქანა და ეწვიეთ გონიოს და სარფის პლიაჟებს, თქვენ ისინი სასიამოვნოდ გააოცებენ წყლის სისუფთავეთა. თუ თქვენ ისვენებთ ბათუმში, რა თქმა უნდა თქვენ უფრო კმაყოფილი დარჩებით გონიოს და სარფის პლიაჟებით, რადგან წყალი და პლიაჟი სუფთა, და ხედები უფრო ლამაზია. წარმოიდგინეთ, რომ ბათუმთან განსხვავებით თავისი ცათამბჯენებით, ბანაობთ ზღვაში ან ისვენებთ ზღვის სანაპიროზე, ერთის მხრიდან ხედავთ უჩვეულოთ ლამაზ ზღვას, და მეორე მხრივ - მწვანე მთებს. ისადილო აქ შეგიძლიათ თურქულ გზისპირა რესტორნებში, ფასები უფრო იაფია ვიდრე ბათუმში.
ავტომანქანის კლასი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის: ნებისმიერი კლასი, რადგან გზა ასფალტირებულია და შესანიშნავია. ზოგად ადგილებში შესაძლებელია მანქანის სანაპიროსთან გაჩერება, თურქეთის საზღვართან პარკირება რთულია - პატარა ადგილი და ავტომობილების დიდი კონცენტრაცია.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დილით ან სადილის შემდეგ.
საუკეთესო სეზონი ვიზიტისთვის - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

მგზავრობის დრო გონიოს ციხესთან: 30 წუთი
დრო გონიოს ციხეში: 40 წუთი - 1 საათი
თურქეთის საზღვარზე ვიზიტი + ჩანჩქერი: 30 წუთი
სადილი თუ მოგინდებათ - 1 საათი
სანაპიროზე დასვენება: დროს თვითონ ირჩევთ
საერთო დრო უკანა გზაზე - 50-60 წუთი

ბათუმის საბაგირო

მანძილი ბათუმიდან - ქალაქში
ხანგრძლიობა - 3-4 საათი
აღწერა: ფუნიკულიორი გადის მოედნიდან ჭავჭავაძეს ქუჩაზე. ფუნიკულიორზე თუ გაისეირნებთ, ნახავთ მთელ ბათუმს ჩიტის თვალის ხედით და იხილებთ ადგილებს, სადაც ბათუმის ძირძველი მკვიდრები ცხოვრობენ, და არა ტურისტულ ბათუმს, სასაფლაოს მთაზე. განსაკურებულად კარგია ეგეთი მგზავრობა მზიან დღეში, მოღრუბლულ ამინდში თქვენ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს დაბალი ხილვადობის გამო. ზედა პუნქტში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ქალაქი კლდიდან, გემრიელად ისაუზმოთ ან დალიოთ ყავა ბარში.
ავტომანქანის კლასი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის: ნებისმიერი კლასი. მანქანა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ ფუნიკულიორამდე მიაღწიო.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დილით ან სადილის შემდეგ.
საუკეთესო სეზონი ვიზიტისთვის - გაზაფხული, ზაფხული.
მგზავრობის დრო ფუნიკულიორზე - 20 წუთი
დრო ფუნიკულიორზე - 1 საათი
სადილი თუ მოგინდებათ - 30 წუთი
საერთო დრო უკანა გზაზე - 30-40 წუთი

ბათუმის მიმოხილვა

მანძილი ბათუმიდან - ქალაქში
ხანგრძლიობა - 4-5 საათი
აღწერა: ეწვიეთ ძველ ბათუმს, დაათვალიერეთ მეჩეთი, ტაძარი და სინაგოგა, თურქული კვარტალი. ფეხით გაისეირნეთ ნინო და ილის ქანდაკებიდან სასტუმრო შერეტონამდე. ნახეთ მედეას მოედანი, შადრევნები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. გაემგზავრეთ მუსიკალურ შადრევნებთან, იუსტიციის სახლთან და ახალი ცათამბჯენი-შენობების ახალ კვარტალში. იქ გაისეირნეთ, და შემდეგ მიდით სანაპიროს ბოლომდე, აეროპორტის ასაფრენ ბილიკამდე, სადაც გაისეირნებთ ახალ პარკში.

ავტომანქანის კლასი, რომელიც განკუთვნილია მოგზაურობისთვის: ნებისმიერი კლასი. მანქანა საჭიროა მხოლოდ იმისთვის, რომ მიაღწიო სხვა და სხვა ადგილამდე, ზოგიერთი მანძილი შეიძლება 15-მდე იყოს.

საუკეთესო დრო ვიზიტისთვის: დილით ან საღამოს, როცა მზე არ არის აქტიური.
საუკეთესო სეზონი ვიზიტისთვის - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

დრო გზაში დამოკიდებულია გადაადგილების ინტენსიურობაზე.

გასეირნების დრო - 4-5 საათი
საერთო დრო უკანა გზაზე - 30 წუთი

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.