ავტოპარკი ტარიფები პირობები კონტაქტები





Условия проката

☎ (+995) 514-951-951
Viber
WhatsApp
(+995) 571-951-951
სახელმძღვანელო გამოხმაურება

მანქანის დაქირავების პირობები საქართველოში

იხილეთ ჩვენი პირობებ ავტომანქანების გაქირავებაში, ყველა პირობები აღწერილია გაქირავების ხელშეკრულებაში, არანაირი დამატებითი წყალქვეშა ქვები არ არის, აქვე მოცემულია ის კითხვები და პასუხები, რომლებიც ყველაზე ხშირად დასმულია.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ იქირაოთ მანქანა საქართელოში

1. პასპორტი
2. მართვის მოწმობა «В» კატეგორიით
3. მძღოლის ასაკი მინიმუმ 21 წელი
4. მძღოლის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი

მართვის მოწმობის მოქმედება

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს მართვის მოწმობა,რომელიც შესრულებულია (ან ნათარგმნია ლათინური ასოებით) და რომელშიც მითითებულია კატეგორია «В». სხვა დანარჩენი მოწმობისათვის აუცილებელია თან იქონიოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა ადგილობრივთან ერთად.

ცნობისთვის, აღიარებულია:

1. რუსული - ყველა ( ლამინირებული, პლასტიკური, ყველა რომელიც გაცემულია 1991 წლის შემდეგ).
2. უკრაინული: ყველა, გაცემული 1991 წლის შემდეგ
3. ევროპული: ყველა
4. კაზახეთის
5. თურქული - აუცილებლად ის, სადაც მითითებულია "В" კატეგორია
6. აზერბაიჯანული
7. სომხური
8. სხვა ქვეყნებში სადაც იქნება ლათინური თარგმანი და «В» კატეგორია.

აუცილებელია გქონდეთ საერთაშორისო მართვის მოწმობა მოქალაქეებს:

1. ამერიკა
2. კანადა
3. სხვა ყველა ქვეყნები სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში
4. UAE
5. კუვეითი
6. საუდის არაბეთი
7. ეგვიპტე
8. ჩინეთი
9. სხვა ქვეყნები,სადაც არ არის ლათინური კოპირება და «В» კატეგორია

რა თანხა შედის დღიურ გაქირავებაში

1. ავტომანქანა
2. ავტომანქანის დაზღვევა
3. საბურავები სეზონის მიხედვით
4. საბურავების შეცვლის ღირებულება სეზონის მიხედვით
5. გადასახადები და მოსაკრებელი
6. ავტომანქანის შეცვლა ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში
7. ავტომანქანის დაქირავების მანძილზე ყველანაირი ტექნიკური და წესებით მომსახურება
8. 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება
9. დახმარება და მხარდაჭერა ინციდენტის შემთხვევის დროს, მათ შორის ევაკუატორი, სამედიცინო და საპატრულო დახმარება.

რა არ შედის დღიური გაქირავების ღირებულებაში

1. ავტომობილის რეცხვა დაბრუნების მომენტში
2. პარკირების გადასახადი
3. საწვავის ხარჯი ავტომობილის დაქირავების პერიოდში
4. დაზიანებული მანქანა,რომელსაც არ ფარავს სადაზღვეო
5. მანქანის დოკუმენტების, გასაღების და სანომრე ნიშნის დაკარგვისას

როგორ ითვლება დღიური გაქირავება

დაანგარიშება იწყება მანქანის გაქირავების მომენტიდან. დღე-ღამე ან დღე ითვლება როგორც 24 საათი. გაქირავება დაიანგარიშება,მხოლოდ სუტკობრივად. დასაშვებია ავტომანქანის დაბრუნება დაგვიანებით, მხოლოდ 1 საათზე, უფასოდ. თუ თქვენ დააგვიანეთ ავტომანქანის დაბრუნება 1 საათზე მეტი - ვიღებთ სრული დღის საფასურს. ყურადღება!!! თუ ავტომანქანა იყო დაჯავშნული და თქვენ არ მოგცეს თანხმობა გაქირავების ხელშეკრულების გაგრძელებაზე, და თქვენ ცალმხრივად დააკავეთ ის, ჩვენ უფლებამოსილები ვართ დავაკისროთ თქვენზე ჯარიმა დეპოზიტის ოდენობით, მაგრამ არანაკლები 300 აშშ დოლარი.

გსურთ ავტომობილის არასრული დღით დაქირავება ? რა ღირს ? შესაძლებელია თუ არა ამ მომსახურების გაწევა და როგორ შევძლებთ თქვენთან შეხვედრას.

დამატებითი

დაზღვევა

დაქირავების ღირებულებაში შესულია დაზღვევა:
1. „კასკო“-ს დაზღვევა
2. სადაზღვევო პასუხისმგებლობა მესამე პირებთან (ანალოგი ოსაგოს, ბევრ ქვეყნებში ეგეთი დაზღვევა სავალდებულოა, საქართველოში - არა, მაგრამ ჩვენ გვაქვს)
3. მძღოლის და მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა - შემთხვევის დროს აღმოგიჩენენ უფასო სამედიცინო დახმარებას ან აგინაზღაურებენ სასწრაფოს ღირებულებას

პასუხისმგებლობა შეზღუდვაზე

შემთხვევის დროს ((სადაზღვეო შემთხვევაში ) თქვენ რისკავთ მხოლოდ გირაოს თანხით, დაუშვათ თუ ზიანის ღირებულება აღემატება გირაოსას, მაშინ გირო იქნება დაკავებული. თუ ზიანის ღირებულება ნაკლებია გირაოზე, ამ შემთხვევაში გირაოდან დაკავდება ის ნაწილი, რომელიც საჭირო იქნება ზიანის დასაფარად.

კითხვა: ავარიის შემთხვევაში მე დავკარგავ გირაოს თანხას? თუ არ ვარ დამნაშავე შემთხვევის დროს?
პასუხი: შემთხვევის დროს მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის დამნაშავე გირაო იქნება დაკავებული. მაგალითდ: ჩვენი ავტომობილის შემთხვევის დროს ღირებულება შეადგენს 10 000 აშშ დოლარს, თქვენი გირაო 200 დოლარს,გამოდის 200 დოლარს ჩვენ ავიღებთ თქვენგან და დაზღვევა გადაიხდის 9800 აშშ დოლარს.თუ მანქანაზე უბრალო ნაკაწრია და მისი შეკეთება შეადგენს 100 დოლარს, ამ შემთხვევაში თქვენგან აიღებენ მხოლოდ 100 დოლარს და დარჩენილი გირაოს ნაწილს დაგიბრუნებენ უკან, ანუ თუ გირაო იყო 200 მაშინ გამოდის 200-100=100 დოლარი ბრუნდება.
კითხვა: რატომ უნდა დავკარგო 200 დოლარი ავარიის შემთხვევაში მითუმეტეს თუ მე არ ვარ დამნაშავე?
პასუხი: სადაზღვეო განაკვეთი გასაქირავებელ ავტომობილებზე ძალიან მაღალია, ყველას აქვს სურვილი გადაიხადოს რაც შეიძლება ნაკლები, ამიტომ თუ არ გინდათ 200 დოლარის დაკარგვა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ადგილზე მენეჯერთან ან ავტომობილის შეკვეთის დროს შეიძინოთ თქვენთვის დაზღვევა ამ 200 დოლარით და აღარ მოგიწევთ გირაოს დატოვება და შემთხვევის დროს არაფერს არ კარგავთ.შემთხვევის დროს თქვნი უდანაშაულობისას ჩვენ არ ვიღებთ გირაოს თანხას, შეგვიძლია ის მივიღოთ მხოლოდ დამნაშავე მხარისგან,რაც შეგიძიათ თქვენც გააკეთოთ.თუ თქვენ არ გინდათ ამით დაკავდეთ მაშინ აიღეთ დამატებითი დაზღვევა.

