ავტომობილის დაქირავება საქართველოში ☎ (+995) 571-951-951

შეკვეთა

წინასწარი შესატანი დაჯავშნის დროს

დაჯავშნა უფასოა თუმცა თუკი თქვენი ჯავშანი ემთხვევა ტურისტულ სეზონს , მოითხოვს ავტომობილის თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე ან სულაც სხვა რეგიონში გადმოცემას , თქვენ მოგთხოვენ წინასწარი შესატანს დაზღვევის მიზნით .

ტურისტული სეზონი პიკს უახლოვდება :
- საახალწლოდ 28 დეკემბრიდან -12 იანვრამდე,
- მაისის დღესასწაულებზე 28 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით

წინასწარი გადახდის თანხა შეადგენს შეკვეთისთვის გადასახდელი სრული თანხის 20 % -ს.

წინასწარი გადახდა აუცილებელია ქალაქ ქუთაისში ავტომობილების დაქირავების როს.

შეკითხვა: არსებობს სხვა ფორმა წინასწარი გადახდის ნაცვლად? მე პირველად ვჯავშნი თქვენთან და არ მინდა წინასწარ გადახდა бრადგან სათანადოდ არ ვიცნობ თქვენს კომპანიას ბილეთები რომ წარმოგიდგინოთ ან მეგობრებს ვთხოვოთ თქვენს ოფისში მოსვლა........... თან ვნერვიულობთ და რა მოხდება ისეთი ავტომობილი რომ მოგვაქირაოთ რომელიც ჩვენ არ გვინდა და არ მოგვწონს..... ჩვენი უარის შემთხვევაში ხომ წინასწარ გადახდილ თანხას დავკარგავთ ?

პასუხი: სიამოვნებით ვიტყოდით უარს წინასცარ გადასახადზე მაგრამ სამწუხაროდ ჩვენც ისევე როგორც თქვენ არ შეგვიძლია დავადგინოთ წინასწარ თუ რამდენად სანდოა ამა თუ იმ ადამიანის ზრახვები. ხდება როდესაც ადამიანი რამოდენიმე კომპანიაში ერთდროულად ჯავშნის ავტომობილებს. ჩვენ გვესმის რომ კომპანიების მრავალფეროვნება გაძლევთ არჩევანის საშუალებას ,მაგრამ შეუკვეთეთ მანქანა ერთ კომპანიაში , რადგან ერთდროულად რამოდენიმე კომპანიაში მანქანის დაჯავშნა საეჭვოა და შმკვეთის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს . ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება საერთოდ მანქანის გარეშეც დარჩეთ. თუ ტვქენ შეუკვეთეთ მანქანა და კონკრეტულად იმ რეგიონში რაგაც მიზეზების გამო არ აღმოჩნა ჩვენი ავტომობილი მაშინ ჩვენ ჩვენი ხარჯებით ჩამოგივან მანქანას სხვა რეგიონიდან ამიტომაც თუ თქვენ გააუქმებთ შეკვეთას წინასცარი გადახდის გარეშე ჩვენ ვიზარალებთ თანხას და აგრეთვე ფუჭად დავხარჯავთ დროს .

შეკითხვა: თქვენ გვთავაზობთ წინასწარი გადახდის გარეშე პირდაპირ ოფისიდან მანქანის წაყვანას ,სპეციალურ ფასად, ნისან მიკრა 20 დოლარი-(ს ექვივალენტი ლარში ) აგვისტოს თვეში ,შეგიძლიათ გარანტია მომცეთ რომ როდესაც მოვალ ეს მანქანა ნამდვილად დამხვდება ,დაჯავშნის გარეშე ?

პასუხი: თუ თქვენ არ გააკეთეთ ჯავშანი ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია თქვენს წინაშე. ასეთ შმთხვევაში თქვენ ჩვეულებრივი დამკვეთი ხართ და მიიღებთ ნებისმიერ ავტომობილს პარკინგიდან რომელიც შეესაბამება თქვენთვის სასურველი ავტომობილების კლასს. ჩვენი ურთიერთობა და ვალდებულებები იწყება კონტრაქტის დადების მომენტიდან ვინაიდან არ გქონიათ ჯავშანი და აქედან გამომდინარე არც ვალდებულებები არცერთი მხრიდან.

