სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ქალაქი მცხეთა

Comments
24.06.2019
ართიcლე_25

ერთ-ერთი დიდი კულტურული ღირებულებების და მართლმადიდებლური, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ქრისტიანულ მსოფლიოში.წარმოადგენს სვეტიცხოვლის ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქ.მცხეთაში, თბილისიდან არც ისე შორს (სადღაც 30კმ-მდე). ჩახვიდეთ მცხეთაში და არ ეწვიოთ სვეტიცხოველს ეს შეუძლებელია.

როგორ ჩავიდეთ

გამოიყენეთ საექსკურსიო ავტობუსი ან უბრალოდ შეგიძლიატ ჩახვიდეთ მიკროავტობუსით მცხეთამდე და იქედან უკვე ადგილობრივი ტრანსპორტით სამლოცველომდე. ერტ-ერთი ვარიანტი - შეუკვეთეთ ავტომობილის დაქირავება თბილისში და სულ რაღაც 20-30 წუთში თქვენ იქნებით ტაძართან. პარკირება ტაძართან უფასოა, არის რამდენიმე რესტორანი, ასევე არის რესტორნები უკანა გზაზე თბილისისკენ.

სვეტიცხოვლის ტაძარი - საპატრიარქოს ტაძარი, აქ ატარებს პარაკლის საქართველოს კათალიკოს პატრიარქი. ტაძარი ატარებს უამრავ კულტურულ და ისტორიულ ტვირთს, ეს არის მართმადიდებლური ცენტრი, უწმინდესი და ისტორიული შენობა. ტაძრის მონახულებისას არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ იმყოფებით წმინდა ადგილზე. ამიტომ უკეთესია გქონდეთ შესაფერისი ჩაცმულობა და მოიქცეთ ღირსეულად, რათა არ წაბილწოდ მართმადიდებელი სალოცავი. უამრავი ადამიანი, რომელიც მოსულია სვეტიცხოველში, მოდის არა ისტორიული ღირებულებისთვის, არამედ წმინდა ადგილისთვის, ლოცვისა და უფალთან დასაკავშირებელი ადგილისთვის.

როგორ უნდა გვეცვას ტაძარში

არ ჩაიცვათ გამომწვევი ტანსაცმელი.ასევე თავი შეიკავეთ სპორტული ტანსაცმლისგან და შორტებისგან. ქალებმა ტაძარში შესვლისას უნდა დაიფარონ თავსაფარი. ტაძარში მუდმივად ტარდება მსახურობა, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ.

ტაძარში დაკრძალულია ქართველი მეფეები: ვახტანგ გორგასალი, ბაკური და სხვა. მე-XV საუკუნეში ტაძარში აშენებულია მართკუთხა სამლოცველო, რომელიც თავისი ფორმით წააგავს იერუსალიმის უფლის საფლავს, თქვენ მას ნახავთ ტაძრის მარჯვენა ნაწილში. ტაძრის შუაგულში, მარჯვენა მხარეს განლაგებულია მართკუთხა სტრუქტურა, რომელიც მოგვაგონებს კოშკს.აქ დაკძალულია წმინდა სიდონია და მდებარეობს იესო ქრისტეს პერანგი, დიდი ქრისტიანული სიწმინდე.

სვეტიცხოვლის ტაძრის შექმნის ისტორია

ებრაელი მცხეთელი ელიოზი, რომელიც ესწრებოდა ქრისტეს ჯვარცმას იერუსალიმში, შეისყიდა რომაელი ჯარისკაცებისგან ქრისტეს პერანგი. ელიოზი დაბრუნდა მცხეთაში და ქალაქის კარიბჭესთან მას ელოდებოდა თავისი და სიდონია, რომელიც შეეხო პერანგს და რამდენიმე საათში აღელვებისაგან გარდაიცვალა. სიდონია დაკრძალეს სამეფო ბაღში. ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 326 წელს ქრისტიანობა იქცა საქართველოს ოფიციალურ რელიგიად და სიდონიას საფლავის ადგილას ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე-IV საუკუნეში მეფე მირიანის ბრძანებით იყო აშენებული პირველი ხის ტაძარი. ტაძრის საძირკველისთვის

გამოყენებული იყო კედრის ხე, რომელიც გაიზარდა სიდონიას საფლავზე. მშენებლობის დროს მოხდა სასწაული, ერთ-ერთი სვეტი მოწყდა დედამიწას და ჰაერში დაეკიდა. წმინდა ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა,რის შემდეგაც სვეტი ჩამოვიდა დედამიწაზე ცეცხლის სახით და დადგა თავის ადგილზე. ეს სვეტი ასხივებდა მშვიდობას,რომლითაც კურნავდნენ უამრავ დაავადებულს და ისინი იკურნებოდნენ სხვადასხვა დაავადებებისგან. აქედან გამომდინარეა ტაძრის სახელი სვეტიცხოველი (მაცოცხლებელი სვეტი).

მე- V საუკუნის დასაწყისი - განადგურებულია ხის ეკლესია და მის ადგილას აშენებულია ქვის ბაზილიკა,.

მე-X საუკუნე - სვეტიცხოვლის განადგურება არაბთ შეჭრის შედეგად, რის შემდეგაც მალე აღადგინეს.

მე-XI საუკუნეში ქარტლის კათალიკოსმა მელქისედეკი 1 გადაწყვიტა ახალი ტაძრის აშენება, რომელიც იყო დაშენებული მე- V საუკუნის ბაზილიკის თავზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მე- V საუკუნის ბაზილიკის ნაშთებს, რომლიც ფრაგმენტებიც დამალულია ტაძრის შიგნით მინის ქვეშ.

მე- XIV საუკუნე - ტაძარი ძალიან დაზიანებულია, თემურის შეჭრის შემდეგ, მე- XV საუკუნის დასაწყისში ტაძარი აღდგენილია. მე- XVII საუკუნე - კიდევ ერტხელ არის აღდგენილი ტაძრის გუმბათი. ტაძრის ფერწერა ზუსტად ეკუთვნის მე- XVII საუკუნეს. ნიკოლოზ 1 ჩამოსვლამდე ბევრი ფრესკა გადაღებეს თეთრად, რის გამოც სამუდამოდ იყო დაკარგული, ასევე განადგურებულია და დარჩენილია მხოლოდ მცირე ფრაგმენტები მე- XVIII საუკუნის ციხესიმაგრის კედლისგან და ნარჩენები ძველი მე- XI საუკუნის სასახლის.

სვეტიცხოვლის ტაძარი წარმოადგენს ქანდაკებას და მსოფლიო ხალხთა კულტურურლი მემკვიდრეობის დანიშნულება აქვს იუნესკოს პროგრამის მიხედვით.

თუ თქვენ გსურთ მოინახულოთ სვეტიცხოველი და შეუკვეთოთ ავტომობილის გაქირავება საქართველოში ან თბილისში, ჩვენ დაგეხმარებით თქვენ.

ტაძრის კოორდინატები გუგლის რუქებზე ან ნავიგატორებისთვის - 41.842241, 44.720955

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.