დამატებითი დაზღვევა ბევრ კლიენტს სურს მიიღოს ავტომანქანა და მთავარი მოთხოვნა, მე მინდა სრული 0 რაიმე შემთხვევის დროს, ანუ არანაირი თანხა არ დავკარგო ავტომანქანის დაზიანების დროს

დამატებითი

როდესაც დაზღვევა არ მოქმედებს

1. პიროვნებისთვის ავტომობილის გადაცემა,რომელიც არ არის შეყვანილი გაქირავების ხელშეკრულებაში
2. მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვა ან თუ არ არის მითითებული მოწმობაში «В» კატეგორია(მაგალითად მძღოლის მოწმობა აშშ, კანადა, UAE)
3. ჰიდროდარტყმა - ძრავის გაჭედვა წყლის მოხვედრის გამო (დიდ გუბეში გავლისას, მდინარეში ან ზღვაში) - წვიმის დროს ჰიდროდარტყმა არ ხდება თუ რათქმაუნდა წარღვნა არ იქნება
4. მძღოლი მართავდა ავტომობილს ნასვამი ან იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ, რომელიც აფერხებს რეაგირებას
5. ავტომობილის გამოყენება გზების არარსებობის პირობებში, სადაც საჭიროა სპეციალური მიმოძრავებული უნარები, მათ შორის იმ ადგილებში, რომლებიც ხელშეკრულებაში მითითებულია როგორც აკრძალული.
6. გასაღების დაკარგვა, ავტომანქანის სარეგისტრაციო დოკუმენტების, გასაღების
7. საბურავის გაჭრა ან გახვრეტა (თუ შემთხვევისას არ არის გამოწვეული)
8. დამალვა ან შემთხვევის ადგილიდან წასვლა
9. დაქირავებული ავტომობილით დანაშაულის ჩადენა
10. გაბარიტების გარეთ ტვირთის გადატანა, შხამის და ნივთიერებების რომლებსაც ესაჭიროება სპეციალური პირობები გადატანისთვის
11. ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი პოლიციის მოთხოვნების შეუსრულებლობის შედეგად, მათ შორის დევნა
12. ზარალის მიყენება ადგილებში,სადაც ტარდება საბრძოლო, მასობრივი დემონსტრაცია, მიტინგი და საპროტესტო აქციები

გადახდის ექვივალენტი

ავტომობილის დაქირავების მომსახურება და გირაოს გადახდა ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ქართულ ლარებში, თუ თვენ გექნებათ ექვივალენტი ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან გადაცვლაში.

ფასები საიტზე მითითებულია აშშ დორარში, გადახდა ხორციელდება „თიბისი“ ბანკის კურსით რა კურსიც იქნება გადახდის მომენტში.

დაქირავების და გირაოს გადახდის ფორმა

1. ნაღდი გადახდა
2. VISAდა MASTERCARD ბარათით
3. უნაღდო გადახდა კომპანიის ანგარიშზე
4. ბარათით გადახდა საიტის მეშვეობით
5. ანგარიშსწორება ელექტრონული ფულით

გადახდის რიგითობა, თვისებები

დაუშვებელია გადახდა გაქირავების საფასურის და დეპოზიტის სხვადასხვა მეთოდებით.

  1. თუ თქვენ იყენებთ საბანკო ბარათს დეპოზიტის გადახდისთვის, ისევ აუცილებელია გაქირავების გადახდა ბარათით, დაუშვებელია დეპოზიტის გადახდა ბარათით, და გაქირავების საფასურის ნაღდი ფულით
  2. თუ თქვენ იხდით დეპოზიტს ნარდი ანგარიშსწორებით, მაშინ გაქირავების საფასური ისევ უნდა გადაიხადოთ ნაღდი ანგარიშსწორებით, ჩვენ არ მივიღებთ გაქირავების გადახდას ბარათით, თუ თქვენ სურთ დატოვოთ დეპოზიტი ნარდი ფულით
  3. თუ თქვენ გამოიყენებთ ადრე დაჯავშნის მომსახურეობას და გადაიხდით გაქირავების საფასურს საიტის მეშვეობით, დეპოზიტს ტოვებთ მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით მანქანის მიღების დროს - ეს არის აღწერილი ადრე დაჯავშნის პირობებში

ავტომობილის ქირავნობის ღირებულება

ავტომობილის დაქირავების ღირებულება დამოკიდებულია ავტომანქანის ტიპზე და დღეების რაოდენობაზე.რაც მეტია დღების რაოდენობა, მით უფრო იაფია დღიური ღირებულება.თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი სპეციალური შემოთავაზებით მანქანის დასაქირავებლად, რომელიც აღნიშნული იქნება გაქირავების ღირებულების განყოფილებაში.

ადრეული დაჯავშნის დროს დამათებით გვთავაზობთ ფასდაკლებას, დაწვრილებით

კითხვა: მე მინდა ყველაზე დაბალ ფასად ახალი ავტომანქანა ავტომატური გადაცემის კოლოფით. მზად ვარ გადავიხადო დღეში მაქსიმუმ 5 დოლარი, დავიქირავებ 4 დღით.
პასუხი: ფასები მთლიანად მოცემულია პრაისში, ჩვენ შეგვიძლია გაგიშიფროთ ყველა თეთრი (ცენტი) რისგანაც შედგება ღირებულება, მაშინ თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ სურვილი გადაიხადოთ იმაზე მეტი რაც დაწერილია. აუცილებელია ფხიზლად მიუდგეთ სიტუაციას და გესმოდეთ, რომ არ არსებობს ყველაზე კარგი, ყველაზე ახალი და ყველაზე იაფი ერთდროეულად. რათქმაუნდა ყველას აქვს სურვილი იყიდოს საუკეთესო რაც შეიძლება დაბალ ფასად და ჩვენ ვცდილობთ იგივე გავაკეთოთ თქვენთვის, შემოგთავაზოთ საუკეთესო ავტომობილი ვიდრე კონკურენტებს ყავთ, მისაღებ ფასად.
კითხვა: ჩემთვის უფრო იაფი იქნება ვიმგზავრო ავტობუსით ან ვიყიდო მანქანა, ვიდრე ვიქირაო.
პასუხი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო და იქნება ყოველთვის იაფი, რადგან ის არ წარმოადგენს ინდივიდუალურ მომსახურებას. დაქირავების ყველაზე დიდი პლიუსი: ეს ხელსაყრელია და თქვენი დროის დანაზოგია, ამიტომ ავტომობილის დაქირავების ღირებულების გადახდისას თქვენ ყოველთვის ვერ ნახავთ შეღავათს ფასსში აფსოლიტურად შედარებით ტრანსპორტში მოძრაობისას. ფეხით სიარულისას იხდით თქვენთვის ხელსაყრელ და დროის დაზოგვაში - დიდი და შეუცვლელი აქტივი.