შეკითხვა: რა საბუთით შეგიძლიათ დამიდასტუროთ წინასწარი თანხის გადახდა?

პასუხი: .ჩვენ შეგვიძლია თქვენ გადმოგცეთ დაჯავშნნის ხელშეკრულება,მაგრამ ჩვენი მიმოწერა , საბოლოო ჯავშნის საბოლოო დასტური და საბოლოო გადასახდელი თანხა უკვე საბუთია რომელსაც თქვენ იღებთ წინასწარი გადახდის დროს და ჩვენც ჩვენი მხრიდან ვასრულებთ შეთანხმებულ პირობებს.

წინასწარი გადახდის საშუალებები

წინასწარი გადახდა შესაძლებელია :
-გადახდა ბარათით ვებგვერდზე
-გზავნილი ჩვენი თანამშრომლის საელზე, საკომისიო ასეთ შემთხვევაში შეადგენს1%-ს გადასახდელი თანხის
-გადახდა შესაძლებელია Web Money -ის საშუალებით
- გზავნილი ჩვენი წარმომადგენელის სახელზე რუსეთში - СберБанка России
- გზავნილი გზავნილი ჩვენი წარმომადგენელის სახელზე უკრაინაში ПриватБанка Украина
- აგრეთვე ПейПал -ს სერვისით

შეკითხვა:როდის ხდება წინასცარი გადახდის განხორციელება ? უშუალოდ ფორმის შევსების შემდეგ? რომელ რეკვიზიტებზე?

პასუხი: შეკვეთის ფორმის შევსების შემდეგ ჩვენ გიგზავნით შეკვეთის ანგარიშს , თქვენ მას აკორექთირებთ საჭიროების შემთხვევაში. შემდეგ გვიგზავნით თვქენი საბუთების ასლს ( პასპორტი და მართვის მოწმობა) ან ამ საბუთების მონაცემებს ( სერია , ნომერი , როდის და ვის მიერ არის გაცემული პასპორტი და მართვის მოწმობა) ამის შემდეგ ჩვენ ვჯავშნით და გიგზავნით ჯავშნის ნომერს, ყველა დეტალს და გადასახდელ თანხას კიდევ ერხთხელ. მხოლოდ ამის შემდეგ თქვენ შეგაქვთ წინასწარი გადასახადი თქვენთვის მოსახერხებელ სახით.

ჯავშნის გაუქმება

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია მისი დადებიდან 48 საათის განმავლობაში , რომელიც უნდა იყოს განხორციელებული მომსახურების მიღების 7 დღით ადრე. ამ შემხტვევაში თქვენ გიბრუნდებათ წინასწარი გადასახადი 100 % -ით

მაგალითი 1: თქვენ შეუკვეთეთ 12 მარტს ავტომობილი 5 მაისისთვის და 12 მარტსვე განახორციელეთ წინასწარი გადახდა , თქვენ შიგიძლიათ გააუქმოთ ბრონირება და დაიბრუნოთ წინასწარ გადახდილი თანხის 100 % ი 14 მარტის ჩათვლით.

მაგალითი 2: თქვენ შეუკვეთეთ ავტომობილი 12 მარტს 15 მარტისთვის და ასევე 12-ში გადაიხადეთ წინასწარი გადასახადი ბრონირებისთვის, ამ შემთხვევაში ჯავშნის გაუქმების დროს ,თქვენ დაკარგავთ წინასწარ გადახდილ თანხას ,რადგან ბრონიერა , არ იყო განხორციელებული 7 დღით ადრე მისაღები მომსახურებიდან.

შეკითხვა: მინდა შევუკვეთოტ ავტომობილი თვქნთან მაგრამ მაინტერესებს დამირუნებთ თუ არა თანხას ფორს მაჟორული შემთხვევის დროს ?

პასუხი:როგორც უკვე მოგახსენეთ წინასწარი გადახდა არის ორმხრივი ვალდებულება. ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევასი თუკი შემხთხვევა მართლაც რომ ფორსმაჯორული იქნება: სახლის დაწვა, სახლის გაძარცვა,ახლო ნათესავების ავადმყოფობა. ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე ამიტომაც ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ დაგიბრუნებთ წინასწარ გადახდილ თანხას , არამედ თუკი შევძლებთ დაგეხმარებით კიდეც - სიამოვნებით.

შეკვეთის , ჯავშნის ანულირება

თუ ჩვენ მიერ გამოგზავნილი და და დასტურებული დაანგარიშების შემდეგ თქვენ უარს ამბობთ წინასწარ გადასახდელი თანხის გადმორიცხვაზე ან კიდევ თუ მიმოწერა და მოლაპარაკებები ზედმეტადდიდ ხანს გრძლდება (ზოგჟერ ესეთი მიმოწერა 150 წერილსაც კი აღწევს) გაქირავების პირობებიც და ფასიც შესაძლებელია შეიცვალოს. თუ თქვენ არ პასუხობთ წერილებს 24 -48 საათის განმავლბაში (დამოკიდებულია თუ რამდენად მოახლოებულია გაქირავების დღე) თქვენი შეკვეთა ანულირდება.

.იმ შემთხვევაში თუ ჯავშანი დადებულია, თქვენ მიიღებთ შეპირებულ ავტომობილს 100 % , მაგრამ თუ თქვენ არ მობრძანდებით დათქმულ დროს ავტომობილის მისაღებად ან არ შეგვატობინებთ გეგმების შეცვლის თაობაზე, მაშინ თქვენი შეკვეთა ანულირებული იქნება.

შეკითხვა: თუ ჩემი რესის ჩამოფრენის დრო არის 12:00 , რომელ საათზე ნდა მივუთითო ავტომობილის მიღების დრო ? იქ ხომ კიდევ საზღვის და შემოწმებების გავლაა საჭირო რასაც დრო სჭირდება.

პასუხი:დაჯავშნის დროს თქვენ უთითებთ თვითფრინავის რეისის ნომერს ასე რომ ჩვენ ორიენტირს ვიღებთ თვითმფრინავის ჩამოფრენიდან და გავითვალისწინებთ დროს რომელიც დასჭირდება საზღვრის გადმოკვეთის პროცედურებს, დაგელოდებით და დაგვიანების შემთხვევაში დაგიკავშირდებით თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

პასუხი:რას ნიშნავს 1 საათი დალოდება , თუ მე შევუკვეთე მანქანა 09:00 ზე და წინასწარ გადახდილიც მაქვს თანხის ნაწილი ხოლო მოვედი მანქანის წასაყვანად 12;00 ზე , ნიშნავს თუ არა ეს რომ ჩემი წინასწარ გადახდილი თანხა დავკარგე?

პასუხი:რათქმაუნდა ჩვენ 12 საათზეც მოგემსახურებით და არ დაგთოვებთ ავტომობილის გარეშე და არც წინასწარი გადახდილი თანხა არ დაგეკარგებათ, თუმცა წინასწარ მოლაპარაკებული პირობები შეიძლება შეიცვალოს, რადგან 9:00 ზე დაჯავშნილ ავტომობილს 10:00 სთამდე არ გამოცხადების შემთხვევაში ეხსნება ჯავშანი და ის შეიძლება გაქირავდეს სხვა მსურველზე. ხოლო თქვენ მოგიწევთ სხვა თავისუფალი მანქანის დაქირავება . ხოლო ცვენს მიერ შემოთავაზებულმანქანაზე უარის თქმის შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ წინასწარ გადახდილ თანხას.ამიტომ ჩვენი რჩევაა სათანადოდ სეაფასეთ თქვენი და ქართული ღვინის ძალები და ისე დათქვით დრო . ყოფილა შემთხვევები როდესაც 09:00 ზე წასაყვანი მანქანისთვის 15;00 მდე ვერ მოსულან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 100 % -იანი წინასწარ გადახდის შემთხვევები, ამ დროს მანქანა მკაცრად ინახება კლიენტისთვის დათქმულ ვადებში. რაც შეეხება 20 % იან წინასწარ გადახდას , ჯავშანი იხსნება კლიენტის არ გამოცხადების შემთხვევაში დათქმული დროიდან 1 საათის შემდეგ.

Page Rank Icon