ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951
შეკვეთა

პარკირება საქართველოში

საქართველოში თითქმის ყველგან უფასო პარკირებაა , გამონაკლისია 3 ქალაქი საქართველოში . უფასო იმას არ ნიშნავს , რომ ადგილობრივი მცხოვრებლები( პარკოვშიკები) არ მოითხოვენ რაღაც გასამრჯელოს თქვენი მანქანის პარკირებისათვის.

ფასიანი პარკირება

პარკირება ფასიანია შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი და ბათუმი , აქ აუცილებლად დაგჭირდებათ აბონიმენტი . ყურადღება ! ‘პარკოვშიკები’ ვერ დაგეხმარებიან ამ შემთხვევაში აუცილებელია თქვენ თვითონ შეიძინოთ აბონიმენტი. ჩვენი თანამშრომელი გაგიწევთ შესაბამის სამსახურს , მთავარია აცნობოთ თუ როდის და სად გჭირდებათ პარკირება . პარკირება შეგიძლიათ გადაიხადოთ დღიურად , ერთი კვირით , ერთი თვით , ნახევარი წლით ან საერთოდ წლიურად . ყველა ქალაქში ცალკეულად იხდით პარკირების თანხებს მაგ ვერ შეძლებთ იმგზავროთ ბათუმში იმ პარკირებით რომელიც თბილისში ან ქუთაისში შეიძინეთ. თუმცა ერთი ქალაქიდან შესაძლებელია ყველა სხვა ქალაქებისთვის წინასწარ პარკირების აბონიმენტის შეძენა.

პარკირების გადახდა

გადახდა შესაძლებელია საბანკო ტერმინალიდან , მთავარია შეიყვანოთ მანქანის მონაცემები და მიუთითოთ შესაბამისი ქალაქი

პარკირების ფასები

ფასი გამომდინარეობს იქიდან თუ რამდენი დღით გინდათ აბონიმენტი

ყურადღება ! ვალუტის კურსის ცვლილების გამო შესაძლებელია მცირე ცვლილება იყოს ფასებში

პარკირება შლაგბაუმების გავლით

მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა პარკირება , შესაძლოა მაინც მოგიწიოთ პარკირების გადახდა მაგ : აეროპორტებში , ბაზარში და სხვადასხვა ადგილებში სადაც შლაგბაუმის გავლა მოგიხდებათ ფასი დაახლოებით 0,5 დოლარი.

ჩემს სასტუმროში არის პარკირება

თუ თქვენს სასტუმროს აქვს პარკინგი, და თუ მდებარეობს ქუჩაზე სადაც არის ნიშანი P ეს ნიშნავს , რომ თქვენ მაინც მოგიწევთ პარკინგის გადახდა ვინაიდან ეს სახელმწიფო ტერიტორიაა. თუ სასტუმრო ქალაქ გარეთაა ან აქვს კერძო ეზო ამ შემთხვევაში შესაძლებელია თავისუფლად გააჩეროთ მანქანა ასევე ხშირია , როცა მიწისქვეშა პარკინგები აქვთ სასტუმროებს.

პარკოვშიკები

Еხშირად შეხვდებით ადამიანებს ფერად ჟილეტებში ეს ადამიანები არიან თვით დასაქმებულები , მათ აქვთ დანაწილებული ტერიტორია 5-10 მანქანა კაცზე და ცდილობენ დახმარება გაგიწიონ პარკირებაში , თქვენ არ ხართ ვალდებულები გადაუხადოთ მათ , თუმცა ქართველები მათ ყოველთვის უხდიან 0.20 დან 0.50 თეთრამდე . ხშირია კონფლიქტები თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ჯობია გადაუხადოთ რამდენიმე თეთრი .

მუნიციპალური პარკინგის თანამშრომლები

საეჭვოა , რომ შეამჩნევთ მათ, ისინი მუქ ლურჯ ფორმებს ატარებენ და პლანშეტები უჭირავთ ხელში , რომ გადაუღონ მანქანას ფოტოები და ამოიღონ საჭირო ინფორმაცია. თუ არ გაქვთ პარკინგი ჯარიმა წინა საქარე მინაზე დაგხვდებათ , თუ არასწორად დგას მანქანა ევაკუატორი წაიყვანს თქვენს ავტომობილს.

პარკირება არასწორ ადგილას

თუ მანქანას არასწორად გააჩერებთ ან არ გადაიყვანთ დაჯარიმების შემდეგ , თქვენს ავტომობილს ემუქრება ევაკუაცია , რაც ზედმეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული ევაკუაცია , ჯარიმა პლუს პარკირება 50 დოლარი .

ჯარიმები პარკირებაზე

თუ პარკირება არ გაქვთ , თქვენ დაჯარიმდებით - 10 ლარით ევაკუაციის შემთხვევაში ჯარიმა - 50 დოლარია

ჩვენ გადავიხდით პარკირებას

თქვენთვის რთულია პარკირების გადახდა? თხოვეთ ჩვენს თანამშრომლებს ისინი დაგეხმარებიან .

რა უნდა გააკეთოთ თუ მანქანა არ დაგხვდათ

თუ მანქანა არ დაგხვდებათ , არ მოუპარავთ უბრალოდ ევაკუაციამ წაიყვანა , ასეთ შემთხვევაში ან ჩვენ დაგვიკავშირდით ან პარკირების ცენტრს გადაიხადეთ ჯარიმა და წამოიყვანეთ ავტო მობილი.

ავტომობილი უცხოურ ნომრებზე

თუ საკუთარი ავტომობილით ჩამოხვალთ, პარკინგი მაინც დაგჭირდებათ იგივე მომსახურებას მიიღებთ ბანკში.

დაგრჩათ კითხვები მოგვწერეთ

შესაძლოა დაგაინტერესოთ სტატიებმა:

  1. როგორი სახის ქრთამი მივცეთ პოლიციას
  2. როგორ მართავენ ავტომობილს საქართველოში
  3. საქართველოში მოძრაობის მახასიათებლები
  4. სად იკრძალება საქართველოში მოძრაობა
Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz