ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

ბათუმი და ქუთაისი ორი ქალაქი ორ დღეში

ამ მოგზაურობის ფარგლებში შეგიძლიათ მოინახულოთ ორი ქალაქი, ეს ექსკურსია ითვალისწინებს ქალაქების დათვალიერებას, მუზეუმების სტუმრობას და არ ითვალისწინებს სხვა ღისრშესანიშნაობების დათვალიერებას რომლებიც მოშორებით არიან ქალაქიდან. თუ თქვენ გნებავთ დაათვალიეროთ სხვა მოშორებით არსებული ადგილები გთხოვთ ნახოთ ჩვენი სხვა შემოთავაზებები.

მოშორებულიდან იგულისხმება ადგილები:პრომეთეს მღვიმე რომელიც მდებარეობს ქუთაისთან და ჩანჩქერი რომელიც მდებარეობს ბათუმთან, ჩვენ არ ვითვალისწინებთ ამ ადგილების მონახულებას ამ მოგზაურობაში.

მოგზაურობის პირველი დღე - ბათუმი

სასტუმროდან გამოვდივართ დილის 9საათზე. აქ თქვენ დიდ დროს გაატარებთ ფეხით სეირნობაში, რადგან ავტომობილი დაგჭირდებათ მხოლოდ იმისთვის რომ შეამოკლოთ გარკვეული მანძილი, თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტობუსი ან ტაქსი ასეთი მოკლე დისტანციისთვის. ბევრი ლაშქრობა შეგიძლიათ გადაიტანოთ საღამოსთვის მეტად სიგრილე იქნება, მაგრამ თუ თქვენი მოგზაურობა შემოდგომაზე ან გვიან გაზაფხულზეა ან უბრალოდ მზე გინდათ მაშინ გაემართეთ ბულვარისკენ, სანაპიროსკენ დღისითაც.

1.ბათუმის თევზის ბაზარი- დიდი არაფერია, მაგრამ აქ თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ თევზი და ზღვის პროდუქტები მიმზიდველ ფასად და მაშინვე იზრუნოთ სადილზე ან ვახშამზე, რადგან თევზს არამხოლოდ ყიდიან არამედ ასუფთავებენ და წვავენ, გზაში 20წუთი დაგჭირდებათ.

2.ბათუმის საზღვაო პორტი- თუ თქვენ გაინტერესებთ ნახოთ თუ რა არის და როგორ ფუნქციონირებს. იგი მდებარეობს ბაზართან, 20წუთი დაგჭირდებათ დასათვალიერებლად. თუ თქვენ არ გინდათ თევზის სადილი ან ვახშამი, და არ გაინტერესებთ პორტის ნახვა, მაშინვე ამოიღეთ ეს პუნქტი თქვენი სიიდან.

3.საბაგირო გზა მთაზე მონასტრისკენ- შორიახლოსაა პორტიდან. განსაკუთრებით კარგია მზიან ამინდში, თქვენ ხედავთ მთლიან ბათუმს, მაღლა თქვენ გელით დიდი გადმოსახედი ადგილი, რესტორანი და კაფე. თუ არაა რიგი ასვლაში დაგჭირდებათ 10 წუთი, კაფეს გარეშე 30წუთი დაგჭირდებათ ასვლა ჩამოსვლაში.

4.ჭაჭის კოშკი-მდებარეობს სანაპიროს დასაწყისში, ყოველთვის არ ფუნქციონირებს უფასო ჭაჭის გაცემა.

5.ალი და ნინოს ქანდაკება- ასევე მდებარეობს სანაპიროს დასაწყისში, ძეგლის ფუტურისტული სტილი, რომელიც მოძრაობს, ორი ფიგურა ქალისა და მამაკაცის საწყისია.

6.ბათუმის ეშმაკის ბორბალი-ბათუმის ერთ ერთი სიმბოლოა.

