ახალციხის ხედით

Comments
16.07.2021
აქჰალთსიქჰე

ქალაქი ახალციხე - ახალი ციხე, მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვრიდან სულ რაღაც 20 კმ-ში. დღეს დღეობით ახალციხე ყველაზე დიდ ქალაქად ითვლება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, წერილობით წყარეოებში მითითებულია, რომ ქალაქი მე-12 საუკუნეში დაარსდა.

რაბათის ციხე

ერთ-ერთი ცნობილი ქალაქის ღირსშესანიშნაობა - რაბათის ციხე. როდის აშენდა არ არის ცნობილი, წყაროებში მითითებულია, რომ მას თურქეთის ჯარი მე-16 საუკუნეში უტევდა. ამიტომ, მისი დაარსება თარიღდება არა უგვიანეს მე-16 საუკუნისა.

მას მერე რაც საქართველოს აღარ ჭირდებოდა ციხესიმაგრეები, ისინი ნელ-ნელა ინგრეოდნენ. ამიტომ, რაბათის ციხე რესტავრირებული იყო 21-ე საუკუნეში, რამოდენიმე წლის წინ, უფრო ზუსტად 2012 წელს.

ციხესიმაგრე გაყოფილია ქვედა და ზედა ნაწილებად. ქვედა ნაწილის დათვალირება თავისუფლად შეიძლება, შესვლა უფასოა, შიგნით ბევრი პატარა კაფეა, სუვენირების მაღაზიები და სხვა წვრილმანები. ციხესიმაგრის ზედა ნაწილს დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქ, რადგან მის კედლებს მიღმა ჩანს ახალციხის უამრავი ისტორიული ძეგლები - მაგალითად ჯაყის ციხე, ისინი შედიან მუზეუმის კომპლექსში, მათი დათვალიერება დამატებითი საფასურის გარეშე შეგიძლიათ.

ქვათახევის მონასტერი

აშენებული მე-12 საუკუნეში და განთავსებული საქართველოს თრიალეთის მთის ფერდობზე. მონასტრის სახელი „ქვის ხევი“, რაც ძალიან გვაგონებს მონასტრის ადგილმდებარეობას. პირველად ნახსენები მე-13 საუკუნის წერილობით წყაროებში, მონასტერი ეკუთვნის ტიპიუტ შუასაუკუნეების არქიტექტურულ სტილს.

ქვათახევს მხოლოდ რელიგიური დატვირთვა არ აქვს. ის ითვლება უდიდედს ლიტერატურულ ცენტრად, რადგან აქ უამრავი წყაროები და ხელწერილები იყო გადაწერილი.

ჩვენამდე მხოლოდ რესტავრირებულმა შენობამ მოაღწია, რადგან თავდაპირველი ვერსია თემურლენგმა დაანგრია.

სხვა, რაც აუცილებლად დაგაინტერესებთ

ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ქალაქის ისეთი ღირსშესანიშნაობები როგორიცაა: დანგრეული თურქული აბანოები, რომლებისგანაც მხოლოდ ნანგრევები დარჩა, თამარ მეფის ძეგლი, ასევე დიდი რაოდენობით ტაძრები, ისეთები როგორიცაა, სომხური და ქართული კათოლიკური ტაძრები, წნიმდა მარიამის ეკლესია და ებრაული სინაგოგები.

მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ მეგობრებს

თუ შეამჩნევთ უზუსტობებს ან გსურთ მარშრუტის დამატება, მოგვწერეთ: service@hire-auto.biz

საქართველოში მანქანების გაქირავების შეკვეთისთვის გამოიყენეთ საიტის ძირითად გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმა

ან დარეკეთ +995-514-951-951, +995-571-951-951

დაამატეთ კომენტარი

კომენტარი ჯერ არ არის. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იყოთ პირველი, ვინც დატოვებს მას.