ფასდაკლებები ავტომობილის დაქირავებაზე

ფასდაკლებები ვრცელდება ავტომობილის დაქირავების ვადიდან გამომდინარე(იღებ ბევრს - იხდი ნაკლებს), რომელიც მითითებულია მანქანის ქირავნობის ღირებულების განყოფილებაში.დამატებითი ფასდაკლებები შესაძლებელია გავრცელდეს მხოლოდ ერთგულ მომხმარებელზე, როგორც ფასდაკლების სახით ავტომობილის ქირავნობის ღირებულებაზე ასევე უფასო დამატებით მომსახურებაზე.

კითხვა: მე მინდა ვიქირაო მანქანა 12 დღით,მოქმედებს თუ არა ამაზე ფასდაკლება,მანქანას ვქირაობ დიდი პერიოდით.
პასუხი: ჩვენი ფასებიდან გამომდინარე უკვე შესულია ფასდაკლება ავტომობილის ქირაობის თქვენთვის განსაზღვრული ვადით. დამატებითი ფასდაკლება შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს თუ ეს პირველი შემთხვევა არ არის ავტომობილის დაქირავების.
კითხვა: მე ვიქნები თქვენი ერთგული მომხმარებელი და ხშირად ვიქირავებ თქვენთან ავტომობილს ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენ გააკეთოთ ჩემთვის ფასდაკლება მანქანის დაქირავებასთან დაკავშირებით.
პასუხი: შეგვიძლია გაგიკეთოთ დამატებითი ფასდაკლება, როდესაც იქნებით უკვე ჩვენი კლიენტი. “თანახმა ვართ, მხოლოდ ქორწილის შემდეგ“

დაჯავშნა, ჯავშანის გაუქმება

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ავტომანქანა ნებისმიერი თქვენთვის მოსახერხებელი გზით:

დაჯავშნისთვის უნდა მიუთითოთ ავტომობილის ტიპი,სასურველი ავტომანქანა, სასურველი გადაცემათა კოლოფი (ავტომატიკა ან მექანიკა). ავტომობილის გადაცემის და დაბრუნების ადგილი.

დაჯავშნა ხდება ავტომობილის ტიპზე და გადაცემის კოლოფზე, ანუ მაგალითდ აირჩიეთ მიცუბიში კოლტი ავტომატური გადაცემის კოლოფით, ეკონომ კლასის, ჩამოსვლისას თქვენ შეიძლება გადმოგცენ კოლტი, ნისან მიკრა,ჯაზ ჰონდა ან მერსედეს ა კლასის ყველა ავტომატიკა,თავიდან შეთანხმებულ ფასად.

კომპანია იტოვებს უფლებას შეგიცვალოთ ავტომობილის ტიპი ცალმხრივად და გაფრთხილების გარეშე, ამასთან დაქირავების ფასი დაანგარიშებული არ იქნება.თუ თქვენ შეუკვეთეთ ეკონომ კლასი და გადმოგცემენ ჯიპს, ამ შემთხვევაში ფასი და გირაოს ღირებულება იქნება ეკონომ კლასის.

კითხვა: რატომ ხდება დაჯავშნა მხოლოდ ტიპის მიხედვით? მე მინდა კონკრეტული ავტომობილი, მაგალითად ნისან მიკრა 1,4 ძრავით და არა 1,2 რადგან ვაპირებ მთაში წასვლას.
პასუხი: დაჯავშნის მთელი პრინციპი ტიპის და მისი აუცილებლობის გამომდინარეობს ორი სავალდებულო წესიდან, რომელსაც გვკარნახობს გაქირავების ბიზნესი, კერძოდ:
    1. თქვენ რომ შეგპირდნენ კონკრეტული ავტომობილი ან ფერი ან ძრავი და ის ჩვენ ნამდვილად გვქონდეს და არა ერთი, მაგრამ ზუსტად ის ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია თქვენთვის იმას დააბრუნებენ ორი დღით ადრე სანამ თქვენ გადმოგეცემათ, დაზიანებული, შეუსაბამი ექსპლუატაციისთვის ან მანქანა მოყვება ავარიაში და სხვები უკვე შეუკვეთავენ. ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს თქვენ დაგირეკოთ და შემოგთავაზოთ სხვა ავტომობილი.შედეგად გამოდის, რომ კლიენტის თვალში ჩვენ მატყუარები ვართ.ჩვენ თქვენ გატყუებთ, სპეციალურად გაძლევთ იმას რაც ჩვენ გვინდა და ა. შ. ეს ყველა კითხვა ჩვენ მოსმენილი გვაქვს, ჯერ კიდევ მაშინ როცა პატარა ფირმა ვიყავით,ამიტომ რათა თავიდან ავიცილოთ მოცემული შემთხვევები ჩვენ ვცდილობთ გადმოგცეთ თქვენთვის სასურველი მანქანა,მაგრამ ყოველთვის ვიღებთ შეკვეთას ავტომობილის ტიპის და გადაცემათა კოლოფის მიხედვით. ამისთვის ბოდიშს გიხდით.
    2. თუ თქვენ არ გაინტერესებთ ჩვენი პირველი მტკიცებულება და ხელმძღვანელობა,თქვენ ხომ გყავდათ და გაქვთ სხვა მანქანა, გამოდის არ უნდა აგეღოთ მათზე შეკვეთა.გამოდის, რომ იმისათვის, რომ თქვენ 100 % შეგპირდნენ მანქანა ძრავით, ფერით და მოდელით, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გასაქირავებელი მანქანების გაცემა, რომელიც ჩვენ შემოგთვაზეთ დაჯავშნის დროს.ანუ თქვენ შეუკვეთეთ მანქანა აგვისტოსთვის მაისში, იმისათვის, რომ არაფერი არ მომხდარიყო - სასურველია არ გასცეთ და შეინახოთ აგვისტომდე.
ზუსტად ამიტომ მთელი მსოფლიოს პრაქტიკა მიემართება ავტომობილის ტიპის მიხედვით დაჯავშნის გზისაკენ.ისინი ვინც გპირდებიან კონკრეტულ მოდელს და ფერს, როგორც წესი ყავთ მხოლოდ ერთი მოდელის მანქანა და კონკრეტულად გთავაზობენ თქვენ (მაგრამ თუ ფორსმაჟორია - დარჩებით მანქანის გარეშე) ან მარტო ყავთ მხოლოდ ესეთი ავტომობილები და სხვა არანაირი, ამასთან ჯავშანი საერთოდ არა აქვთ.
კითხვა: შემიძლია მე შევუკვეთო მხოლოდ კონკრეტული ავტომანქანა ან კონკრეტული ფერი?
პასუხი: თუ ეს ამდენად პრინციპულია და საჭიროა მხოლოდ ისე, როგორც თქვენ მიუთითეთ,მხოლოდ ეს მოდელი, მხოლოდ ეს ფერი - ჩვენ მზად ვართ გადმოგცეთ მხოლოდ ის მანქანა, რომელიც თქვენ გსურთ,მაგრამ ჩვენ თქვენ მოგთხოვთ დამატებით გადასახადს კონკრეტული ავტომანქანისათვის.დამატება შეიძლება იყოს არც ისე ცოტა, რადგან ჩვენ მანქანას გავაჩერებთ და შემწყვიტავთ მის გაქირავებას,სპეციალურად თქვენი მკაცრი მოთხოვნიდან გამომდინარე. თქვენ უბრალოდ იქნებით ინდივიდუალური ვიპ კლიენტი ინდივიდუალური შეკვეთით.
კითხვა: არის ავტომობილები საშუალო მოდელის 55 და 60 აშშ დოლარში,მე მინდა შევუკვეთო ბმვ 60 დოლარად,თუ თქვენ ჯავშანს იღებთ მოდელის მიხედვით, გამოდის შეგიძლიათ მომიყვანოთ მე ნისან ტიანა 60 დოლარში თუმცა პრაისში ის ღირს 55?
პასუხი: არა, თითოეულ მოდელს აქვს ქვემოდელი, თუ თქვენ გაქვთ შეკვეთა 60 დოლარად, მაშინ ჩვენ გამოგიყოფთ ან ბმვს ან ანალოგიურს 60 დოლარში. იაფიან მანქანას გავცემთ მხოლოდ თქვენთნ შეთანხმებით.
კითხვა: მე დავჯავშნე თქვენ საიტზე ავტომობილი. შევავსე ფორმა, მეტი რა გავაკეთო? მე ნამდვილად დამხვდებიან აეროპორტში? ბავშვთან ერთად ჩამოვდივარ და არ მინდა სიურპრიზები.
პასუხი: იმის შემდეგ როდესაც თქვენ შეავსეთ ჩვენს საიტზე ფორმა,მისი ქსეროასლი იგზავნება თქვენს მეილზე,რამდენიმე სამუშაო საათის განმავლობაში, (თუ შაბათ-კვირაა, 24 საათს არ აღემატება)თქვენ გამოგიგზავნიან ქირავნობის ანგარიშს ყველანაირი მომსახურებით და შემოგთავაზებენ დამატებით მომსახურებას თუ თქვენ გენდომებათ.ჩაასწორებთ თქვენს შეკვეთას და გამოგვიგზავნით ჩვენ თქვენს პასპორტს და მართვის მოწმობას(დასკანერებულ ასლებს) ან უბრალოდ მონაცემებს (ნომერი, სერია და ვის მიერ არის გაცემული დოკუმენტი,თქვენი სახელი,გვარი,მამის სახელი,დაბადების თარიღი). როდესაც ანგარიში დამტკიცდება თქვენს მიერ და არ საჭიროებს ჩასწორებას ჩვენ დავადებთ ჯავშანს და გამოგიგზავნით თქვენ ჯავშანის უნიკალურ ნომერს,რომელიც იქნება ჯავშანის გარანტია.თქვენ 100 % დაგხვდებიან, სიურპრიზი იქნება მხოლოდ სასიამოვნო,მაგრამ ჩვენ გთხოვთ, რომ გაეცნოთ მოცემულ პირობებს,რადგან ჩვენ გაგვიადვილდეს თქვენთან ურთიერთობა,თქვენ ხომ წაიკითხეთ ხელშეკრულება და იცით ყველა პირობა.

ავანსი დაჯავშნისათვის

ჩვენ არ ვიღებთ ჯავშანის საფასურს,მაგრამ თუ თქვენი შეკვეთა მოდის სეზონის პიკის დროს ან მოითხოვს ავტომობილის მიწოდებას ან ჩვენ თავს ვიზღვევთ და შეგვიძლია მოგიყვანოთ ავტომობილი სხვა რეგიონში უფასოდ - თქვენგან მოითხოვენ ავანსს.

ადრეული დაჯავშნა

ჩვენ გთავაზობთ ადრე დაჯავშნის მომსახურეობას, თქვენ შეგიხძლიათ მიიღოთ მანქანა ფასდაკლებით, თუ კი გადაიხდით წინასწარ გაქირავების მთლიან საფასურს ონლაინ საიტის მეშვეობით. ვრცლად აქ

ოფისის სამუშაო საათები

ოფისი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09 დან 17 საათამდე. მანქანის მიღება ყველანაირი დამატებითი ღირებულების გარეშე შესაძლებელია დილის 08 დან საგამოს 19 მდე ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით,სხვა დროს ან დასვენების დღეებში დაემატება პატარა საფასური (5-10 დოლარამდე თუ ღამეა ან დასვენების დღეა და .... 30 დოლარამდე მაქსიმუმ)

სიზუსტის შემთხვევაში ღვინის ბოთლი.ჩვენ ვატარებთ მუდმივ აქციას, რომლის შედეგად ჩვენ გთავაზობთ ნიძლავის დადებას.

დამატებითი

ავტომანქანის მიღება ღამით, არასამუშაო საათებში

ეს ყველაფერი შესაძლებელია,მაგრამ თქვენ მოგთხოვენ დამატებით გადასახადს.შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში დღიური საფასური 5-10 დოლარს შეადგენს,ღამის საათებში სამუშაო კვირას 10-20 დოლარი, დასვენების დღეს, ღამე ან დილით ადრე (მაგალითად დილის 04-06 საათზე) – 30 დოლარამდე.

კითხვა: მანქანის დაბრუნებისთვის კვირა დღეს დილით 05 საათზე უნდა გამომართვან 10-20 დოლარი, ეს რატომ? თქვენ აიღებდით მაგალითად .... ნებისმიერ დროს და უფასოდ
პასუხი: თითოეულ თანამშრომელს აქვს სამუშაო დრო კანონის თანახმად, ის არ უნდა იყოს 8 საათზე მეტი,ჩვენ არ გწერთ თქვენ: „ჩვენ სადილის დრო გვაქვს“ ან „ ჩვენ სამუშაო დრო გვაქვს“. თქვენთვის ჩვენ ყოველთვის ღია ვართ და ყოველთვის მზად ვართ ვიმუშაოთ.მაშინ რატომ არის გადახდა? ნებისმიერ თანამშრომელს ესაჭიროება დასვენება და უბრალოდ ვალდებულია იგი ჰქონდეს,სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ ვერ მოგემსახურებათ, რადგან იქნება გაღიზიანებული და საშიში ავტომობილის მართვის დროს.ჩვენ ვანაწილებთ სამუშაო დროს და ცვლებს ადამიანის დასვენების აუცილებლობიდან გამომდინარე და მისი საკუთრი საქმეების გადასაწყვეტად.ჩვენ მზად ვართ ვიყოლიოთ 100 და 1000 თანამშრომელი,მაგრამ თითოეულ მათგანს სურს მიიღოს ღირსეული ანაზღაურება, რადგან მას ჰქონდეს თავისი თავის და ოჯახის წევრების შენახვის შესაძლებლობა და ის არასოდეს არ ცდილობდეს თქვენს მოტყუებას,როგორც კლიენტს,რადგან ჩვენ თქვენთვის ვცდილობთ.გარდა ამისა, სეზონზე, რამდენი ადამიანიც არ უნდა იყოს,ჩვენ მაინც თქვენით ვართ დაკავებული 20 საათი ყოველდღე.ამიტომ დასვენებისთვის დრო არ გვრჩება ან ძალიან ცოტა, აქედან გამომდინარე თქვენი 5-20 დოლლარის დამსახურებით,ჩვენ შეგვიძლია წავახალისოთ ჩვენი თანამშრომელი მისი მუშაობისთვის თქვენდამი,მითუმეტეს, რომ ღამით ან დილით ადრე თანამშრომლები იქნებიან მინიმუმ ორი თანამშრომელი ტრანსპორტის თავისებური მოძრაობის გამო.ჩვენ გვესმის, რომ თქვენ არ გსურთ გადაიხადოთ დამატებითი თანხა,მაგრამ ჩვენ პირდაპირ გეუბნებით რისთვის და რატომ ვიღებთ, სხვა კომპანიებს შეუძლიათ უბრალოდ ჩადონ ყოველდღიურ გადასახადში.
დაწვრილების მომსახურეობაზე.

გირაო

გირაო, ეს არის ის თანხა, რომელსაც არ ანაზღაურებს სადაზღვეო ავარიის შემთხვევაში (ფრანშიზა), ანუ ჩვენ ვიღებთ თანხას თქვენი გირაოს გამოკლებით. გირაოდან შეიძლება დაკავდეს დამატებითი გადასახადის თანხა ავტომობილის დაბრუნებისას, კერძოდ:

1. ავტომობილის გასარეცხად - დააბრუნეს ბინძური
2. ზიანის, რომელიც არ გამოცხადდა პოლიციაში და სადაზღვეოში
3. სადაზღვეო შემთხვევისას როგორც ფრანშიზა
4. ზეგარბენისთვის(თუ მანქანა მიიღეთ შეზღუდული ზეგარბენით დღის განმავლობაში)
5. ავტომობილის პასპორტის, გასაღების და მანქანის ნომრის დაკარგვის შემთხვევაში
6. ავტომობილის გამოყენების დროს არასწორი პარკირების ჯარიმის ან სიჩქარის გადაჭარბებისათვის
7. ავტომობილის შერჩევისას - თქვენ აბრუნებთ ავტომანქანას სხვა ადგილას
8. დამატებითი დღე-ღამე - გადაწყვიტეთ გააგრძელოთ ქირაობა 1 დღით

კითხვა: რამდენად შესაძლებელია, რომ მომიყენებენ მოთხოვნას ან დაზიანებას,რათა არ დაბრუნდეს გირაოს თანხა?
პასუხი: ჩვენ შემოგთვაზეთ თქვენ სრული მომსახურების სია,როგორც წესი, თქვენ მაშინვე ხვდებით როგორი ზეგარბენი ან შეზღუდვა აიღოთ,სად დააბრუნოთ ავტომობილი, მაგრამ არსებობენ ადამინები, რომლებიც წყვიტავენ რომ ისინი გაფრინდებიან არა თბილისიდან და ბათუმიდან ან რაიმე ამდაგვარი,ამიტომ ჩვენ გთხოვთ რომ დავაკავებთ თანხას .... თუ თქვენთვის მისაღებია ხომ კარგი, თუ არა შეგიძლიათ მოიქცეთ როგორც თავიდან შევთანხმდით, არანაირი დამატებითი გადასახადი.

რატომ უნდა დავტოვო დეპოზიტი. თუ თქვენ ვერ ხტებით რატომ რისთვის ტოვებთ დეპოზიტს ავტომანქანის მიღების დროს საქართველოში.

დამატებითი

გირაოს დაბრუნება

გირაო ბრუნდება მაშინვე,როდესაც დაბრუნდება მანქანა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.თუ ხელზე იყო გადახდილი ან ბარათით პირველ საბანკო დღეს გამოგზავნილი იქნება გაუქმება, თანხა აისახება ბარათზე მაქსიმუმ 4-24 საბანკო სამუშაო დღის განმავლობაში.

ბარათით ოპერაციის განხორციელების დროს დეპოზიტი აღებული იქნება გაყიდვის გზით, და მერე უკან უბრუნდება გაყიდვის გაუქმების გზით, ბანკში წერილის მოწოდებით.

ავტომობილების გაქირავება გირაოს გარეშე

თუ თქვენ განიცდით გირაოს დაუბრუნებლობას ან არ გინდათ მისი დატოვება რაიმე მიზეზის გამო, გამოიყენეთ მანქანის დაქირავების სერვისით საქართველოში გირაოს გარეშე. თქვენ უბრალოდ შეიძენთ დამატებით სადაზღვევო დაფარვას და პრობლემა არ არსებობს. არ ღირს დამატებითი დაზღვევის შეძენა მხოლოდ იმიტომ რომ გეშინიათ რომ მოგატყუებენ და არ დაგიბრუნებენ გირაოს.

არავინ არ აპირებს თქვენს მოტყუებას, ამას არავინა რ აკეთებს. დამატებითი დაზღვევის ყიდვა ღირს, მხოლოდ საკუთრი თავისთვის, თუ თქვენ თვლით,რომ ჩამოხვედით უცხო ქვეყანაში, განსხვავებული მოძრაობის წესებით, რა იცი რა შეიძლება მოხდეს, უმჯობესია თავი დაიზღვიო და მშვიდად იყო.


დამატებითი დაზღვევა ბევრ კლიენტს სურს მიიღოს ავტომანქანა და მთავარი მოთხოვნა, მე მინდა სრული 0 რაიმე შემთხვევის დროს, ანუ არანაირი თანხა არ დავკარგო ავტომანქანის დაზიანების დროს

დამატებითი

როგორ ვიღებთ, გავცემთ ავტომობილს, მისი ტექნიკური მდგომარეობა

ავტომობილი მიიღება და გაიცემა შესაბამისი აქტით,რომელსაც ხელს აწერს ჩვენი თანამშრომელი და თქვენ.აქტში მითითებულია ყველა დაზიანება, თუ თქვენ შეამჩნევთ დამატებით დაზიანებას,რომელიც არ იქნება მითითებული აქტში მას აუცილებლად შეიტანენ თქვენი მოთხოვნისამებრ. აქტში არ შედის და არ ჯარიმდება ზიანისთვის მომხმარებელი, თუ დაზიანება 5 სმ-მდეა და არ ატარებენ ერთჯერად ხასიათს(ანუ მთლიანი დეტალი არ შედგება პატარა ნაკაწრებისაგან) თუ დაზიანება არ არის მიყენებული მინის ზედაპირზე(ფანჯრები,ფარები) - ეს ავტომობილისთვის ნორმალური ცვეთაა.ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა მუდმივად მოწმდება. ჩვენ რეგულარულად ვემსახურებით ავტომობილებს, კონდიციონერი არის ყველა ავტომობილში და ის მუშა მდგომარეობაშია.

ჩვენ შეგიცვლით თქვენ ავტომობილს, თუ თქვენ არ მოგეწონებათ რაიმე მის ტექნიკურ მდგომარეობაში.ჩვენ გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას,ამიტომ არ გვაქვს სურვილი გავცეთ ავტომობილი გაუმართავ ტექნიკურ მდგომარეობაში,რომელსაც დაჭირდება შეკეთება სადღაც მთებში ან შეგიცვალოთ,რაზეც დაიხარჯება გზაში ასობით კილომეტრი და რამდენიმე საათი.

იმისათვის,რომ შემოწმდეს ავტომობილი დეტალურად,უბრალოდ გადაუღეთ სურათი 4-ვე მხარეს გადმოცემის დროს და თქვენ ნახავთ დაემატა თუ არა ნაკაწრები ან დაზიანება და არასოდეს არ გაჩნდება კითხვები,რომ ეს თქვენ არ გაგიკეთებიათ და არ გატყუებენ.

ავტომობილის გამოშვების წელი რომელია და მისი მდგომარეობა? ჩავალ თუ არა მაგით.... და ხო არ დავიმტვრევი...

დამატებითი

სად არ შეიძლება ავტომობილით მოძრაობა

ჩვენ არ დავუშვებთ ავტომაქანის გამოყენებას ისეთ ადგილებში:

1. სამხრეთ ოსეთი - ოკუპირებული ტერიტორია
2. აფხაზეთი - ოკუპირებული ტერიტორია
3. საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ნებართვის მიღების შემდეგ, დოკუმენტების წარმოების შემდეგ მძღოლზე საზღვრის გადაკეტვისთვის.
4. არასამანქანო და ცუდი გზა, კერძოდ:
   a. უშგული - მესტიამდე მიხვალთ, იქ გადაჯდებით ან ფეხით გაისეირნებთ მთებში. უშგულში ავტომობილით მოძრაობა არ არის უსაფრთხო როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენთვის, როგორც მძღოლისთვის. ბევრი ციცაბო ფერდობებია, საჭიროა შესაბამისი ცოდნა.
   b. ახალციხე-ბათუმის გზაზე - გაემგზავრეთ ბათუმში ქუთაისიდან ტრასით, გზის მონაკვეთი ახალციხის შემდეგ ბათუმამდე არ არსებობს, თქვენ მოგიწევთ 30 კილომეტრის გადალახვა 6 საათის განმავლობაში ისიც ჯიპით. აქ არ არის გზა, თუმცა რუქაზე იგი აღნიშნულია.
   c. გზა უშგულისკენ ქუთაისის გავლით, სოფელი ლეჩხუმი - გზა არ არსებობს, ბევრმა ქართველმა არც იცის ეს გზა.
   d. ზემო ომალო თუშეთში.

კითხვა: რათ მინდა მაშინ ჯიპი თუ ვერ შევძლებ მასზე მოძრაობას,ხედები?
პასუხი: ხედები საკმაოდ შეგხვდებათ, თუნდაც როდესაც მიდიხართ ქუთაისის გავლით ტრასაზე თქვენ ხედავთ ულამაზეს გადასახედებს რისგანაც სული შეგეკვრებათ. ნუ იმოძრავებთ აკრძალულ მარშრუტებზე, იმიტომ რომ, რაიმე შემთხვევაში ან ჯანმრთელობის პრობლემების დროს, არავინ არ დაგეხმარება, ეს ძაან შორს და ხშირად ხტება პრობლემები გამოუცდელობის გამო. არ ღირს მაშინვე 10 000 მეტრის სიღრმეში ჩაყვინთვა, დაიწყეთ 100 მეტრით, შედეგი იგივეა, განსხვავება მხოლოდ ციფრებშია.

რუქა - ადგილები, სადაც ღირს წასვლა, სადაც არ ღირს ავტომობილის გამოყენება საშიშროების და ცუდი გზების გამო, როგორ გავიაროთ ყველა ღირსშესანიშნაობასთან.

მოინახულეთ ყველა საინტერესო ადგილები, მათთან მიმავალი გზები, ყველა ადგილის კოორდინატები თქვენი ნავიგატორისთვის. მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი რუქა დაგეხმარათ თქვენ! დამატებითი

ზეგარბენის შეზღუდვა

ძირითად კურს გთავაზობთ ავტომობილი ლიმიტით 150 კმ/დღეში, სრულად ითველბა, ანუ მაგალითად 1500 კმ 10 დღეში. ზეგარბენის შეუძღუდავად გაზრდა - შეუკვეთეთ დღეში 3 დოლარად შეუძღუდავი ზეგარბენი.

კითხვა: მე მინდა შეუძღუდავი ზეგარბენი დამატებითი გადახდის გარეშე. კომპანია „ა„ არ იღებს დამატებით გადასახადს, თავიდანვე შეუძღუდავია.
პასუხი: ქირავნობის ღირებულება კომპანია ა-ს და ჩვენს შორის განსხვავდება, თუ ჩვენ გთავაზობთ ეკონომ კლასის ავტომობილს დღეში 33 დოლარად,მაშინ კომპანია ა-ში ის ღირს 45 დოლარი ან მეტი. შეუზღუდავზე თქვენ დაამატებთ 36 დოლარს, რაც ძვირი არ გამოდის.ჩვენ გთვაზობთ ღირებულ ვარიანტებს დასაქირავებლად დ აჩვენი მომხმარებლების 98% კმაყოფილია დაბალი ფასებით და არც ისე მაღალი ზეგარბენით, რადგან ისინი იღებენ ავტომობილს დიდი დროით ან იღებენ სამგზავროთ „სანაპიროზე და უკან“, “ქალაქში„ ამიტომ ვყიდით ჩვენ ძირითად მომსახურებას ესეთ სეგმენტში.თუ ასეთი სეგმენტაცია თქვენ გაკმაყოფილებთ, თუ არა - მაშინ ჩვენ შემოგთვაზებთ გაზრდილ ზეგარბენს.

შეუზღუდავი გარბენა

შეუზღუდავი გარბენი ღირს დღეში 3 დოლარი ავტომობილის დაქირავების ღირებულებასთან ერთად,ნებისმიერი ავტომობილისთვის.

საწვავის აღწერილობა

თქვენ უნდა დააბრუნოთ ავტომობილი იმავე რაოდენობის საწვავით რაც გაცემის მომენტში.თუ იყო მაგალითად ავზში ½, მაშინ დაბრუნებისას აღინიშნება ½. თუ თქვენ დააბრუნებთ საწვავის რაოდენობას იმაზე მეტს რაც გაცემის დროს იყო,მაგ შემთხვევაში განსხვავებას რაოდენობაში ჩვენ ვერ დაგიბრუნებთ. უმჯობესია მანქანაში ჩაასხათ საწვავის ტიპი 95, საქართველოში აღნიშნული საწვავის ტიპს ეწოდება „პრემიუმი“. „პრემიუმი“ ეს საწვავის კლასი არ არის, ეს არის საწვავის დასახელება, რომელიც სხვა ქვეყნებში წარმოადგენს საწვავს 95მ.

ქსელური ბენზინგასამართები საქართველოში: Socar, LUKoil, Wissoil

კითხვა: ზუსტად როგორ შემიძლია გამოვთვალო რამდენი ლიტრის საწვავი უნდა დაგიბრუნოთ?
პასუხი: ყველა საწვავის ავზზე გამოყოფილია მკაცრად რეგლამენტირებული ლიტრის მაჩვენებელი, თუ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ და გნებავთ დაამატოთ საწვავი, პრობლემა არ არის - დატოვეთ საწვავი იმაზე ნაკლები რაოდენობა რაც გადმოცემის მომენტში და უბრალოდ დაუმატეთ ოპერატორს საწვავის დამატების ღირებულება ბენზინ გასამართ სადგურზე საწვავის ფასიდან გამომდინარე. მაგალითდ: თქვენ მიიღეთ ავზის ½ და დააბრუნეთ ავზის ¼, ავზის ¼ უდრის მაგალითდ 10 ლიტრს. უბრალოდ მოგიწევთ დაამატოთ იმ 10 ლიტრის საფასური.ჩვენ ამაზე არანაირ ჯარიმას არ ვაკისრებთ.

ავტომობილის რეცხვა

თუ ავტომობილი გადმოგეცემათ სუფთა მდგომარეობაში, აუცილებლად აბრუნებთ იგივე მდგომარეობაში ან შეგიძლიათ თქვენ გადაიხადოთ სამრეცხაოს ფული, მსუბუქი ავტომანქანები - 15 ლარი, ჯიპები - 20 ლარი.

კითხვა: ჩემგან არასოდეს არავის არ აუღია მანქანის რეცხვის საფასური, ეს რა ტყუილია?
პასუხი: ნამდვილად არსებობს კომპანიები, რომლებიც არ აკისრებენ აღნიშნულ გადასახადას და შეყავთ მთლიანი მომსახურების ღირებულებაში. თუ თქვენ გსურთ შეგიძლიათ მაშინვე გადაიხადოთ აღნიშნული მომსახურების საფასური. მანქანის გაქირავების კომპანიები რომლებთანაც სამრეცხაოს საფასური შესულია ქირავნობის ღირებულებაში მათ ფასები აქვთ მინიმუმ 30-40% ით უფრო მეტი ვიდრე ჩვენთან, არის შემთხვევები 100%. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მომსახურებით სადაც ყველაფერი შედის და თუ გნებავთ ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ თქვენთვითონ გარეცხოთ ავტომობილი - 10 ლარიდან ან გადაუხადოთ ჩვენს ოპერატორებს.

ავტომობილის მიღება და დაბრუნება სხვადასხვა ქალაქებში

აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია, მაგრამ მასში შედის დამატებითი ღირებულება.ზოგიერთ შემთხვევაში გადასახადი შეიძლება იყოს ნაკლები ან საერთოდ არ იყოს,მაგალითად: თუ იგივე მანქანაზე არის შეკვეთა იმავე რეგიონში სადაც თქვენ უნდა მიიღოთ.

ავტომობილის მიღება/დაბრუნების მომსახურების სტანდარტული ღირებულება სხვადასხვა ქალაქებში:

თბილისი-ბათუმი ან ბათუმი-თბილისი - 100 აშშ დოლარი

თბილისი-ქუთაისი ან ქუთაისი-თბილისი - 50 აშშ დოლარი

ბათუმი-ქუთაისი ან ქუთაისი-ბათუმი - 50 აშშ დოლარი

ავტომობილის მიღება ან დაბრუნება აეროპორტში ან რკინიგზის სადგურში, ავტომანქანის მიწოდება სასტუმროში

ჩვენ გთავაზობთ ავტომობილის მიწოდებას ქალაქში, ასევე ავტომობილის შერჩევას ქალაქში. მომსახურების ღირებულება 10 აშშ დოლარი. ავტომანქანის შერჩევა ან მიწოდება აეროპორტში 20 აშშ დოლარი. ფასები მოცემულია სამუშაო საათებში მიწოდების ან შერჩევისათვის. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთა იქნება არასამუშაო დროს - ემატება დამატებითი ტარიფი არასამუშაო დროისთვის.

კითხვა: მე მინდა შევუკვეთო ავტომობილი თბილისის აეროპორტში, მაგრამ არ მინდა დამატებითი საფასურის გადახდა, რა ეღირება ტაქსი აეროპორტიდან?
პასუხი: პრობლემა არ არის, ტაქსი აეროპორტიდან დაგიჯდებათ 15-25აშშ დოლარი. ყურადღება მიაქციეთ და წაიკითხეთ ჩვენი სტატია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დავბრუნდეთ აეროპორტიდან.რადგან თქვენ ზედმეტს გადაუხდით ტაქსისტს,რომელიც ხელს ჩაგავლებთ და ალტერნატივა არ გექნებათ.წაიკითხეთ სტატია, ჩვენ გამოვთვალეთ ყველა შესაძლო ვარიანტი რაც შეიძლება იაფად.

კითხვა: რატომ არ შეგიძლიათ ავტომობილის მიწოდება აეროპორტში 10 დოლარად,თუ ტაქსი ღირს 10-15 დოლარამდე? თქვენ ხომ მომხმარებლებისთვის აკეთებთ თქვენს სამუშაოს?
პასუხი: ჩვენ ნამდვილად თქვენთვის ვცდილობთ! ფასი ოდნავ მეტი გამოდის ვიდრე ტაქსით მგზავრობისას, მაგრამ ეს იმის გამო, რომ თანამშრომლის წამოსაყვანად მიდის ყოველთვის მეორე მანქანა,ანუ ჩვენ გამოგვდის 3 გზის გაკეთება აეროპორტში. თუ ავტომობილი არ მიდის აეროპორტში,პიროვნება მოდის ტაქსით და ხარჯავს იმავე 10-15 დოლარს და თუ გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს (მხოლოდ დღის საათებში) მაგ შემთხვევაში ჩვენ ვკარგავთ 2-3 სამუშაო საათს და საბოლოო ჯამში პიროვნება მთელი დღის განმავლობაში მოგემსახურებათ მხოლოდ თქვენ.

ავტომობილის მიღება და დაბრუნება ქუთაისში

ძალიან ხშირად ავტომანქანის მიწოდება და მიღება ქუთაისში, დაკავშირებულია საჭიროებასთან ავტომანქანის მიწოდება სხვა რეგიონებიდან, ზუსტად იმითომ ავტომანქანის მიწოდების ღირებულება ქუთაისში შეიძლება ოდნავ განსხვავდეს მიწოდების ღირებულებიდან ბათუმში ან თბილისში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენ ოფისებში მენეჯერებისგან, ტელეფონით, ონ-ლაინ ჩატში ან ავტომანქანის შეკვეთის პროცესში. მანქანის მიღება და დაბრუნება ქუთაისის აეროპორტში 60$.

დამატებითი მძღოლი

შეზღუდული გარბენით ავტომობილის შეკვეთისას დამატებითი მძღოლის საფასური არ შედის. თუ შეუკვეთავთ ავტომობილს შეუზღდავი გარბენით მაგ შემთხვევაში ემატება გადასახადი ყოველ დამატებით მძღოლზე. მომსახურების ღირებულებაა დღე-ღამეში 3 დოლარი,მაგრამ არაუმეტეს 25 დოლარისა მთლიანი დაქირავების პერიოდში.

ნავიგატორი, ბავშვის სავარძელი, თხილამურების დასამაგრებელი, ჯაჭვები საბურავებზე, ტელეფონი მომხმარებლისთვის

ჩვენ გთავაზობთ იჯარით ნავიგატორს, ბავშვის სიდენიას, ღირებულება დღე-ღმეში 3 დოლარი, მაგრამ არაუმეტეს 25 დოლარისა მთლიანად ქირავნობის პერიოდში. ასევე შეგვიძლია შემოგთვაზოთ საბავშვო ქამრები და ავტომობილის დამჭერები უფასოდ. (საბავშვო სავარძლის ანალოგიურია, უბრალოდ პლასტიკური ძირის გარეშე) საქართველოში მოძრაობის წესები არ საჭიროებენ მკაცრ მოთხოვნას იმის გამო, რომ იქონიოთ ავტომობილში საბავშვო სავარძელი. სავარძელი - თქვენი უსაფრთხოება და სურვილია.

ჩვენ გადმოგცემთ საქართველოს რუქას მოგზაურობისთვის. ასევე შესაძლებელია გადმოგცეთ ტელეფონი ადგილობრივი სიმ ბარათით.

ავტოსადგომი

საქართველოში არსებობს ფასიანი ავტოსადგომი. ერთი საათი ღირს 1 ლარი (0,4 დოლარი) ,მაგრამ შეგიძლიათ აიღოთ აბონიმენტი 1 კვირით 10 ლარში (4-5 დოლარი)ან 1 თვით (8-10 დოლარი).ფასიანი პარკირება მხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში, სხვა ქალაქებში პარკირება უფასოდ. აბონიმენტი მოქმედებს მხოლოდ ქალაქზე, ანუ თბილისში თბილისის, ბათუმში - ბათუმის აბონიმენტი, ქუთაისში - ქუთაისის აბონიმენტი. თუ თქვენ მოგზაურობ ამ ქალაქებში, შეიძინეთ პარკირების აბონიმენტი.ჩვენს თანამშრომლებს შეუძლიათ გადაიხადონ აბონიმენტი თქვენივე მოთხოვნით.აბონიმენტის გარეშე პარკირება გამოიწვევს დაჯარიმებას(დაახლოებით 30 ლარი - 15 დოლარი) ან ავტომობილის ევაკუაციას + ჯარიმას (110 ლარი - 50 დოლარი). როგორ გადავიხადოთ დამოუკიდებლად.უნდა მიხვიდეთ ნებისმიერ საბანკო ტერმინალთან და იქ შეიყვანოთ ავტომობილის სერია და ნომერი+ ავტომანქანის ტექპასპორტის ნომერი,მანამდე არ დაგავიწყდეთ მუნიციპალური კომპანიის არჩევა,რომელიც ემსახურება ამათუიმ ქალაქს.ბათუმში ეს „ბათუმი ავტოსადგომია“, თბილისში „ სითი“ პარკინგი. თუ ეს ყველაფერი თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს,მაშინ მიმართეთ ჩვენს თანამშრომლებს, ისინი თქვენთვის ყველაფერს გააკეთბენ.

ქუჩებში ბევრი ადამიანია „პარკოვშიკი“ ჟილეტებში, არ იფიქროთ იმაზე, რომ საკითხი გადაწყვეტილია.ეს პიროვნებები არ მუშაობენ მუნიციპალურ კომპანიებში ეს პიროვნება უბრალოდ გეხმარებათ ნებაყოფლობით ავტომობილის გაჩერებაში, ასე დარბის 10 ავტოსადგომზე და ითხოვს ფულს მომსახურებაში (0,30 ლარი - 30 თეთრი - 10 ცენტი). ასეთი პიროვნებისთვის ფულის გადახდა არ გიშველით ჯარიმისგან.უფრო მეტიც, ასეთი პიროვნებები უმეტესად დგანან ისეთ ნიშნის ქვეშ სადაც პარკინგი აკრძალულია. ნამდვილი პარკინგის თანამშრომლები არასოდეს არ მიდიან მძღოლთან, ისინი უბრალოდ დადიან პლანშეტებით და ამოწმებენ ბაზაში თქვენი ავტომობილის ნომერს თუ გადასახადია - აკისრებენ ჯარიმას ფოტოდაფიქსირებით.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ბილეთი არ ვრცელდება კონკრეტულ ავტოსადგომებზე: აეროპორტში, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ბაზრის შესასვლელში და სპეციალურ ტერიტორიებზე. იქ გადახდა მოქმედებს ადგილზე.

მართვის მახასიათებლები საქართველოში

ზოგჯერ გვეჩვენება, რომ საქართველოში არ არის მოძრაობის წესები, ყოველშემთხვევაში თქვენ ცოტას ნახავთ,რომ ვინმე გაჩერდეს ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან ან სადაც «STOP» ნიშანია .ყველაზე ცუდი დარღვევები, რომელზეც შეიძლება გაგაჩერონ პოლიციამ: უსაფრთხოების ქამრის არ შეკვრის დროს, ტელეფონზე ლაპარაკის დროს ან ავტომობილის ფანჯრიდან ნაგვის გადაყრაზე,წითელ შუქნიშანზე გასვლისას ან სიჩქარის გადაჭარბებაზე, რაზეც რეაგირებს ვიდეო რადარი და კამერები.თქვენ უბრალოდ გადაგიღებენ სურათს და ჯარიმას გადაგახდევინებენ.ყურადღება მიაქციეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში მძღოლები არ აქცევენ ყურადღებას ნიშანს „დაუთმე გზა“და შეუძლიათ თამამად გაგაჩერონ იმის მიუხედავად, რომ თქვენ გაქვთ უპირატესობა. დაუშვებელია მოძრაობის დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება, არანაირი რაოდენობით.არ ეცადოთ შესათვაზოთ პოლიციას ქრთამი, ისინი უბრალოდ არ აიღებენ და თქვენ ამის შემდეგ გაგიჩნდებათ პასუხისმგებლობა. საქართველოში პოლიცია თქვენი მეგობარია,რომელიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად ვიდრე ვინმე სხვა.

შემთხვევა

ავტო სატრანსპორტო შემთხვევის დროს არ ღირს ადგილიდან წასვლა, გამოვიძახოთ 112 პოლიცია(ერთი ნომერია პოლიციის, სამედიცინო დახმარების, სახანძროს) და დაველოდოთ საპატრულო ეკიპაჟს(არაუმეტეს 3 წუთის, თუ თქვენ სადმე მთებში არ ხართ). შემთხვევის აღწერა დაიკავებს 15 წუთს,ამასთნ დაუყოვნებლივ გაივლით შემოწმებას სპეციალური აპარატით,რომელიც განკუთვნილია ალკოჰოლის აღმოსაჩენად.ასევე იქნება სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელი.პოლიცია გადმოგცემთ ყველა საჭირო დოკუმენტებს.იმისათვის, რომ განაცხადოთ სადაზღვეოში ან გამოიძახოთ პოლიცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ჩვენს ოპერატორებს, ტელეფონები მითითებულია ხელშეკრულებაში.თუ თქვენ აღმოჩნდებით დამნაშავე,მაშინვე გამოგიწერენ ჯარიმას 250 ლარის ოდენობით, რომელიც ბანკში უნდა იქნეს გადახდილი.