7.ქართული ანბანის კოშკი- თანამედროვე ნაგებობა რესტორნით და ყველა ქართული ასოთი, ბოლო სართულზე ასასვლელად ფუნქციონირებს ლიფტი. ჭაჭის კოშკი, ძეგლები, ეშმაკის ბორბალი და ანბანის კოშკი მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს 2-5წუთის სავალზე. თუ თქვენ არ ახვალთ კოშკზე და ეშმაკის ბორბალზე არ დაჯდებით დაგჭირდებათ 40 წუთი.

8.ბათუმის ბულვარი-ზღვის სანაპირო ველობილიკით, ღამე მანათობელი პალმებით, რომლის მანძილიცაა 10კმ.

9.ქორწინების სასახლე + შადრევანი - თანამედროვე ქორწინების სასახლე რომლის ფორმაც წააგავს გედის კუდს, მოედანი შადრევნებით და შადრევნებზე განლაგებული ხიდები, რომლებიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს. გადავდივართ ქალაქის სიღრმეში ქორწინების სახლიდან, სულ რაღაც 10წუთი. ვათვალიერებთ.

10.შავდრევანი ნეფტუნი-მდებარეობს თეატრის მიმდებარედ ბათუმის ცენტრში, მოოქროვილი შადრევანი, გავს ძველ ბერძნულ სტილს-10 წუთი დათვალიერებაზე.

11.ევროპის მოედანი-რესტავრირებული მოედანი შადრევნით ბათუმის ცენტრში, იქვე ახლოს აჭარის მთავრობის სახლია.

12.ასტრონომიული საათი- ქალაქის ერთ ერთი სიმბოლოა, საათი, რომელიც აჩვენებს ასტრონომიურ ფიგურებს დროის ნაცვლად -5წუთი შადრევნიდან.

13.ძველი ბათუმი-ბათუმის ვიწრო ქუჩებით ვმოძრაობთ პიაცისკენ და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისკენ.

14.წმინდა ნიკოლოზის ეკლესია-ერთ ერთი ღირსშესანიშნაობაა, პატარა ეკლესია რომელიც აშენებულია შესანიშნავ სტილში. ამასთან ერთათ ღირს მოინახულოთ მეჩეთი და სინაგოგა თურქულ უბანში. ტაძარს ვათვალიერებთ 10წუთი, თუ გვინდა მეჩეთთან ან სინაგოგასთან მისვლა დაგვჭირდება 10-20 წუთი ფეხით.

15.პიაცა- სასტუმრო და მოედანი, ვენეციური მოედნის სან მარკოს მსგავსია, აქ სასტუმრო და რესტორნებია, ყოველ საღამოს უკრავს ცოცხალი მუსიკა და ტურისტები ცეკვავენ, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ძალიან ლამაზია საღამოს. აქ არის საკმაოდ კარგი და ძვირიანი რესტორნები.

16.6 მაისის პარკი-პარკი ქალაქის ცენტრშია, დელფინარიუმთან ახლოს ტბით და სასეირნო ნავებით, საბავშვო ატრაქციონებით და შადრევნით. აქ შეგიძლიათ მოხვიდეთ ავტობუსით 2-4 გაჩერება დაგჭირდებათ ან ფეხით ერთ საათში.

17.დელფინარიუმი-შესანისნავი სანახაობა და დელფინებთან ცურაობა. სეზონზე ბილეთები უნდა შეუკვეთოთ 3-7დღით ადრე. სანახაობა გრძელდება ორი საათი, დელფინებთან ცურვა ხდება ცალკე დღეს და დროს.

პარკიდან და დელფინარიუმიდან ორი გაჩერების შემდეგ ვათვალიერებთ:

18.ბათუმის მაკდონალდს-ეს ფუტურისტული შენობაა შეკიდული ბაღებით, ძალიან თანამედროვე და მიმზიდველია-20წუთი.

19.მომღერალი შადრევნები და ლაზერული შოუ-მაკდონალციდან ათი წუთის სავალზე, აქ უმჯობესია მოხვიდეთ 22:00, იმართება ლაზერული შოუები რაც ძალიან ლამაზია. აქ არის იუსტიციის სახლი და თანამედროვე მეტროს კომპლექსი. აქედან იწყება ახალი მშენებლობები შეგვიზლია გავიდეთ ფეხით ერთ საათში.

