ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951

შეკვეთა

ავტომობილების დაქირავება საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე

დამატებითი დაზღვევა

თუ თქვენ გნებავთ ისარგებლოთ მანქანის დაქირავებით საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე, ამისათვის აუცილებელია შეუკვეთოთ დამატებითი დაზღვევა. დამატებითი დაზღვევა შეამცირებს ან გააუქმებს ფრანშიზას (ანაბარს), რაც საშუალებას გაძლევთ იქონიოთ პასუხისმგებლობა ნულის ტოლი ან უბრალოდ შემცირებული ფორმით.

როდესაც ჩვენ გთავაზობთ დამატებით დაზღვევას, მაშინვე ჩნდება კითხვა: მანქანას არა აქვს დაზღვევა? ავტომობილს აქვს დაზღვევა და ყველა მისი პირობა ჩამოთვლილია გაქირავების პირობების გვერძე ჩვენს ვებ-გვერძე, მაგრამ ეს დაზღვევა არის ფრანშიზით , რომელიც განისაზღვრება თქვენი ანაბრით. ანუ სადაზღვეო კომპანია არ იხდის თანხას,რომელიც უდრის თქვენს ანაბარს საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის დროს. სადაზღვევო პროდუქტი კომპანიისთვის, რომელიც აქირავებს ავტომობილებს ძალიან ძვირი ღირს, იქიდან გამომდინარე, რომ რისკი და ავარიების რაოდენობა ამ კომპანიისთვის ძალიან მაღალია. ამიტომ, იმისათვის, რომ გაქირავების თანხა თქვენთვის იყოს მისაღები, ყოველთვის უკვეთავენ დაზღვევას ფრანშიზით. გნებავთ ფრანშიზის გარეშე - შეუკვეთეთ დამატებითი დაზღვევა.

რისთვის უკვეთავენ დამატებით დაზღვევას:

  1. 1. არ არსებული ან შემცირებული ფრანშიზა ნებისმიერ ინციდენტზე.
  2. 2. არ ღირს ანაბრის დატოვება ან დატოვება მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისთვის.

დამატებითი დაზღვევის პაკეტები, რომლებსაც გთავაზობთ ჩვენ:

  1. სუპერი - ავტომობილის გამოყენება ანაბრის გარეშე. პასუხისმგებლობა ყველა რისკზე 0, დეპოზიტის დატოვება არ არის საჭირო. უბრალოდ დაამატეთ დაზღვევა და გადაიხადეთ ავტომობილის გაქირავების თანხა საქართველოში , შემდგომ რაიმე ინციდენტის შემთხვევის დროს - უბრალოდ შეატყობინეთ პოლიციას და ჩვენ.
  2. 50/50 - ავტომობილის გამოყენება დეპოზიტის თანხიდან 50 %, პასუხისმგებლობა შემცირებული დეპოზიტის სახით ნებისმიერი შემთხვევის დროს. თუ ავტომობილზე დეპოზიტი შეადგენს 300$ , ამ შემთხვევაში თქვენ იძენთ დამატებით დაფარვას და ტოვებთ დეპოზიტს სულ რაგაც 150 დოლარს. შესაბამისად პასუხისმგებლობაც ნებისმიერი ინციდენტის დროს უდრის 150 დოლარს.
  3. 0 დეპოზიტით - ავტომობილის გამოყენება დეპოზიტით, პასუხისმგებლობა 0 ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა გატაცებისა და ავტომობილის სრული განადგურების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში დეპოზიტი რჩება 100%, მაგრამ თქვენ ამატებთ დამატებით დაზღვევას და რაიმე შემთხვევის დროს თქვენ არ რისკავთ არანაირი თანხით. რა მიზანი აქვს ბოლო დაზღვევას და რაში მდგომარეობს მისი მნიშვნელობა? საქმე იმაშია, რომ იგი ყველაზე იაფია, მაგრამ აქვს დაფარვა, როგორც იმას, რომელსაც ეწოდება „სუპერი“ , ეს დაზღვევა მუშაობს 99% შემთხვევაში, ანუ ავტომობილის სრული განადგურება - საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და ქურდობა საქართველოში - ზოგადად ამ სფეროში ფანტაზიაა.

დამატებითი დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია თქვენს მიერ არჩეული პაკეტიდან, დღეების რაოდებიდან და ავტომობილის კლასიდან გამომდინარე. ფასი იწყება დღეში 3-25 დოლარის ფარგლებში.

ჩვენ გირჩევთ ისარგებლოთ დამატებითი დაზღვევის პაკეტებით, თუ თქვენ არ გსურთ ნერვიულობა არანაირ შემთხვევაზე და უბრალოდ გინდათ ისიამოვნოთ ავტომობილის დაქირავებით საქართველოში, ბუნებით და მოგზაურობით.

Page Rank Icon
Copyrignt © 2017 Все права защищены. Использование информации требует обязательной ссылки на www.hire-auto.biz