20.ახალაშენებული ბათუმი-ახალი სახლები, რომლებსაც გააჩნიათ საინტერესო არქიტექრურა რომლებიც მიმართულია ტურისტების გასაოცებლად. მათ შორის იუსტიციის სახლია, ამობრუნებული სასტუმრო, ბათუმის კოშკები, სასტუმრო შერატონი და ჰილტონი, სასტუმრო კოლიზეუმი, რესტორანი არაბული კოშკით. ფეხით სეირნობისთვის დაგჭირდებათ 1-1,5საათი.

მეორე დღე-ქუთაისი, ქალაქი, მუზეუმი

გასვლა 08:00 საათზე ბათუმიდან, გზაში ორი საათი ქუთაისამდე

ვათვალიერებთ ქუთაისს:

1. ბაგრატის ტაძარი- ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეში, იგი აგებულია გამორჩეული ქართული არქიტექტურით. ეს მხოლოდ წმინდა ადგილი არაა, ის ისტორიულ არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს საქართველოსთვის და მსოფლიოსთვის- 30წუთი.

2. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი-ექსპონატების დიდი რაოდენობა რომელიც თარიღდება XII-IX საუკუნეებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.

3. ქუთაისის ისტორიული უბნები, წერეთლის ქუჩა, პუშკინი, წმინდა ნინო, ცისფერყანწელთა, თეთრი ხიდი-1საათი

4. გელათის მონასტერი- ტაძარი რომელიც იყო საგანმანათლებლო ცენტრი შუა საუკუნეებში, რომელიც არის საქართველოს და იუნესკოს კულტურული ძეგლი. ტაძრის ეზოში მდებარეობს დავით აღმაშენებლის საფლავი-30წუთი.

5. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი- ექსპოზიცია რომელშიც წარმოდგენილია ვანის ისტორიული გავითარება VIII და I საუკუნეში ჩვენს წელთ აღრიცხვამდე.-1 საათი

6. მოწამეთა სამონასტრო კომპლექსი- მდებარეობს ქუთაისიდან 6 კილომეტრში. აგებულია მეექვსე საუკუნეში, ძვირფასია არამხოლოდ ისტორიით, არამედ წმინდა ადგილიცაა, აქ დაკრძალულია დავითისა და კონსტანტინეს წმინდა ნაწილები, თუ დრო დაგრჩათ მოინახულეთ აუცილებლად.

7. ვბრუნდებით ბათუმში- 2საათში ან ვრჩებით დასაძინებლად, შეიძლება თქვენ მოგინდეთ თბილისში წასვლა ან დარჩეთ მეორე დღეს და დაათვალიეროთ გამოქვაბულები და კანიონები ქუთაისის მახლობლად.

ექსკურსია ძალინ დატვირთულია ბათუმში, ხოლო ქუთაისი განკუთვნილია მათთვის ვისაც აინტერესებთ მონასტრები და მუზეუმების მონახულება. თუ თქვენ გსურთ ექსკურსიის სხვა სახეობა, ნახეთ ჩვენი სხვა შემოთავაზებები.

ვიმედობნებთ, რომ თქვენ მოგეწონათ ჩვენი ექსკურსიების აღწერილობა და სიამოვნებით გაუზიარებთ ამას თქვენს მეგობრებს.

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის შეცვლა, მოგვწერეთ: , საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა ან დარეკეთ ნომერზე + 995-514-951-951 ან 1 +995-571-951-951

  1. ქუთაისი, მცხეთა, უფლისციხე, გორი 2 დღიანი მოგზაურობა.
  2. ვმოგზაურობთ ყაზბეგში და ქუთაისში, მგზავრობა 2 დღეზე
  3. ღირსშესანიშნაობები ბათუმში
  4. ქუთაისი და ბათუმი ქალაქის ექსკურსიები 2 დღე.
  5. რა დავათვალიერო ბათუმში 1 დღეში
Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz